guka_kamla96
QUOTE | ლამიზ გული ამერიოს
ჩემს მზლეს აღარ შევხედავ დღეიდან |
QUOTE | What the fuck did I just read |
შენ გაგრძელება უნდა ნახო:
"პრობლემას, რომელიც მე მქონდა, მე დავარქვი “ყვინთვა მარგალიტებისთვის”. ეს ნიშნავდა წყლის ქვეშ ნძრევას ერთი ჩასუნთქვაზე, ჩემი მშობლების აუზის ფსკერზე ჯდომით.
ერთი ღრმა ჩასუნთქვის შემდეგ მე სწრაფად ვყვინთავდი აუზში და ვიხდიდი საცურაო კოსტუმს. შემეძლო იქ ორი, სამი და ოთხი წუთიც კი ვმჯდარიყავი.
მხოლოდ ამ ანანიზმის შედეგად, ჩემი ფილტვების შესაძლებლობები გაიზარდა. სახლი, რომ მარტო ჩემს ხელში ყოფილიყო, ალბათ მთელი დღე ამ საქმით ვიქნებოდი დაკავებული. როგორც კი ის გამოდიოდა ჩემგან, ჩემი სპერმა, ჩემს თავზე იწყებდა ლივლივს წყალში, დიდ, ცხიმიან რძისფერ გუნდებად.
ამის შემდეგ იყო კიდევ უფრო მეტი ყვინთვა, რათა შემეგროვებინა ეს გუნდები და ხელები პირსახოცზე შემემშრალებინა. აი რატომ ერქვა მას ყვინთვა მარგალიტებისთვის. იუხედავად იმისა, რომ წყალი ქლორიანი იყო მე მაინც ვნერვიულობდი ჩემს დაზე. ან, ღმერთო ჩემო, დედაჩემზე.
ყველაზე მეტად ამის მეშინოდა: ჩემი თინეიჯერი, ქალიშვილი და ფიქრობს, რომ უბრალოდ სუქდება, მაგრამ ბოლოს აჩენს, ორთავა განუვითარებელ ბავშვს, რომლის ორივე თავი ჩემი ასლია. მე ვარ მამაც და ბიძაც ერთდროულად. თუმცა საბოლოოდ ადამიანს სწორედ ის ემართება რაც არასდროს ეგონა, რომ დაემართებოდა.
ყველაზე კარგი, რაც მარგალიტებისთვის ყვინთვას ქონდა, იყო აუზის ფილტრის ნახვრეტი და წყლის გამწოვი ტუმბო. ყველაზე მაგარი მომენტი იყო, ბოლომდე გაშიშვლება და მასზე დაჯდომა.
როგორც ფრანგები იტყვიან: არსებობს ვინმე ვისაც არ მოსწონს, როცა ტრაკს ულოკავენ? ერთი სიტყვით, თავიდან მნძრეველი მოზარდი ხარ და მეორე წუთში აღმოაჩენ, რომ იურისტი ვეღარასდროს გახდები.
ერთ დღესაც მე ვზივარ აუზის ფსკერზე, ჩემ თავს ზემოთ რვა ფუტი, ტალღისებური და ღია ცისფერის წყლის ცაა. მთელი სამყარო ჩუმდება და მხოლოდ საკუთარი გულისცემა მესმის ყურებში. ჩემი ყვითელზოლებიანი საცურაო ტრუსი კისერზე მაქვს შემოხვეული, იმ შემთხვევისთვის თუ ვინმე მომისწრებს. მაგალითად მეგობარი, მეზობელი, ან ვინმე სხვა, იმის გასარკვევად თუ რატომ გავაცდინე საფეხბურთო ვარჯიში. აუზის ფილტრის ნახვრეტი სტაბილურად წუწნის, ის ეფერება ჩემ კანს და მე, ჩემი თეთრი ტრაკით აქით-იქით ვტრიალებ, რათა ეს კაიფი დავიჭირო.
ჯერ კიდევ მაქვს სამყოფი ჰაერი ფილტვებში და ჩემი ### ჩემს ხელებშია. მშობლები სამსახურში არიან, ჩემ დას რეპეტიცია აქვს ბალეტში.
უახლოესი რამდენიმე საათი სახლში არავინ მოვა. ჩემ ხელს მივყავარ ორგაზმამდე. მე ვჩერდები.Mმივცურავ ზემოთ, რათა ჰაერი ჩავისუნთქო. შემდეგ ისევ ვყვინთავ და ვჯდები ფსკერზე.
