• რეკლამაში კულტივირებულია ფუფუნება - ლამაზი, უნაკლო, მდიდრული ცხოვრება.
• რეკლამის პერსონაჟები გარეგნულად სრულყოფილი, მეტწილად, კომპიუტერულად დამუშავებული სილამაზის ეტალონები არიან - ქალებიც და მამაკაცებიც აყალიბებენ სტერეოტიპებს - კუნთმაგარი, გარუჯული, მომხიბლავი და სექსუალური მამაკაცები და ბრწყინვალე კანის, თმის, ფრჩხილების მქონე სექსუალური ქალები.
• რეკლამა ხშირად ისეთ ნივთებს უკეთდება, რასაც საშუალოსტატისტიკური მომხმარებელი ვერ შეწვდება - ეს ბავშვებში არასრულფასოვნების კომპლექსს ჰბადებს.
• რეკლამის ზემოქმედების ქვეშ ბავშვი აიძულებს მშობელს ისეთი ნივთების შეძენას, რაც მას არ სჭირდება, ან მხოლოდ იმიტომ უნდა ჰქონდეს, რომ მის ნაცნობსაც აქვს. ის, ვისაც ამგვარი ნივთი ( ფასტფუდს მოყოლილი სათამაშო, ან ცნობილი მულტსერიალის თუ საბავშვო ფილმის გმირი-სათამაშო) არ აქვს, ხშირად გარიყულიც რჩება. ასე რეკლამირებულ ნივთს გარკვეული სოციალური-საკომუნიკაციო ფუნქციაც ენიჭება.
• რეკლამებში ხშირია სიუჟეტები, სადაც გმირები სახიფათო და რეალურთან შეუსაბამო სიტუაციებში მოქმედებენ - მცირეწლოვანი ბავშვები კი ხშირად ცდილობენ ჯადნოსნურ ყუთში მომხდარი ამბების იმიტირებას. (სხვათა შორის, სამომხმარებლო ექსტრემიზმისგან თავდასაცავად მწარმოებლებმა ერთობ საინტერესო ინტსრუქციის დატანება დაიწყეს პროდიქციაზს - ასე მაგალითად, სუპერმენის ფორმას მიაწერეს - არ დაფრინავს!)
• ბავშვს თავს აქვს მოხვეული ესა თუ ის იდეალი, ცხოვრებისეული მიზანი,( გახდი საუკეთესო, იყავი პირველი, იყავი განსხვავებული და ა.შ) და „სრულყოფილი არსებობისთვის საჭირო და აუცილებელი" საგნების უსუასრულო სია.
• რეკლამებში უმეტესად ზედმეტად გამხდარი მოდელები იღებენ მონაწილეობას. დადასტურებული ფაქტია, რომ ამ ნიადაგზე ბოლო წლებში საგრძნობლად იმატა მოზარდ გოგონებში ანორექსიის, ბულემიის და სხვადასხვა ფსიქიკური აშლილობების რიცხვმა.
• მკვლევარების მტკიცებით, სიგარეტის რეკლამაა სწორედ გადამწყვეტი ფაქტორი ბავშვებისთვის, რომ დაიწყონ მოწევა. მათმა კვლევებმა ცხადყო, რომ მწეველი მშობლების და გარემოცვის გავლენა მეორე პლანზეა. მწეველი ბავშვების ნახევარზე მეტი მოწევას სწორედ რეკლამის ფაქტორს უკავშირებს.
წყარო:
http://azrebi.ge/index.php?m=734&newsid=397