აუაუ რა კაი თემაა
ალექსანდრე აბაშელი წერდა ყველაზე კარგ გულისამრევ ლექსებს
ეს მაგალითად

"მე უნდა ვნახო ლენინი!"
ფანჯრის რაფასთან ზის თავდახრილი
გრძნობს - მღელვარება იბყრობს ახალი:
ესმის შორიდან გმირის ძახილი,
წინ უდგას სახე დაუნახავი.
რაფაზე წიგნი დევს გადაშილილი,
შიგ დიდი სიბრძნის ნარგები ჰხარობს.
ლენინს კითხულობს ყრმა ჯუღაშვილი,
დასწაფებია სინათლის წყაროს.
ალი აუშვა ცეცხლის სიტყვებმა
და გაუბრყწნა თვალები ჭაბუკს.
ყურს უგდებს გუგუნს და თან მიჰყვება
სტრიქონებიდან ამომსკდარ ქარბუქს.
აი, სად არის ბრძოლოს სიმართლე.
მაღალი აზრი პატიოსნება!
გზა გაანათა დიდმა სინათლებ
გაშალა ფრთები ლაღმა ოცნებამ
და სურვის ძალა თუ ემატება,
ის ამ შეგრძნებით კმაყოფილია:
მათი შეხვედრის წამიც დადგება
და მერე მუდამ ერთად ივლიან.
ღამის წყვდიადის გადამლახველი
მოვა ქუხილი ელვათა ფრქვევით
და ჩვენს ქვეყანას ორი სახელი,
როგორც ორი ფრთა, აიყვანს ზევით.
ათავებს კითხვას და ნათელ სახეს
წიგნის ფურცლებთან მიიტანს ახლო
ახსნებს ჩუმად საყვარელ სახელს,
ამბობს : "მე უნდა ლენინი ვნახო!"