ეს მეორდება და მეორდება.
შესაძლოა, სწორედ ამიტომ მოსწონთ გოგოებს, როცა სახეზე გაჯდებიან. ეს შეგრძნება, გავს მინეტს, რომელიც დაუსრულებლად გრძელდება.
როცა ### ამდგარი მაქვს და ჩემი ტრაკი ბოლომდე გამოლოკილია, ჰეარი აღარ მჭირდება. ჩემი გულისცემა ჩემს ყურებში, მე ვრჩები წყალში სანამ პატარა, ნათელი ვარსკვლავები ჩემს თვალწინ არ გაიელვებენ. მე ვასწორებ ფეხებს და მუხლების უკანა ნაწილებით ვეხები ბეტონის ფსკერს. ხელის და ფეხის თითები ნაოჭდებიან და ლურჯდებიან, წყალში დიდხანს ყოფნისგან.
ხოლო შემდეგ მე ვუშვებ, რომ ეს მოხდეს. დიდი, თეთრი გუნდები იწყებენ წყალში ცურვას. მარგალიტები.
ახლა კი ნამვილად მჭირდება ჰაერი. მაგრამ როცა ვცდილობ მოვწყდე ფსკერს, ვერ ვახერხებ. ვერ ვახერხებ ფეხების მოკეცვას. ჩემი ტრაკი გაიჭედა.
სასწრაფო დახმარების ექიმებს, შეუძლით დაგიდასტურონ, რომ წელიწადში დაახლოებით ასორმოცდაათი ადამიანი ზუსტად ასე იჭედება საკუთარ აუზში, შესრუტული გამწოვი ტუმბოს მიერ. ხან გამწოვი არ უშვებს მათ ტრაკებს, ხან მათივე გრძელ თმებს იხვევს. და ისინი იხრჩობიან. ყოველ წელს უამრავი ადამიანი კვდება ასე.
ამ შემთხვევების უმეტესობა ფლორიდაში ხდება.
ხალხი უბრალოდ არ ლაპარაკობს ამ თემაზე. არსებობს თემები, რომლებზეც ფრანგებიც კი არ ლაპარაკობენ. ფეხს ვწევ და მის მუხლში მოხვრას ვახერხებ, ნახევრამდე ვდგები და ვგრძნობ, რომ რაღაც მექაჩება ტრაკზე. ამ დროს ვდგავ მეორე ფეხს და სწრაფად ვწყდები ფსკერს. მე ვთავისუფლდები და ვტივტივებ, ბეტონისგან მოშორებით, თუმცა ჰაერის აღებას მაინც ვერ ვახერხებ. მთელი ძალით ვურტყამ ფეხს წყალს და ორივე ხელით ვაკეთებ მოსმებს.
ნახევარი გზა მრჩება გასაცური ზედაპირამდე და ისევ ვიჭედები. გულის ცემა უფრო ჩქარი და ხმამაღალი ხდება ჩემს ყურებში.
მე ვხედავ უამრავ ნათელ ვარსკვლავს, რომლებიც კვეთენ და კვეთენ ჩემს მზერას. ვტრიალდები და უკან ვიხედები... მაგრამ ჩემთვის მაინც გაუბარია რა ხდება. რაღაც მოთეთრო-მოლურჯო, გველის მსგავსი, ძარღვიანი და დაწნული მსხვილი თოკი, რომელიც აუზის ფილტრის ნახვრეტიდან ამოდის, იჭერს ჩემ ტრაკს და არ მიშვებს. ამ ძარღვების ზოგიერთი ნაწილი სისხლითაა დაფარული, წითელი სისხლით, რომელიც შავად მოჩანს წყლის სიღრმეში.
ის მოედინება ამ გველის ფერმკრთალი და გახეული კანიდან. სისხლი ჟონავს და წყალში ქრება, ხოლო გველის, მოთეთრო-მოლურჯო კანს მიღმა ჩანს, ნახევრადგადამუშავებული საჭმლის ნაწილები.
ახლა უკვე ყველაფერს ვხვდები. საშინელი ზღვის მონსტრი, წყლის გველი, საზიზღრობა, რომელსაც არასდროს უნახავს მზის სინათლე, იმალებოდა აუზის ფსკერზე, ნახვრეტში და უცდიდა ჩემს მისვლას, რომ ტრაკი მოეჭამა.
