შენი მოყოლილი ჩვენი ამბავი მინდა.
მაინტერესებს რა სიტყოდი.
გულწრფელად მოყოლილი, ხო.
რას იტყოდი.
სად რა იყო. ...
როგორ მაინტერესებს.
როგორი ვიყავი შენი თვალით დანახული. ნუთუ მართლა სათნო.
რატომ არ გაინტერესებდი, რა ხდებოდა შენში.
სად დაიწყო სიცარიელე.
სად შეიყვარე სხვა. ჯერ(?)არარსებული.
სად დაიწყო.
რა დაიწყო.
და როდის დამთავრდა.
რაზე ფიქრობდი და არ ფიქრობდი.
რომ სულ ფიქრობდი და თან არ ფიქრობდი;
ფიქრობდი და არ გრძნობდი.
არ ფიქრობდი და გტკიოდა.
რა გტკიოდა, რატომ.
სად გავქრი შენს თვალებში და სად და რატომ არა.
რატომ მიყურებდი ხოლმე ანთებული თვალებით. ო, რატომ. ასე.
ნამდვილი წერილი მინდა. შენი ნამდვილი აზრებით. სულერთია, რაიმე ნებისმიერზე.
შენ ხომ საერთოდ არ მელაპარაკებოდი. მიუხედავად იმისა, რომ თითქოს საათობით ვლაპარაკობდით.
თითქმის არასოდეს გილაპარაკია. ერთხელ ან ორჯერ.
იქნებ ამის აგხსნის ჟილაკც მქონდა.

ჰო, ეგრე იყო.
ბოროტებაა.