საინტერესო ნააზრევს წავაწყდი ალბათ დაგაინტერესებთ..
Uxeiro შენ დაგაინტერესებს ალბათ.
ღვინის აღმნიშვნელ სიტყვებს თითქმის ყველა ენაში ერთი ძირი აქვს. ქართველურ ენებში იგი გამოითქმის ასე: ღვინო (ქართ.), ღვინი (ზან.), ღვინალ (სვან.). სხვა ინდო-ევროპულ და სემიტურ ენებში: ხეთური: wiyan(a), ლუვიური: wa/i-ya-na, ძვ. ბერძნ.: Οíνος, ლათ: vinum, სომხ.: gini გერმ.: Wein,ინგლ. Wine, რუს. (სლავურ ენებზე): вино, უელს: gwin, ფრანგ.: vin, ესპ.: vino, იტ.: vino, არაბ.: wainun, ებრ.: yayin, ასირ: înu. ცხადია, ამ სიტყვებს აერთიანებთ ერთი ძირი, ერთი წარმომავლობა და ის იმ ქვეყნიდან უნდა იყოს ყველა სხვა ენაში შესული და დამკვიდრებული, რომელიც სავარაუდოდ უნდა იყოს კიდეც ღვინის სამშობლო. როგორც დასტურდება მატერიალური მემკვიდრეობიდან, დღევანდელი საქართველოს ტერიტორიაზე ვაზის კულტურას უძველესი, ადრეული ბრინჯაოს ხანიდან იცნობდნენ. საინტერესოა ისიც, რომ მხოლოდ ქართულ ენაში დასტურდება სიტყვა ”ღვინის” სემანტიკური მნიშვნელობაც და რომ ის ზმნა ”ღვივილი”-იდან არის მიღებული. ამ სიტყვის ფუძე - ”ღვ” - წმინდა ქართულია (ღვიძლი, ღვენთი, მღვდელი, ღვივილი, მღვიმე, ღვთაება, გაღვივება, ღვარი, ზღვარი, ღვაწლი, ღვრა, ღვიძილი, ღვია). მისი საწყისი ფორმა უნდა იყოს ”ღვივილი”, ანუ ის, რაც დუღს, ამოდის, ღვივდება. შესაბამისად: დუღილის, უფრო ღვივილის შედეგად მიიღება. ამიტომ არის: მღვინვარე, სამღვინვო - ღვინო.
ამას სადღეგრძელოში ვიტყვი...