Niku7aდღესაც მულტი იყო არასტაბილური, სუპერი არ იყო. მერე გამოჩნდა საკნები

ქალაქში არ უწვიმია საერთოდ.
ხო ბარემ სუპერსაც აგიხსნი. ცოტა გრძელი პოსტია და იმედია არ დაგეზარება ბოლომდე წაკითხვა და ნახვა.
ესეეგიი სუპერი მულტისგან განსვავევბით. არის ბევრად უფრო ორგანიზებული კლასტერული სისტემა, სადაც არის როტაცია და კლასტერის ერთდადერთი ადგილი სახელცოდებით მეზოციკლონი ქნის მოტრიალე ღრუბელს.
იმისთვის რომ მულტის ნაცვლად შეიქმნას სუპერი, საჭიროა რომ ყველა სიმაღლეზე იყოს სხვა და სხვა მიმართულების ქარი.
მაგალითად თბილისში აღმოსავლეთის ქარია, ცოტა ზევით სიმაღლეზე 2-3 კილომეტრი, სამხრეთ-აღმოსავლეთის ქარია, კიდე ზევით სიმაღლზეზე 4-5 კილომეტრი ჩრდილოეთის ქარია, იმის ზევით სიმაღლეზე 8-15 კილომეტრი სამხრეთ-დასავლეთის ქარია. იტოგში სუპერის შექმნის მთავარი მიზეზი არის ქარის სხვა და სხვა არეული მიმართულებები სიმაღლეეებზე. რაც საკამაოდ იშვიათად ხდება.
საშუალოდ თბილისში წელიწადში 30-40 ჭექა-ქუხილია, მაქედან 3-4 სუპერია. ანუ ყოველი მეათე არის სუპერი.
საშუალოდ კახეთში წელიცადში 75-მდე ჭექა-ქუხილია, მაქედან 7-8 სუპერი. ამიტომაც იქ სეტყვა ყოველთვის ყურძენს გვაფუჩებს. სუპერში სეტყვა უფრო მეტია ვიდრე მულტიში, იმის გამო რომ მისი მთავარი საკანი ბევრად უფრო მაღალია.
მულტი ცოცხლობს მაქსიმუმ საათ ნახევარი. ხოლო სუპერი შეიძლება 5-6 საათი იცოცხლოს.
სუპერი მულტისგან განსხვავებით შედგება მოტრიალე ღრუბლისგან, რომელიც ტრიალებს საათის ისრის წინაანგდეგ, მაგრამ ეს თუ კოსმოსიდან შეხედავ. ქვემოდან თუ შეზედავ საათის ისრის მიხედვით ტრიალებს. და სუპერში ის ღრუბლები რაც შენთან ახლოსაა ყოველთვის მოდიან მარცხნიდან ხოლო ის რაც შორს არის შენგან ყოველთვის მოდიან მარჯვნიდან, თან ერთი და იგივე სიმაღლის ღრუბელზეა საუბარი. სა ასევე სუპერის ელოკტოაქტივობა ყოველთვის ძალიან მაღალია. ანუ წამში რამოდენიმე ელვა ერთ კვდარატრულ კილომეტრზე, 2-3 ელვა წამში.
სუპერის კლასტერს მულტისგან განსხვავებით აქვს ერთი მთავარი საკანი, და მის გარშემო არის ძალიან დიდი გრდემლი. ასევე აქვს ადგილი სახელწოდებით ფლანგური ზონა, იქ საიდანაც მიეწოდება თბილი და ნესტიანი ჰაერი მისთვის რომ მთავარი საკანი იცოცხლოს დიდხანს. იმ ფლანგური ზონის ქვეშ საერთოდ არ წვიმს, და ჰაერი ძალიან დახუტულია, ფოტოლიც არ ტოკავს, ამავე დროს სუპერის მთავარი საკნის ქვეშ ყოველთვის სეტყვაა, თან საკმაოდ ხანგრძლივი.
სუპერის კლასტერი მოძრაობს საკმაოდ ნელა, ამიტომ თუ მთავარი საკნის ქვეშ აღმოჩნდი, სეტყვა მინიმუმ 20 წუთი მაქსიმუმ 1 საათი.'
კახეთში ყოფილა შემთხვევები რომ ერთი და იგივე სოფელი 40 წუთის გამვალობაში ისეტყვება როცა სუპერის მთავარი საკნის ქვეშ არის.
აი ამ სურათზეა სუპერი.

მეორე სურათზე მთავარი საკანი არ ჩანს იმის გამო რომ ახლოდან არის გადაღებული და გრდემლი ეფარება.

