#53968998 · 22 Dec 2018, 22:12 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ადამიანი დააკნინა ლენინმა და ბოლშევიზმ კომუნიზმის სატანურმა რელიგიამ. ადამიანი ბუნების შვილია, ადამიანი ღვთისშვილია, ადამიანი ბუნებით არ შეიძლება იყოს გამოსირებული.
ზვიადი და მერაბი დგანან დამოუკიდებელი საქართველოს სათავეში , რადგან მათ მოიპოვეს საკმარისი სულიერი ძალები, რათა ებრძოლათ კომუნიზმის ურჩხულთან, დაელახვრათ იგი და მიეღწიათ მიზნისთვის.
საქართველოში გაჭირვება უნდა დასრულდეს, გეორგია უნდა გაბრწყინდეს და ასეც მოხდება. ხოლო ის დაკნინებული ადამიანობა , რომელიც დღეს ქართულ პოლიტიკურ ყოფაში შეინიშნება, ჩვენი დაცემული ბუნების გამოვლინებაა. ჩვენც უნდა ვეცადოთ რომ მოვიპოვოთ სულიერი ძალები - რაც მიღწევადია. დააკაკუნეთ და გაგეღებათო, ბრძანებს უფალი.
ჩემი აზრით, აუცილებელია ინდიფერენტიზმი პოლიტიკისადმი და მეტი შრომა სულიერების პლანში . მხოლოდ ეს გვიშველის.
შეიძლება ჩვენი თანაფორუმელის დოჩანას სიტყვები (რომელსაც სრულებით ვიზიარებთ თქვენი მონა-მორჩილი და ყოჩაღი ანდრო) ზედმეტად ეგზალტირებული ადამიანის თვალსაზრისად მოგეჩვენოთ, მაგრამ უფალმა განსაჯოს ვართ თუ არა ჩვენ მართალნი.
გაგიმარჯოთ მეგობრებო.
--------------------
......... https://www.youtube.com/watch?v=aGSKrC7dGcY. მამუკა მქვია. გოგო არ ვარ ნუ მკერავ.
|