ძვირფასო მეგობრებო!
როგორც იცით, ამ წლის 26 მაისის კვირას ტრივიადორის ქართულმა გუნდმა მოახდინა საოცრება: გავიდა ქვეყნებს შორის პირველ ადგილზე და თან დაამყარა გუნდებს შორის რეკორდი. იმ დროს შევთანხმდით, რომ 8 აგვისტოს კვირას განვახორციელებდით მეორე მსგავს აქტივობას!
შესაბამისად ძალიან ახლოვდება ის დრო, როდესაც უნდა მოვახდინოთ სრული მობილიზება! 8 აგვისტოს კვირა დაიწყება 6 აგვისტოს დილის 4 საათზე და საკმაოდ ცოტა დრო გვრჩება ორგანიზაციული საკითხების მოსაგვარებლად! ვიცი, რომ ცხელა და ბევრი ისვენებთ, თუმცა სხვა გუნდებშიც მსგავსი სიტუაციაა და უნდა შევძლოთ დასახული ამოცანის შესრულება!
რამდენიმე მნიშვნელოვანი საქმე გვაქვს გასაკეთებელი: გუნდური პირველი ადგილი (სასურველია ახალი გუნდური რეკორდით!), კლანებში რაც შეიძება მაღალი ადგილები ქართული კლანებისთვის და Georgia United-ის პირველი ადგილი, ინდივიდუალურად რაც შეიძლება მეტი მოთამაშის შესვლა ტოპ 100-ში და ტოპ 10-ში 10-ვე საქართველოს მოთამაშე!
ამის გარდა, როგორც 26 მაისის კვირას, ასევე ამ კვირას ვაპირებთ საერთო ავატარი დავიყენოთ პროფილის სურათებად, რომელიც გაზრდის ტრივიადორის საზოგადოების ცნობიერებას 8 აგვისტოს ტრაგიკული მოვლენების შესახებ. გთავაზობთ გამოვიყენოთ სურათი, რომელიც ამ პოსტს მივაბი.
ველი გამოხმაურებას