იმისთავის რომ გაიგო რანაირად მოძრაობენ ღრუბლები და გრდემლი სუპერში, სე ვიდეო ნახე, არის სიმულაცია სუპერის. იქ სადაც ძლიერი წვიმაა მონისნულია ლურჯით, ხოლო სადაც სეტყვაა მუქი ლურჯით. ამავე დროს მარჯვენა მხარეს სადაც გრდემლია, ქარია.
ესეეგი მულტისან განსხვავებით სუპერო არსებობს 3 ნაირი.
1) Supercell classic - კლასიკური სუპერსაკანი. ანუ ის რაც პირველ სურათზე ახატია. სადაც დაცულია ყველა სუპერის წესები და არის ყველაფერი ისე ზუსტად როგორც იმ სურათზეა, მთავარი საკნის ქვევით ოდნავ უკან, ანუ მარცხნივ არის მოტრიალე ღრუბელი რომელის უკან აღარ წვიმს.
კლასიკური სუპერსაკანი იშვიათობაა, თბილისში ბოლოს იყო 2009 წლის 13 ივნისს, და ავლაბრი 24 წუთის გამვალობაში ისეტყვებოდა, თან სეტყვა დიდი ზომის იყო. ჩვენი უბანი17 წუთი ისეტყვებოდა. ამ ჭექა-ქუხილის ტიპს აქვს ყველაზე დიდი ზომის სეტყვა იმის გამო რომ მისი მთავარი საკანი მაღალია. გინესის რეკორდის წიგნიდან მასეთი ჭექა-ქუხილი ჩინეთში ერთ სოფელში, ფეხბურთის ბურთის ხელა სეტყვა გამოიწვია, რის გამო 5 ადამიანი დაიღუპა, ძალიან ბევრი დაიჭრა და 10 000 სახლი დაინგგრა. გრძელდება ეს ჭექა-ქუხილი 2-3 საათი. წინა მხარეს ანუ სურათის მარჯვენა მხარეზეა საუბარი არის ძალიან ძლიერი ქარი.
2) HP Supercell - მაღალ ნალექიანი სუპერსაკანი, უძლიერესი ჭექა-ქუხილი, რაც კი არსებობს მსოფლიოში, მაგაზე ძლერი არ არსებობს, ყველაზე ძლეიერი და ინტენსიური ელვებით. ყოფილა შემთხვევა აფრიკაში 1 კვდარატულ კიომეტრზე წამში 8 ელვა,
კლასიკიდან იმით განსხვავდება რომ მისი კლასტერი არის ბევრად უფრო ფართო და წვიმს ყველგან ფალნგური ზონის გარდა, მათ შორის მოტრიალე ღრუბლის ქვეშ. მოტრიალე ღრუბლის უკანაც მაგარი წვიმაა. ამის კლასტერი იმხელა ფარტოა რომ შეიძლება მთელი კახეტი დაფაროს.
ამ ჭექა-ქუხილს არა აქვს ძალიან დიდი ზომის სეტყვა, მაგრამ მისი მთავარი საკნის ქვეშ სეტყვა არის ძალიან ხანგრძლივი. ასევე აქვს ძალიან ხანგრძლივი წვიმა ყველგან, ფლანგური ზონის გარდა. ფლანგურ ზონაში არ წვიმს მაგრამ თუ იმის ქვეშ აღვმოჩნდით შეიძლება იმხელა სიგრძეს იყოს რომ ნახევარ ქალაქს გადაფარავს და ძალიან დავიხუთებით. ამ ტიპის ჭექა-ქუხილი გრძლედება 3-4 მაქსიმუმ 5 საათი. ამიტომ სადმე აუცილებლად რამე დაიტბორება და პრობლემას შეუქმნის მოსახლეობას,
თბილისში წელს HP იყო 12 მაისს და 17 მაისს, 12-ში ორთოჭალა დაიტობორა, 17-ში რუსთავი და გურჯანი.
ამ ვიდეოზე აჩქარებულია რამოდენიმე HP და Classic-ი. ოგონდ პირველი წუთამდე როჟა ძალიან ახლოდან უღებდა და არ ჩანს კარგად როტაცია. აი 1:10-ის მერე უკვე ძალიან საკაიფო რაკურსით გადაღებულია.
3) LP Supercell - აი ეს კი ძალიან საინტერესოა და ლამაზია იმის გამო რომ მისი მოტრიალე ღრუბელი მთლიანად ჩანს და წვიმა ხელს არ გიშლის იმის გამო რომ ძალიან ცოტაა და სუსტია, ამავე დროს ელვები ბერვია და საკაოფოდ ქუხს.
იმ შემთხევაში როცა ჰაერი არ არის იმდენად ტენიანი რომ შეიმნქას classic ან HP, მაგრამ ქარი სხვა და სხვა სიმაღლეზე მაინც სხვა და სხვა მიმართულებისაა და მოტრიალე ღრუბელი მაინც შეიქმნა, იქმენა ამ ტიპის ჭექა-ქუხილი. შეიძლება მოვიდეს ძალიან სუსტი პატარა ზომის სეტყვა წვიმის გარეშე, და გადაღებს 3 წუთში, მერე გამოიდარებს და მზე გამოვა. იმის გამო რომ ფლანგურ ზონაში მშრალი ჰაერია და არ ყოფნის, იმისთვის რომ გაძლიერდეს, მაგის კლასტერი უცებ ფუჩდება, შეიძლება მოვიდეს ძლიერი წვიმაა, და მალე გადაიღოს, 10-15 წუთში. მაგრამ ამის კლასტერი უცებ გაქრება ეგრევე და მზე გამოვა.

თბილისში LP იყო 14 მაისს და 29 მაისს.
ამ ვიდეოზე აჩქარებული LP-ა, იმედია დაგევასება.
ხოლო აი ამ ვიდეოზე არის შორიდან გადაღებული კლასკური სუპერსაკანი შვეიცარიაში, დარწმუნებული ვარ ეს ვიდეო გოგოებს დაევასება ძალიან,
33-ე წუთიდან იწყება კლასიკის შექმნა, ძალიან რომანტიულია როცა ძალიან შორსაა და შენს ზევით სუფთაა ცაა და ვარსკლავები თან იცი რომ შენსკენ არ მოვა.
აი ზუსტად მასეთის გადაღება მინდა და ის მუსიკა დავურთო ჩვენ რო ვიცით
This post has been edited by nesge on 6 Jun 2012, 03:50