იმჰო მაგარი ტეხავს ფოტოშოპში გაკეთებულ სურათს

რომ ჩერეზ ინტერნეტი დაპოსტავ ინტერნეტ სივრცეში ტექნიკური პროგრესის გასაკრიტიკებლად... თუ მართლა გერჩივნათ 12-12-ზე პიქსელები,სიუბორები შეაერთეთ ქსელში და იქიდან პოსტეთ 16 ბიტიან ფორუმებზე,ვინ გიშლით...

ა,ხო,გამახსენდა,სიუბორებს ხო არც ქსელი არ ჰქონიათ და არც ინეტი...

სწორად გამიგეთ ხალხო,მეც 90-იანი ვარ და მაგარი დამპალი ბავშვობა გამოვიარე ჩემი აზრით... სავეტსკი დიშოვი წიგნების სულ რაღაც სამი თარო სადაც მარტო ჩეხოვს და დოსტოევსკის ვკითხულობდი,დამაგნიტებული,მანიკურით გადაბმული კასეტები დიშოვი ხმით,უშუქობა,ზამთარში კერასინკის მყრალი სუნი,ინფორმატიული ვაკუუმი,საბაზრო ვაკუუმი-ყველას გემახსოვრებათ როგორი ძნელი იყო რაიმე ნაკლებცნობილი ჯგუფის მუსიკის მოძებნა... რავი არ მიზიდავს მე მაინცდამაინც...
ალბათ 2000-იანი რომ ვყოფილიყავი,უფრო განათლებული ვიქნებოდი და არც სმისაგან არ მექნებოდა კუჭი ნაღრძობი... თუმცა მეტი რა უნდა გექნა კაცს,გეპახავა მთელი დღე უბანში,გესვა და ჯოკერი გეთამაშა... არანაირი პროდუქტიულობა,არანაირი ხელოვნება,არანაირი წარმადობა... კომუნისტებს რო უნდოდათ რა მარტო ჭამას გადაყოლილი ზომბები,იმენა ეგეთებად ჩამოგვაყალიბა მაგ მყრალმა 90-იანებმა,რა გენატრებათ არ მესმის...
ახლა მინიმუმ არჩევანი მაინც მაქვს,თუ მინდა ეზოში ჩავალ და ჯოკერს ვითამაშებ,თუ მინდა დავჯდები და fl-ში 2-3 საათში მუსიკას დავწერ... აი ეგაა რა... თუ ვინმეს ინტერნეტი მთელი დღე ხელებზე ბეწვის გასაზრდელად უნდა,ეგ იმას ხო არ ნიშნავს რო ჩვენც მაგიტო გვინდა არა?!-გააკრიტიკეთ ისინი,ვინც ინტერნეტის რესურსს პორნო ტუბებზე ხარჯავს,ინტერნეტმა რა დააშავა...
არადა როგორ კარგად მესმის თქვენი... ჩვენ უბრალოდ ბავშვობა და ბავშვობის მეგობრები გვენატრება თორე რა შუაშია 90-იანები... ეს ნივთებიც იმიტომ იწვევს ნოსტალგიას რომ თბილი ასოციაციები გვიჩნდება.3120-ანებიც ასევე გულისტკივილით გაახსენდებათ 3150-იანებში... ეს ადამიანის ბუნებაა...