21 დეკემბერი,
ფრონტზე ცივა. თოვს. ხელები გათოშილი მაქვს თუმცა მაიკლს მაკალისტერს ხელი საერთოდ აღარ აქვს , მე რა სინდისით ამოვიღო ხმა.
მელანი ერთი თვის წინ გამითავდა. შენის აზრით რატომ არის ბოლო ორი წერილი მოშინდისფრო ფერის?!ეხლა დაჭრილს უფრო მიადვილდება
წერა რადგან საწერი მელნის შემცვლელი ნებისმიერ გამოცვლილ სახვევშია.წერილი ჩემს ნაწილად იქცა როგორც პირდაპირი ისე გადატანითი
მნიშვნელობით.
როდემდე უნდა გავაგრძელოთ ერთმანეთის ხოცვა? გუშინდელ შეტაკებას სასწაულებრივად გადავურჩი. გონებიდან ვერ ამომდის ლუ.
მისი ჭიხვინი მთელს ბრძოლის ველს ესმოდა.ღმერთს მადლობა არავინ გაიმეტა მოსაკლავად საწყალი არსება , თუმცა ალბათ
ტყვიას ზოგავენ
და მარტო ამიტომ არ ესროდნენ. ლუ ჩემო უერთგულესო მეგობარო შენ მაინც რატომ გარგუნა ბედმა ამ საშინელებების ხილვა?! ამბობენ ცხენი
უბრალოდ პირუტყვიაო. ეთანხმები? მე არა... პირუტყვი თავისნი ნებით ომში მეგობარს წაყვება? ბევრ ადამიანს არ გააჩნია ამხელა შეგნება,
ესე არ არის?! სახლიდან ჩემი წასვლის მომენტიდან ლუმ ჭამა მიატოვა და 10 დღის შემდეგ სანამ სერ რეიბურნმა ფორტ უილდერნესსში არ მომიყვანა
ერთი ღერი თივა არ უჭამია.გუშინ მთელი ბრძოლის ველი ჩემს ძებნაში შემოირბინა, შეტაკების ადგილიდან 1000 იარდის მოშორებით მძიმედ დაჭრილი
მიპოვა, არ ვიცი ეს როგორ შეძლო. მე უკანასკნელი ძალა მოვიკრიბე და მის ზურგზე მობღაუჭებული ბრძოლის ველიდან სწორედ ლუმ გამათრია, მაშინ
როდესაც ყველა ჩემი თანამებრძოლი უკანმოუხედავად გარბოდნენ.რატომ მცივა ასე?! ჯერ სუსტად ვარ. ლუ გარეთაა. ჯარისკაცებს შიათ. მესმის როგორ
ებუზღუნებიან პოლკოვნიკს საჭმელზე, ნაწილში საჭმელი არ არის, პროვეზია მოვა ალბათ 2 დღეში.ერთი საათის წინ ერთ-ერთ თავხედს აზრად ისიც
მოუვიდა ლუ დაეკლა, ამ დროს მე კარავში ვიწექი , როგორც კი ყური მოვკარი
საკაციდან წამოვხტი და ჩემს კარავში დატოვებულ საოპერაციო ხერხს დავავლე
ხელი, რომელიც დოქტორ ლევინს დარჩა მაიკის ხელის ამპუტაციის შემდგომ, ღმერთო რა წებოვანი იყო სისხლისგან. მაიკის ხელიც იქ იდო, უფრო სწორედ ის
, რაც ხელისგან იყო დარჩენილი ზარბაზნის ჭურვის მოხვედრის შემდგომ.იმ წამს ხელი არც კი შემინიშნავს, გარეთ დავედი. ჯარისკაცი ლუს თავლასთან
იყო მისული დანით ხელში და "ხუმრობდა" რა გემრიელი წვნიანის რეცეპტი იცოდა.ამ უგულო "ადამიანს" თმაში ვწვდი მუხლებხე ერთი ფეხის
დარტყმით დავაჩოქე, კისერზე ხერხი დავადე და სუსტი, მშვიდი ხმით ხმადაბლა ყურში ვკითხე :
"მოგბეზრდა სკალპის ტარება უგულო ადამიანო?" მერე კი მთელს ნაწილს მივუბრუნდი და ვკითხე რა ერჩივნათ,
ორი დღე შიმშილი თუ "უგულო მშიშარას" რეცეპტით დამზადებული
წვნიანის მირთმევა და ფხიზელი ძილი იმის ცოდნით რომ მათ მეგობარი მომიკლეს? მათ კი იციან რას ნიშნავს ჩემთვის სიტყვა მეგობარი. მათ თვალებში შიში და პანიკა დავინახე. ვიცი გიჟად მთვლიან. თვლიან,
რომ პირუტყვის გამო ადამიანთან დაპირისპირება სიგიჟეა. ვიტყვი ესე: მე ამ ზამთრის 21 დეკემბერი გამითენდა იმიტომ რომ ჩემს გვერდზე იბრძვის ლუ
და არა ეს საცოდავი მშიშარა "მეომართა" ხროვა ,რომლებიც პირველნი გაიქცნენ ბრძოლის ველიდან , და რომელთაც ეხლა ჩემზე "მეტად" შიათ. ლუსთან
არავინ მივა ეს მე მათ თვალებში წავიკითხე რომელიც წითელ წებოვან საოპერაციო ხერხს მიაშტერდნენ.
This post has been edited by Nigozi on 9 Dec 2014, 03:18