სასტავს გაუმარჯოს ჩემიდედასფიცავარ
მოკლედ პირდაპირ საქმეზე გადავალ

მყავს ველო Ideal Zigzag აი ეს

და სიარულისას, აი როცა პედლებს ძალა ადგება, აქვს ჭრაჭუნის ხმა, აი როგორ ხმაა იცით, ყრუდ შიგნიდან მოდის, შიგნით ჭრაჭუნობს და მერე მთლიანი რამა აძლიერებს ამ ხმას, ეგეთი შთაბეჭდილება მრჩება რაა, ხოდა მეთქი მოვხსნი პედლებს და შიგნითაც დავზეთავ დავატაოტიანებ და იქნებ უშველოს თქო, მაგრამ ვერ მოვხსენი ვერაფრით

ამ ფოტოზე ეხლა 2 ნომრით რომ მაქვს აღნიშნული, ეგ ბოლტი მოვხსენი მაგრამ პედალი ვერ გამოვაგდე ვერაფრით, რეზინის ჩაქუჩიც ვურტყი, ლამის გავღუნე მაგრამ არ მოძვრა, და ვერც დავგუგლე ვერაფერი, ვაფშე რა ჰქვია მაგ ადგილს ინგლისურად როგორ დავგუგლო?
ჰოდა კიდე, 1 ნომერი რომ აწერია, ეგ ადგილი (თუ მოვხსენი პედალი მერე) იშლება?, აი რაღაცნაირი კბილანები აქ შიგნიდან და ეგეთი კლუჩი არც მინახავს და როგორ მოვხსნა?
ან რამე იდეები გააქვთ რატომ ჭრიჭინებს? უბანს ვაწუხებ რომ ამოვდივარ აღმართზე
მაგ კბილანებზე კიდე ერთმა ღლეკაცამ მითხრა მიდუღებულია ეგენი ქარხნულად და არ ძვრებაო, ჰოდა მართალია ეხლა ეგ თუ ღლეა?
აი იმ კბილანების ფოტო დიდი ზომით უფრო
http://a.pix.ge/v/nq6xz.jpg This post has been edited by S_h_A_K_O on 3 Jun 2013, 22:51