1. მადლობა სიმპსონების დივანს

2. ვალერიან გაფრინდაშვილის თუთიყურშმა წაიკითხა თუ როგორ უყვარდა ნიკოლა ტესლას თავისი მტრედები.. ის გაუფრინდა ვალერიანს ონლაინ სივრცეში.. თუთიყურში კატო ეძებს ახალ პატრონს

3. სტოპ იტ!

4. პირველად იყო ფეხის კვრა

5.მორიგ მშვიდ დილას, როცა ლორდ ჰენრი ცდილობდა განესხვავებინა ჩიტები მათი ჭიკჭიკის მიხედვით, შემოესმა უცნაური ხავილი.. მოუსვენრად დაძაბა ნეირონები და როცა ვერცერთ სახეობას ვერ მიამსგავს გაგონილი, აფორიაქებული შევარდა სამზარეულოშI კატაბალახას დასალევად..
სამზარეულოში აღმოაჩინა სერ სტიუარტ ერიქსონი ნახტომში, რომელმაც ამცნო, რომ მათ შორის ყველაფერი (საბოლოოდ) დასრულდა.. მან დღEს წარმატებით შეწვა ერბოკვერცხი (აქამდე ლორდ ჰენრი წვავდა) და ის აღარ საჭიროებს ლორდ ჰენრის (უკვე) სამზარეულოშიც კი..
გულგატეხილი ლორდ ჰენრი მიხვდა, რომ მას კატაბალახას წვეთები ვეღარ უშველიდა : შ