ნინეხ გამოცდილების გაზიარება უნდა გთხოვო ისევ
* * *
მშია და წითელი და შავზე დავწერ ჩემს ღრმადპატივცემულ აზრებს
ქხხხხხხ ქხხხხხქხხხხხხ
სანამ კითხვას დავიწყდებდი ცოტა ისე ვიყავი განწყობილი, მომწყინდება მეთქი და როდის მოვრჩები ამდენს

გიოს ბრალია, იმან შემიქმნა ასეთი წარმოდგენა. თუმცა კითხვის დროს პირიქით ძალიან ჩამთრევი იყო და საკმაოდ მალე წავიკIთხე. ბოლო ფურცლამდე მივდიოდი იმ განწყობით რომ ძალიან მომწონდა, მაგრამ რომ დავამთავრე მივხვდი რო რაღაცა ნიტოდ იყო. მერე დავფიქრდი და ბევრი პრეტენზიები გამიჩნდა. ნუ რაც მახსოვს იმეებს ჩამოვწერ.
ჟიულენი თავის მეგობარს რომ ავალებს მატილდა და ქალბ. დე რენალი ერთ ეტლში ჩასვიო, რატომ არ არის ეგ სცენა აღწერილი, საკმაოდ მნიშვნელოვანი მომენტია და საინტერესოც და მიგდებული აქვს სტენდალს :სპ
ჟიულენმა დავიჯერო იმდენი არ დაიმსახურა რომ სიკვდილის სცენა აღეწერა, თავისი გრაფი დე კოკონასების გახსენებებით და ა.შ.?

ჟიულენი საკმაოდ სკეპტიკურად იყო განწყობილი თავის მომავალ შვილთან დაკავშირებით, შე კაი ადამიანო მოგვიგდე ერთი ორი სიტყვა რა მოხდა, იქნებ საერთოდ გოგო დაიბადა

სიკვდილის წინ თვეებში გამოჩნდა რომ ჟიულენს დე რენალის იმედი უფრო ჰქონდა ვიდრე მატილდასი, აი რატო რატო? სიკვდილის მერეც გამოჩნდა რომ მატილდამ უფრო შეუსრულა სურვილები, ქალბატონმა დე რენალმა კი რა ქნა? ადგა და მოკვდა

არადა დაავალეს იცოცხლე და ჩემ ბიჭს მიხედეო.
ჟიულენი ჩემი აზრით რეალურად იმის გამო კვდება რომ ვერ ჩამოყალიბდა რომელი ქალი უნდოდა, სინდისის ქენჯნა არაფერ შუაშია, უბრალოდ მატილდას ვერ მიატოვებდა არადა დე რენალთან უნდოდა. ჰოდა იპოვა გამოსავალი თან ბარემ რაც სათქმელი ჰქონდა და იქამდე მთელი ცხოვრება გულში იხვევდა უთხრა ყველას.
ჰო კიდე მატილდას მამამ რაღაც საიდუმლო ნოტაზე რომ გაგზავნა რა ცუდადაა ეგ მომენტიც მიგდებული, თითქოს ძალიან მნიშვნელოვანია თავიდან ისე აღწერენ და მერე ამბავი იმით მთავრდება რომ ჟიულენი სასიყვარულო რჩევებს იღებს და მაგ სცენებს უფრო დიდი დრო აქვს დათმობილი, საიდუმლო ნოტაზე მარტო ისღა წერია რომ კარგად ჩაატარა ყველაფერი ჟიულენმა.
მოკლედ ალბათ ესეთი პრეტენზიები კიდე ბევრი მექნება მეორედ რომ გადავიკითხო, მაგრამ მეზარება
ეს ძირითადად შIნაარსობრივ მხარეზე პრეტენზიები, რაც შეეხება წერის სტილს, ეგ მომეწონა ყველაზე მეტად ჟიულენის ემოციები, გეგმები ფიქრები ძალიან საინტერესოდაა აღწერილი. ჰო კიდე ის მომეწონა

სამოთხეში ადგილი უნდა მივყიდო მორწმუნეებსო რომ ფიქრობს და ასეთI სხვა ადგილებიც.
პ.ს. ამდენი პრეტენზიის მიუხედავად დადებითად ვარ განწყობილი და ვისიამოვნე კითხვისას ფრიად
ნინეხ მოდი გამათახსირე