ბელგიაში, ერთ-ერთი მატარებლის მგზავრები უსიამოვნოდ გაოცდნენ, როცა მორიგი სადგურის გამოცხადების ნაცვლად, მიკროფონში გაისმა: „კეთილი იყოს თქვენი მობრძანება აუშვიცის მატარებელზე. ყველა ებრაელს ვთხოვთ, ჩავიდნენ სადგურ ბუხენვალდზე“.
ბელგიის რკინიგზის კომპანია-ოპერატორი SNCB კატეგორიულად უარყოფს მომხდართან კავშირს და აღშფოთებული აცხადებს, რომ აუცილებლად ჩაატარებს შიდა გამოძიებას, რათა დადგინდეს, ვინ დგას ამ განცხადების უკან.
წინასწარი ინფორმაციის თანახმად, მატარებლის მგზავრები საკონცენტრაციო ბანაკში კომპანიის თანამრომელთაგან არავის დაუპატიჟია.
მაშინვე, როგორც კი „აუშვიცის მატარებლის“ შესახებ განცხადება გაისმა, SNCB-მ გვაგონებში თავისი წარმომადგენლები შეგზავნა, თუმცა მათ ვერ მოახერხეს იმ ადამიანის პოვნა, ვინც ეს ჩაიდინა.
მიუხედავად ამისა, ბელგიის პარლამენტის დეპუტატმა ვივიენ ტეიტელბაუმმა კომპანიის წინააღმდეგ სასამართლოში საჩივარი შეიტანა, იმ მოტივით, რომ „განცხადებამ ბევრ მგზავრს მიაყენა შეურაცხყოფა. ჩემი აზრით, ჩვენთან სულ უფრო და უფრო ხშირად იკვეთება ის ზღვარი, რომლის იქით დგომაც არ შეიძლება“ - განაცხადა დეპუტატმა.
როგორც ცნობილია, ბუხენვალდი გერმანული საკონცენტრაციო ბანაკია, სადაც ათობით ათასი ადამიანი გაანადგურეს. ოსვენციმი კი, რომელსაც, ასევე,აუშვიც-ბირკენაუს უწოდებდნენ, საკონცენტრაციო ბანაკების ქსელი იყო პოლონურ ქალაქ ოსვენციმთან, სადაც მეორე მსოფლიო ომის დროს მილიონობით ადამიანი მოკლეს. მათგან უმრავლესობა სწორედ ეთნიკური ებრაელი იყო.
აბა თქვით რომელმა გააჩალიჩეთ
Out of every one hundred men, ten shouldn't even be there, eighty are just targets, nine are the real fighters, and we are lucky to have them, for they make the battle. Ah, but the one, one is a warrior, and he will bring the others back
Heraclitus