მაშ ასე.. მე ვურტყამ წიხლებს მის მოლიპულ, დაძარღვულ კანს და მეჩვენება, რომ მისი ნაწილი უკვე ამოვათრიე, აუზის ნახვრეტიდან. ის ახლა უკვე ჩემი ფეხის სიგრძეა, მაგრამ მაინც ჯიუტად ებღაუჭება ჩემს ტრაკს.
მე კიდევ ერთხელ ვურტყამ ფეხს და კიდევ ერთი დუიმით ვუახლოვდები ზედაპირს, სადაც შევძლებ ჰაერის ჩასუნთქვას. თუმცა ვგრძნობ, რომ გველი ჯერ კიდევ ებღაუჭება ჩემს ტრაკს. მე კიდევ ერთი დუიმით ახლოს ვარ ხსნასთან.
გველს შიგნიდან, სიმინდის და თხილის ნარჩენები მოუჩანს. მოუჩანს, ღია ფორთოხლისფერი ბურთულა.Eეს რაღაც მულტივიტამინია, რომელსაც მამაჩემი მასმევს, იმისათვის, რომ საჭირო წონა ავკრიფო. მას უნდა, რომ ფეხბურთის გუნდში მოვხვდე. ბურთულა, გატენილი რკინით და ამინომჟავებით.
მე ვუყურებ ამ ვიტამინის ტაბლეტს, რომელმაც უნდა იხსნას ჩემი ცხოვრება. ეს არ არის გველი, ეს არის ჩემი სწორი ნაწლავი, რომელიც ჩემი სხეულიდან გამოძვრა. პროლაფსი, როგორც ექიმები უწოდებენ. ეს არის ჩემი ნაწლავი, რომელიც ნახვრეტმა შეისრუტა.
სასწრაფო დახმარების ექიმებს, შეუძლიათ დაადასტურონ, რომ აუზის წყლის გამწოვი ტუმბო, წუთში ოთხმოც გალონ წყალს ტუმბავს. რაც წონაში გულისხმობს ოთხას ფუნტს. მთელ პრობლემას ის წარმოადგენს, რომ ჩვენს სხეულში ყველაფერი ერთმენეთთან არის დაკავშირებული.
შენი ტრაკი, შენი პირის შორეული დაბოლოვებაა. თუ მე დავუშვებ, რომ ტუმბომ განაგრძოს ჩემი შიგნეულობის გამოწოვა, საბოლოო ჯამში ის ჩემს ენასაც შეისრუტავს. წარმოიდგინე, რომ შენ მოჯვი ოთხასი ფუნტი მძღნერი და მიხვდები, ეს იგივეა, რომ შიგნდან გარეთ ჩამოგაბრუნონ.
ერთადერთი რითიც შემიძლია გაგახაროთ არის ის, რომ ნაწლავები ვერავითარ ტკივილს ვერ გრძნობენ. ყოველ შემთხვევაში ეს არ გავს ტკივილს, რომელსაც კანი გრძნობს. იმას, რასაც ჩვენ გადავამუშავებთ ექიმები ეძახიან ფეკალურ მასებს. ნაწლავის ზედა ნაწილში მე ვხედავ თხევად მასას, რომელშიც ცურავენ სიმინდის თხილის და მუხუდოს მწვანე ნამცეცები.
ჩემს გარშემო ცურავს ამ ყველაფრის მთელი სუპი, სისხლის და სიმინდის, მძღნერის და სპერმის და თხილის. მაშინაც კი, როცა ნაწლავები გარეთ მაქვს გამოყრილი ტრაკიდან, მე ვეჭიდები იმას რაც ჯერ კიდევ დამრჩა. ასეთ დროსაც კი ჩემი უპირველესი სურვილია, როგორმე ამოვიცვა ჩემის საცურაო ტრუსი.
ღმერთმა არ ქნას, რომ ჩემმა მშობლებმა ჩემი ### ნახონ.
ერთ ხელში საკუთარი ნაწლავი მიჭირავს, მეორე ხელით ვცდილობ ჩემი ყვითელზოლებიანი საცურაო ტრუსი მოვიხსნა კისრიდან, თუმცა მისი ჩაცმა შეუძლებელია.
