მეორე ძმაკაცის შემოქმედება
რა ვქნა არ გავუწიო რეკლამა???
შავი ნაბადი ქარმა წაიღო
ციდან სისხლმა წვეთა დაიწყო
ბავშვმა საწყალმა ხურდა ჩაიწყო
ვიღაცის ცოლი ფსონში ჩაიდო
ლოთმა უაზროდ უცბად გაჭედა
ნაცადმა ხელმა ვენა გაჰკერა
ქალი ორსული კაცებს დასდევდა
ვაჟი გაწვრთნილი ვიტრინებს ამტვრევდა
პატრული გზაზე ქალს გასცქეროდა
სადღაც კუთხეში სიცოცხლე რჩებოდა
შორს წასული სამშობლოს ეომებოდა
დაბოლილს მფრინავი თეფში ელანდებოდა
ხალხს იდოტიზმი თავში გაუჯდათ
ტვინებში კი წყალი ჩაუდგათ
ყველა ახალი ძველი გაუხდათ
თურმე სამყარო ასე წაუხდათ
შინაგანი ხმა
იგივე შეცდომებს უშვებ და ელოდები შედეგს სხვას
ხომ იცი რომ ვერ მიიღებ შენ მაგ ფულის ზღვას
შენი ქმედებებით ნელნელა ემსგავსები უგულო ქვას
გარწმუნებ რომ ცხელ ტყვიას მიაღებინებ შენს უტვინო თავს
შევეცდები მიგახვედრო რომ შენივე განცდები გკლავს
საფლავს გითხრის მიწას გაყრის და არც აგიკანკალებს თვალს
შენი ხელითვე მიგაწერინებს საფლავის ქვაზე სიკვდილის ჟამს
მას არ აჰყვე თორემ ერთი სიტყვით დაგახურინებს სიცოცხლის კარს...
მე თქვენ გიამბობთ ჩემს ამბავს თუმცა არც ისე მსურს
არც კარგს არ ვიტყვი ჩემზე და არც უარყოფითს ცუდს
მხოლოდ სიმართლეს გიამბობთ რა ვარ და რამე თუ მსურს
რა არ მიქნია რაც ვქენი რასაც ჩავიდენ ცუდს
იმით დავიწყებ თხრობას რომ თითქმის არავის მშურს
ამით ილუზიას შევქმნი რომ ასე მოგილბობ გულს
თუმცა მეცა და ყველასაც უდარდო კაცის გვშურს
ვინც არ ოცნებობს იმაზე რაც არ ეღირსება გულს
არავინა ვარ ამ ქვეყნად მაგრამ ბევრი რამ მძულს
როგორ მექცევა სამყარო როგორა მირტყავს მუშტს
ასეთი ფიქრით სავსე ვარ და ყველაც ამიტომ მძულს
იმედს ვიტოვებ ერთსა რომ მეცა მოვიქნევ მუშტს
არ მსურს რომ ვგავდე მომპარავს არც აოხრებულს სულს
ვნებათა ღელვა გრძნობათა ზღვა ჩემში ყოველი დუმს
არც მომაკვდავი არა ვარ რომ განვეშორო სულს
მხოლოდ ტანი ვარ თავითა ჩემი გონებაც დუმს
მე რომ სამყაროს ვუყურებ ცხოვრება მაშინ დუღს
ზეცა მრისხანე ხანდახან სადღაც მთებშია ქუხს
ამით იმის თქმა მინდა რომ ჩემშიც სიცოცხლე დუღს
და განსხვავებით ზეცისგან ჩემი ხმა არსად არ ქუხს
მგონი ისა ვთქვი რაც მსურდა რაც უნდა ეთქვა გულს
მაგრამ შენდობას არ ვითხოვ თუ დავიმსახურე მსურს
და აი ლოდი მოსცილდა ჩემს გაოხრებულს გულს
რაც დავაშავე სასჯელის იმის მიღება მსურს...
ცოტა სტრანნი ვინმეაოო ამბობენ მე არ მჯერა