1. სარჩელის ტრანსფორმაცია. გამარტივებული და დაჩქარებული ადმინისტრციული
სამართალწარმოება და მათი მიზანი.
2. სარჩელი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისა და
ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე. მისი აღძვრის წინაპირობები.
დასაშვებობა და დასაბუთებულობა. სასამართლოს გადაწყვეტილება ამ სახის
სარჩელთან დაკავშირებით. კავშირი სარჩელთა სხვა სახეებთან. შეგებებული
სარჩელის დაუშვებლობა. ადმნისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად და
ძალადაკარგულად გამოცხადების მატერიალურსამართლებრივი საფუძვლები.
3. გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის
მოქმედების შეჩერება (სუსპენზიური ეფექტი), მისი არსი და თავისებურებანი;
4. ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეჩერება,
თავისებურებანი. განჩინების გასჩივრების წესი.
5. პრევენციული დაცვის საშუალებების გამოყენება ადმინისტრაციულ პროცესში, მიჯნა
სამოქალაქო საპროცესო სამართლით გათვალისწინებულ სარჩელის
უზრუნველყოფის საშუალებებთან; დაცვის ამ საშუალებებთან მიმართებით
სასამართლოს განჩინების გასაჩივრების წესი.
6. სარჩელი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის თაობაზე, სარჩელის
თავისებურება. სარჩელის წარდგენის ვადა, სარჩელის დასაშვებობა,
დასაბუთებულობა. სასამართლოს გადაწყვეტილება. გადაწყვეტილების
დასაბუთებულობა. თავისებურებანი. კავშირი სარჩელთა სხვა სახეებთან.
7. დროებითი განჩინება და სადავო სამართლებრივი ურთიერთობა.
8. სარჩელი ქმედების განხორციელების თაობაზე, სარჩელის თავისებურება,
ადმინისტრაციულ ორგანოთა რეალური მოქმედებები (რეალაქტი). სარჩელის
აღძვრის წინაპირობები, დასაშვებობა და დასაბუთებულობა. სასამართლოს
გადაწყვეტილება ამ სახის სარჩელთან დაკავშირებით;
9. აღიარებითი სარჩელი ადმინისტრაციულ პროცესში, მისი თავისებურებანი. სარჩელის
დავის საგანი. არარა აქტი, როგორც აღიარებითი სარჩელის დავის საგანი. სარჩელის
დასაშვებობა და დასაბუთება. ფარგლები ადმინისტრაციულ და სამოქალაქო
აღიარებით სარჩელთა სახეებს შორის. აღიარებითი სარჩელთა სახეების
თავისებურებანი ადმინისტრაციულ პროცესში. სასამართლოს გადაწყვეტილება.
10. განმწესრიგებელი სხდომის არსი, თავისებურება.
11. სახელშეკრულებო დავები. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადებული კერძო
სამართლებრივი ხელშეკრულება და მისგან გამომდინარე დავის განხილვის
თავისებურება.
12. სააპელაციო და საკასაციო საჩივრის დასაშვებობა ადმინისტრაციულ პროცესში.
13. ადმინისტრაციული სამართალწარმოება მეწარმის საქმიანობის შემოწმებასთან
დაკავშირებით. მაკონტროლებელი ორგანოს შუამდგომლობა, მეწარმის საქმიანობის
შემოწმების საკითხის გადაწყვეტა, ვადები, მოსამართლის ბრძანება, ბრძანების
მოქმედების ვადა, საქმის განხილვაზე უფლებამოსილი სასამართლო ორგანო,
მოსამართლის ბრძანების გასაჩივრების, განხილვისა და გადაწყვეტის წესი;
14. ადმინისტრაციული სამართალწარმოება ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში
ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარებასთან დაკავშირებით. დამცავი და
შემაკავებელი ორდერი. სასამართლოსათვის მიმართვის უფლებამოსილება,
შემაკავებელი ორდერის გამოცემის წესი. სასამართლოს უფლებამოსილება
შემაკავებელი ორდერის დამტკიცებასთან დაკავშირებით, საკითხები რომლებსაც
უნდა ითვალისწინებდეს დამცავი და შემაკავებელი ორდერი, ოჯახური ძალადობის
თაობაზე სსამართლოს მიერ მიღებული აქტების გასაჩივრების წესი, საკანონმდებლო
თავისებურებები.