თუ გაინტერესებთ, როგორ გამოიყურებიან თქვენი ნაწლავები, იყიდეთ ცხვრის ნაწლავისგან დამზადებული პრეზერვატივი, აიღეთ და გაწელეთ ის, აავსეთ ის თხილის ზეთით, წაუსვით ვაზელინი და გააჩერეთ წყალში. შემდეგ სცადეთ მისი შუაზე გახევა, ის ისეთი სრიალაა, რომ ხელსაც ვერ ჩაჰკიდებთ წესივრად.
ცხვრის ნაწლავის პრეზერვატივი იგივეა, რაც ადამიანის ბებერი, უბრალო ნაწლავი.
ხედავთ საით მივდივარ?
საკმარისია ერთი წამით მოვდუნდე და ნაწლავები აღარ შემრჩება.
საკმარისია ზემოთ გავცურო, ჰაერის ასაღებად და ნაწლავები აღარ შემრჩება.
საკმარისია არ გავცურო და დავიხრჩობი.
მე უნდა ავირჩიო, მოვკვდე ახლავე თუ მოვკვდე ერთი წუთის შემდეგ.
სამსახურიდან დაბრუნებული ჩემი მშობლები, იპოვნიან დიდ, შიშველ მოკეცილ ემბრიონს, რომელიც იტივტივებს აუზის, მუქ წყალში, მათ უკანა ეზოში. რომელიც მსხვილი, ძარღვიანი და დაფლეთილი თოკით მიბმული იქნება აუზის ფსკერს.
სრულიად საპირისპირო იმ ბავშვის, რომელმაც ნძრევის დროს, შემთხვევით დაიხრჩო თავი კედლის კარადაში. ეს ის ბავშვია, რომელიც მშობლებმა უპატრონო ბავშვთა სახლიდან მოიყვანეს ცამეტი წლის წინ. ეს ის ბავშვია, რომელიც მათ იმედებს გაამართლებდა, მოხვდებოდა სკოლის საფეხბურთო გუნდში და მიიღებდა მაგისტრის ხარისხს. ბავშვი, რომელიც იზრუნებდა მათზე სიბერეში. ბავშვი, რომელიც მთელ მათ იმედებს და ოცნებებს წარმოადგენდა. ის მკვდარი და შიშველი ტივტივებს აუზში. დიდი, რძისფერი, მის მიერ დაღვრილი სპერმის მარგალიტებით გარშემორტყმული.
ან შესაძლოა ჩემი მშობლები მიპოვნიან, უგონო მდგომარეობაში, აუზიდან სამზარეულოს ტელეფონისკენ მიმავალ გზაზე, სისხლიან პირსახოცში გახვეულს, დაფლეთილი და დახეული ნაწლავებით, რომლებიც ყვითელზოლიანი საცურაო ტრუსის ცალი ფეხიდან მექნება გამოჩრილი.
აი ის, რაზეც ფრანგებიც კი არ ილაპარაკებენ.
უფროსმა ძმამ, საზღვაო ფლოტიდან გვასწავლა ერთი გამოთქმა. რუსული გამოთქმა, ამერკელები ასე ვაბობთ “მე ეს ისევე მჭირდება, როგორც ნახვრეტი თავში...” ხოლო რუსები ამბობენ, “მე ეს ისევე მჭირდება, როგორც კბილები ტრაკში...”
Mne eto nado kak zuby v zadnitse
ეს არის ამბავი იმის შესახებ თუ როგორ იჭამენ ფეხებს ხაფანგში მოხვედრილი ცხოველები. მაშ ასე, ნებისმიერი კოიოტი გეტყვით, რომ რამდენიმე წუთის მანძილზე ტკივილი, სიკვდილზე უფრო ჯოჯოხეთურია.
ჯანდაბა... იმ შემთხვევაშიც კი თუ რუსი ხარ, შეიძლება დადგეს მომენტი, როცა შენ ამჯობინებ, ტრაკში კბილები გქონოდა.
სხვა შემთხევაში, შენ გრჩება ერთადერთი გზა, მოიკეცო. შენ კრავ ხელებს მუხლს ქვემოთ და ფეხი სახესთან მიგაქვს. შენ ღრღნი და კბენ საკუთარ ტრაკს. შენ ჰაერი გაგითავდა ფილტვებში და მზად ხარ ყველაფერი დაღრღნა იმისათვის, რომ კიდევ ერთხელ ჩაისუნთქო ის.
