ტყეში ადვილია რომ ალყაში აღმოჩნდე. საერთოდ ტყეში ცოტა ხნით თუ შევიდოდი ისიც სანადიროდ. იქ სახლის აშენებას და ეგეთ სისულელეებს აზრი არ აქვს. საერთოდ კლდე ასწორებს. ნუ ვინაიდან მოხერხებულობა აკლიათ და ჭკუა, გაუჭირდებათ თუნდაც ხმაურის შედეგად მოგნების შემთხვევაში, ამოსვლა შენამდე. ნუ ეს ბინის დასადებად რა თქმა უნდა, გამოქვაბული ან რამე ჯანდაბა და დოზანა და გამოქვაბულშივე შეიძლება უკვე ხის მასალით რაიმის მოხლაფორთება. თანაც სიმაღლიდან ყოველთვის აკონტროლებ პერიმეტრს. ქვემოთ ტყეა თუ მინდორი არ აქვს მნიშვნელობა საჭიროა რაღაც ისეთის გაკეთება, რაც დაიხმაურებს თუ ვინმე შემოვიდა იმ ზონაში სადაც შენ საფრთხე გემუქრება. ნუ ამას ერთი ადამიანიც იზამს მაგრამ მოსაწყენია მარტო.
მშვილდის ხმარება და კალის მოპოვება აუცილებელი პირობაა მუდმივი იარაღისთვის. მე ასე ვფიქრობ. იმიტომ რომ შუბლს კალაც მშვენივრად გახვრიტავს, და მშვენიერი წვერია ისრისთვის. საუკეთესო შემთხვევაში არბალეტს ვირჩევთ. მშვილდით უფრო ნადირზე, სწრაფად "გადავტენით" და დანაკარგიც ნაკლები იქნება.
საკვებს რაც შეეხება, კი კარგია ეს გამზადებული ტუშონკები და ეგეთი რამეები მაგრამ ოდესღაც გათავდება პროდუქტი და მოგვიწევს მუშაობა. ხო კიდევ ის გამომრჩა რომ ჯანსაღი ადამიანები საითაც მიდიან, იმის საწინააღმდეგოდ უნდა ვიაროთ, იმიტომ რომ ზომბებიც მათ სუნს გაყვებიან, მათ კვალს მათ მხარეს მოძრაობენ ზომბებიც. ყოველ შემთხვევაში დიდი შანსია და თან ის პლიუსი აქვს რომ ერთადერთი მტერი ზომბი დარჩება იმ ტერიტორიებზე საიდანაც ადამიანები გაიქცნენ. რა თქმა უნდა ქალაქში არა, როგორც ზემოთ ვთქვი სადმე ციცაბო კალთაზე, არაა აუცილებელი დიდ სიმაღლეზე ყოფნა. და ახლა საკვები.
ძალიან კარგია სიმინდი ხორბალი, დიდ მოსავალს იძლევა ლობიოც და კარტოფილიც. თუმცა სიმინდი ცოტა ძნელი მოსავლელია მაგრამ მე მაინც მოვუვლიდი. მსხვილეხა ცხოველის მოკვლის შემთხვევაში, ქონს გამოვხდიდი, მოვა დღეები როცა ხელით "დაფქვილი" ჭვავის პურის და ქონის ჭამა მოგვიწევს.

მაგრამ თუ არ ვიზარმაცებთ ეგეც შეიძლება. ბუნებაში ყველაფერი მოიპოვება, ყველაფერს მოგცემს თუ მოსთხოვ, ასე რომ არც ისე რთულია თავის გადარჩენა. მუდმივად უნდა იყოთ ფიზიკურ ფორმაში, ფარიკაობა უნდა შეგეძლოთ, ცივი იარაღის ხმარება, და კარგია თუ რაიმე სამურაის ხმალი ან უფრო ბასრი და მსუბუქი იარაღი გვექნება. არასდროს არ მივდივართ შორს. კარგია თუ პერიმეტრის გარშემო ნეხვს და ასეთ რამეებს მოვაგროვებთ.
ცეცხლსასროლი იარაღის იმედზე ნუ იქნებით. და აუცილებლად მოკალით ის ვისაც ნახავთ ცოცხალს და მოუნდება თქვენი ადგილსამყოფელის გაგება. ესეიგი მას არ გააჩნია ადგილსამყოფელი, მოუნდება შემოკედლება, ის არის პარაზიტი და არაა ზომბზე ნაკლები.
ცუდ შემთხვევებს რომ ავარიდოთ თავი, ძალიან კარგია სადმე რომელიმე მუზეუმს მივაკითხოთ და სანადიროდ წასვლისას ხელები ჯაჭვის პერანგით დავიცვათ, ან ჯავშანჟილეტით შევიკეროთ საყელო, სამკლავური, წვივებზეც რომ ფეხებში არ წაგვწვდეს რომელიმე გადარჩენილი ზომბი. თავდაცვაზეც უნდა ვიფიქროთ იმიტომ რომ მსხვერპლი ჩვენ ვართ როგორც არ უნდა ვირემბოოთ და ვიშვარცნეგეროთ.
კარგია თუ გვექნება ლურსმნები, ჩაქუჩი (ეს ჩვენს გამოქვაბულში რა თქმა უნდა) ხერხი წერაქვი ბარი რამოდენიმე წყვილი.

3 წელიწადში ტროას ააშენებ ერთი კაცი თუ თავიდანვე კარგი ადგილი შეარჩიე.

დიპერი მოკრივეა, შენ პამიდორი ხარ.
https://www.youtube.com/watch?v=Hb56OiHJfcM
მაკოცო რა, ხატი კი არ ვარ... (c) პაპაჩემი.
http://www.ice.ge/liv/liv/rachul.php