15. ადმინისტრაციული სამართალწარმოება არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული
დახმარების მიზნით პირის სტაციონარში მოთავსებასთან დაკავშირებით.
არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარება და სასამართლოს
უფლებამოსილება. სასამართლოს მიერ საქმის განხილვის წესი. მოსამართლის
ბრძანება/დადგენილება არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით
პირის სტაციონარში მოთავსების/არ მოტავსების შესახებ. ბრძანების მოქმედების
ვადა. არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების თაობაზე გამოცემული
სასამართლო აქტების გასაჩივრების წესი;
16. ადმინისტრაციული სამართალწარმოება საგადასახადო ორგანოს მიერ გადასახადის
გადამხდელის ყადაღადადებული ქონების რეალიზაციასთან დაკავშირებით;
საგადასახადო ორგანო და გადასახადის გადამხდელის ქონების დაყადაღების
უფლებამოსილება, დაყადაღებული ქონების რეალიზაციის საკითხის გადაწყვეტის
წესი, მოსამართლის ბრძანება და მისი გასაჩივრების წესი;
17. ადმინისტრაციული სამართალწარმოება ლტოლვილის ან ჰუმანიტარულის სტატუსის
მინიჭებასთან ან თავშესაფრის მიცემასთან დაკავშირებით. სასამართლოსათვის
მიმართვა ლტოლვილის სტატუსის მინიჭების თაობაზე, გასაჩივრების ვადა. საკითხის
გადაწყვეტის წესი. განხილვის ვადა;
18. ადმინისტრაციული სამართალწარმოება პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად
აღიარებული პირისათვის და მისი პირველი რიგის მემკვიდრისათვის ფულადი
კომპენსაციის გაცემასთან დაკავშირებით. პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად
აღიარებული პირი, ფულადი კომპენსაციის გაცემასთან დაკავშირებული
ადმინისტრაციული სამართალწარმოების არსი, საჩივრის წარდგენის ვადა და
განხილვის თავისებურებანი, სახელმწიფო ბაჟისაგან გათავისუფლბა.
19. ადმინისტრაციული სამართალწარმოება ტერორიზმთან დაკავშირებული პირებისა
და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის რეზოლუციით განსაზღვრული პირების
ქონებაზე ყადაღის დადებასთან დაკავშირებით. მოსამართლის ბრძანება პირის
ქონებაზე ყადაღის დადების თაობაზე, კომისიის შუამდგომლობა, ქონებაზე ყადაღის
დადების საკითხის გადაწყვეტის წესი, მოსამართლის ბრძანების ძალაში შესვლა და
გასაჩივრება, კომისიის შუამდგომლობა ქონების ყადაღისაგან გათავისუფლების
თაობაზე;
20. ადმინისტრაციული სამართალწარმოება არასრულწლოვანის სკოლა-პანსიონში
გაგზავნასთან დაკავშირებულ საქმეებზე. სასამართლოსათვის მიმართვა. სარჩელის
წარმოებაში მიღების საკითხის განხილვა. საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების
მიღების წესი. არასრულწლოვანის უფლებები.
21. საიდუმლო ინფორმაციის განხილვის წესი. საქმის განხილვა დახურულ სასამართლო
სხდომაზე. საქმეზე გადაწყვეტილების გამოტანის თავისებურება.
ერთ დღეში....არა,არა იხუმრა ვიღაცამ...ნწ...შანსი არაა....არააააა
და სხვას არსდროს არ შეაწუხებს ის, რასაც შენი წუხილი ჰქვია-ო თქვა ჭილაძემ და დავეთანხმე მე...