ამაზე არასდროს მოუყვებოდი გოგონას პირველ პაემანზე. მითუმეტეს თუ მისგან გამოსამშვიდებელ კოცნას ელოდები.
თუ გეტყვით, რა გემო ქონდა მას, მე გპირდებით, რომ თქვენ აღარასდროს, აღარასდროს გასინჯავთ კალმარს.
ძნელი სათქმელია, რა უფრო დიდ საზიზღრობად მოეჩვენათ ჩემს მშობლებს, რის გამო გავიჭედე იქ, თუ როგორ დავაღწიე თავი იქიდან. როცა საავადმყოფოდან გამომწერეს დედაჩემმა მითხრა: “არც კი იცოდი რას აკეთებდი ძვირფასო, შენ შოკში იყავი.” ამის შემდეგ მან კვერცხის მოხარშვა ისწავლა.
საინტერესოა, ამ ადამიანებს ვძულდი თუ ვეცოდებოდი...
მე მინდა ეს ვიცოდე, ისევე როგორც მინდა ტრაკში კბილები მქონდეს.
დღესდღეობით ადამიანები ხშირად მეუბნებიან, რომ ძალიან გავხდი. როცა მე ვახშამზე მათ მომზადებულ შემწვარ ხორცს არ ვეკარები, უკვირთ და ნერვიულობას იწყებენ. მე მკლავს შემწვარი ხორცი. შებოლილი შაშხი. ნებისმიერი საკვები, რომლის გადამუშავებასაც ორ საათზე მეტი ჭირდება, გამოდის ჩემგან როგორც საკვები.
ახლში მომზადებული ჩაშუშული ლობიო, თევზის ნაჭრები, მე ვპოულობ მათ როცა უნიტაზიდან ვდგები.
რადიკალური ოპერაციის შემდეგ, ნაწლავების დასავიწროვებლად, ხორცის გადამუშავება გაცილებით რთული ხდება. უმეტესობა თქვენგანს აქვს ხუთი ფუტის სიდიდის ნაწლავი. მე კი ბედნიერი ვარ ჩემი ექვსი დუიმით. ერთი სიტყვით, მე არასდროს მოვხვედრილვარ ფეხბურთის გუნდში და არასდროს მიმიღია მაგისტრის ხარისხი. ორივე ჩემი მეგობარი, ცვილის ბიჭი და სტაფილოს ბიჭი, გაიზარდნენ და დაკაცდნენ, მე ერთი ფუნტიც კი არ მომიმატებია წონაში, მას შემდეგ, რაც ცამეტი წელი შემისრულდა.
მეორე დიდი პრობლემა ის იყო, რომ ჩემს მშობლებს უამრავი ფულის ჩადება მოუწიათ იმ აუზში.
საბოლოოდ მამაჩემმა აუზის შემკეთებელს უთხრა, რომ ეს ძაღლი იყო. ოჯახის ძაღლი აუზში ჩავარდა და დაიხრჩო. მისი მკვდარი სხეული, წყლის გამწოვმა ტუმბომ ჩაითრია. მაშინაც კი როცა აუზის შემკეთებელმა, მოხსნა ფილტრი და იქიდან წყალწყალა რეზინისმაგვარი ნაწლავი ამოიღო, სადაც ჯერ კიდევ ჩანდა ფორთოხლისფერი ვიტამინის ტაბლეტი, მამაჩემმა თქვა, “ეს იყო დედა#####ული, საზიზღარი ძაღლი.” ჩემი ოთახის ფანჯრიდანაც კი გარკვევით მესმოდა, როგორ ამბობდა მამაჩემი: “წუთითაც არ შეიძლებოდა ამ ძაღლის მარტო დატოვება.” შემდეგ ჩემ დას თვიური დაუგვიანდა.
მას შემდეგ, რაც აუზში წყალი გამოცვალეს. მას შემდეგ, რაც მათ სახლი გაყიდეს და სხვა შტატში გადავედით საცხოვრებლად, მას შემდეგ, რაც ჩემ დას აბორტი გაუკეთეს, მაშინაც კი, ჩემს მშობლებს სიტყვა აღარ დაუძრავთ ამაზე.
არასდროს.
ეს ჩვენი უხილავი სტაფილოა.
ახლა კი შეგიძლიათ თავისუფლად ამოისუნთქოთ.
მე კი დღემდე ვერ ვახერხებ ამას."
|