Magdala4 წლის წინ საზღვარგარეთ ცხოვრობდი?
მე მენატრება, ჩემ ძმასთან ერთად სკამებს რომ ვაყირავებდი, პლედს ვაფარებდი თავზე და ვძვრებოდი შიგნით, ვითომ კარავი იყო.
თურქული შოკოლადევი რომ მოქონდა დედას ყუთით და ბებო რომ გვიზოგავდა, თუ წვნიანს შევჭამდით, გვაჭმევდა.
მალავდა შოკოლადებს რომ ერთბაშად არ შეგვესანსლა და ჩვენ სულ ვეძებდით და ვერასდროს ვპოულობდით სამალავს.
შემწვარი კვერცხი რომ მენატრებოდა ხოლმე, ის შეგრძნება მენატრება.
დედა რომ სამსახურში მიდიოდა ხოლმე და მთელი დღე რომ მენატრებოდა.
ერთხელ შუადღეზე მოვიდა და სიხარულით გავგიჟდი, ეხლაც გული მიჩქარდება რომ მახსენდება, როგორ გამიხარდა.
დედას ყვავილებიანი სარაფანი მახსოვს, ყველაზე ლამაზი იყო იმ სარაფანში. როცა იცინოდა და სიცილი მესმოდა მიხაროდა, რომ ჩემთან იყო.
კუმისში რომ მივდიოდით ხოლმე ზაფხულში და შაბათ-კვირას მამას და დედას ჩამოსვლას რომ ველოდებოდით, მანქანის ხმას რომ გავიგებდით, სიხარულით რომ გავრბოდით გარეთ.........

მეზობლის ბავშვიც მენატრება, თამუნა. ნეტა სადაა ეხლა. იმის ბებოს ძროხა ყავდა და ნადუღი მოქონდა ხოლმე პიტნით შეზავებული