გამოკითხვაში ''არა'' მივუთითე. თუმცა პირადად არ მქონია შეხება. მონაყოლიდან გამომდინარე გავაკეთე არჩევანი ))
2 გვერდს გადავხედე და ილიაუნი ახსენეთ.
სოც.მეცნიერებების განხრით ნორმალური მდგომარეობაა (სხვა სახ.უნებთან შედარებით. დეკანატების მხრივ დიდი წესრიგი არაა, თუმცა, არც ბარდაგია :დ)
არის რამდენიმე ლექტორი (ჯგერენაია, აფრასიძე, ნოდია...), რომელთაგანც ბევრს ისწავლი და გაიზრდები.
და საერთოდ, თუ გადაწყვეტ ილიაუნიში ჩაბარებას და ''სოც.პოლ-ის ფაკულტეტის" დაფიქსირებას,
მე გირჩევ, რომ მის მაგივრად აიღო ლიბერალური განათლების მიმართულება (ხარისხიანია სწავლა, ლექტორები, სასწავლო მასალა...)
და რატომ ეს liberal arts?
იმიტომ, რომ იმ სოც.პოლ-ის ფაკულტეტზე მაინც ზოგადი განათლებით შემოიფარგლები.
ის ხარისხიანი ლექტორები კი liberal art-შიც არიან და იგივე პოლიტ.სოც. მასალას აქაც ისწავლი.
ერთი რამ გაითვალისწინე: liberal arts-ზე ხარისხიანი სწავლა შესაბამის ძალისხმევას მოითხოვს.
ერთი სიტყვით, ძალიან კარგ საბაზისო განათლებას მიიღებ... ქართველების გარდა (ნოდია,გიგინეიშვილი, ანასაშვილი, გველესიანი <3...) უცხოელი (მართლა მაგარი :დ) ლექტორებიც კითხულობენ.
ასე რომ, ინგლისური საკმაოდ ნორმალურად უნდა იცოდე, რომ ლექციას მოუსმინო და მასალებიც დაამუშავო.
თუ ყოჩაღად მოიქცევი, კარგადაც ისწავლი და იმ ''სტუდენტობის გემოსაც'' გაიგებ :დ
თუ არ დამიჯერებ და ძირითადში არ დააფიქსირებ liberal arts.
მაშინ, დაბეჯითებით მოვითხოვ რომ მეორადში მაინც დააფიქსირო

)))
მართლა გამიხსენებ მერე :დდ
თუ რამე კითხვა გაქვს, შემიძლია დაგეხმარო შეძლებისდაგვარად))
This post has been edited by BUTUSA on 8 Feb 2012, 18:13