მეგობარი ---ბევრისმთქმელი სიტყვა რომელმაც დღესდღეობით ბევრისთვის დაკარგა და გაცვითა მნიშვნელობა, რაც საკმაოდ სამწუხარო ფაქტია.. მეგობარი ეს ის ადამიანია რომელთან ერთადაც ერთი გობიდან ჭამ, სვამ , ანუ მისი ცხოვრებით ცხოვრობ... იზიარებ მის ჭირს და მის ლხინს, და მისი თანამოზიარე ხარ ყველანაირ სიტუაციაში... მეც მყავს მეგობრებიი, უფრო მეტიც... ადამიანები რომლებიც უზომოდ მიყვარს , და რომლებთანაც მაკავშირებს დიდი ხნის ისტორია, ისტორია რომელსაც საფუძველი ჯერ კიდევ ჩვენმა "ახლო წინაპრებმა " ჩაუყარეს საფუძველი.... რა თქმა უნდა ყველაფრის საწყისი და საწინდარი იყო სიყვარული ... ეს სიყვარული დღესაც გრძელდება თუმცაღა სიძლიერეს კარგავს... ისე კაშკაშად ვეღარ "ბრდღვინავს" როგორც ადრე.... ყველაფერი კი დაიწყო ესე....
საქართველოს ულამაზეს კუთხეში, ანუ სამეგრელოში, მდებარეობს ქალაქი რომელიც მოისაზრება ცივილიზაციის აკვნად. სწორედ აქ, ამ ქალაქის შუა გულში მდებარეობს პატარა უბანი "შარდენი "... სულ რამოდენიმე მოსახლითაა დასახლებული აქაურობა და სიყვარული კი გადმოჩქეფს მისი ყოველი კუთხე-კუნჭულიდან.... სწორედ აქ სახლობენ ისეთი გვარები როგორიცაა: ძიძიგურები , ლუკავები, შალამბერიძეები, (სართანიები), და ცანავები . მე მინდა ჩემი ყურადღება გავამახვილო ჩემს მიერ ჩამოთვლილ ბოლო გვარზე...
ცანავები.... ეს სწორედ ის გვარია რომლის მატარებლებიც არაინ ჩემთვის უსაყვარლესი ადამიანები ---- სალომე და მარიამ ცანავები...ჩვენი ურთიერთობაც დიდი ხნის წინ დაიწყო... და დროთა განმალობაში თითქოს სადგაც უჩინარდება. იკარგება... კარსტრული მდინარის არ იყოს, სადგაც ამოჰყოფს ხოლმე თავს...თითქოს ეს ურთიერთობის მდინარე თანდათან შრება, ხანდახან კი ამოხეთქავს დედამიწის სიღრმიდან , ერთი- ორს შეაზანზარებს ირგვლივ არემარეს და მერე ისევ ჩაიმალება და გაუჩინარდება სადღაც ..... მდინარეს შველა უნდა რომ არ დაშრეს ან სხვა კალაპოტი არ გამოძერწოს ხელოვნურად.... სხვა თუ არაფერი, რომ არ დაიკარგოს... ეს ხომ დიდი ისტორიის მატარებელი მდინარეა და ხელის ერთი მოსმით არ შეიძლება იგი დავიწყებას მივსცეთ...
ჩემი გულისტკივილია ეს მდინარე რომელიც გაზაფხულის სურნელივით შემოიჭრება ხოლმე ჩემს სულში და მერე ისევ მალევე გაუჩინარდება.... მე მინდა რომ მან იდინოს მუდამ, რომ იგი არასდროს დაშრეს, რამეთუ თუკი იგი დაშრა დაიაკრგება კიდევ ერთი დიდებული ისტორია მეგობრობისა , სიყვარულისა, ურთიერთპატივისცემისა და ურთიერთგაგებისა......
ჩემო სალომე და ჩემო მარი ძლიერ მიყვარხართ და ძლიერ მტკენთ გულს თქვენი გაუჩინარებით...თბილისის ორ სხვადასხვა უბანში ვცხოვრობთ, რომელებიც არც თუ ისე შორს არიან ერთმანეთისაგან და ჩვენ კი ესე გაგვჭირვებია ერთმანეთის ხილვა...ერმანეთთან ურთიერთობა... მდინარე შრება და თუკი ასე გაგრძელდა დაშრება კიდეც...ჩვენი სიყვარული თუ გადაარჩენს მას.. და ნუ დავიზარებთ და შევავსოთ იგი წყლით, რომელსაც ასე ძლიერ საჭიროებს...დაე ბაღნარად და წალკოტად ვაქციოთ მისი ნაპირები..მე მჯერა რომ ჩვენ ამას შევძლებთ

პატივისცემით
მიხეილ ძიძიგური
აუაუა რა არანორმალურია