მეგობრებო არ გვინდა იმაზე საუბარი, რომ კარგ ბაიკს საკმაოდ დიდი თანხა სჭირდება და ეს თანხა ზოგისთვის 100 ლარია და ზოგისთვის 10 000.
ფორუმზე არსებულ თემებში ძირითადი აქცენტები ისმება დამწყებ სეგმენტზე და როგორც წესი დამწყები ხალხი პოსტავს ველოსიპედის შეძენის/შერჩევის მიზნით. ეს უკვე გამოცდილ ბაიკერებს უნდა გვახარებდეს, რადგან ადამიანმა მიზნად დაისახა ბაიკის შეძენა და ჩვენგან ელის კომპეტენტურ რჩევას, თუ რა უნდა იყიდოს. მე ისიც მესმის რომ ჩვენთვის ეს მოსაბეზრებელია და ხანდახან მეც მეზარება ხოლმე დაპოსტვა

მაგრამ ვცდილობ მაინც დავეხმარო ადამიანებს შერჩევაში, რადგან ერთით მეტი ველოსიპედისტი ჩვენი სიმდიდრეა, ქვეყნის ჯანმრთელი ცხოვრების წესის წინ გადადგმული ნაბიჯია და დიდი ალბათობოთ ეს ადამიანი ჩვენს რიგებში ჩადგება

.
რაც შეეხება ზოგადად საკითხს - რას უნდა მიექცეს ყურადღება ველოსიპედის შერჩევისას (იმედია გამოგადგებათ ჩემი რჩევები

):
1. შერჩევისას, პირველ რიგში, ადამიანი უკვე ჩამოყალიბებული უნდა იყოს რა ტიპის ბაიკს საჭიროებს. მე გირჩევთ თქვენი ნაცნობების, მეზობლების, ნათესავების ბაიკები მოსინჯოთ, გაირ-გამოიაროთ, შეფასაოთ თქვენი შესაძლებლობები, ასაკი და ა.შ. და ამის შემდეგ მიიღოთ გადაწყვეტილება თუ რა ტიპის ბაიკი გჭირდებათ.
2. დამწყებს მე ვურჩევდი სრულიად ახალი ბაიკის ყიდვას მაღაზიიდან, რადგან როგორც წესი მაღაზიაში ყოველთვის მოიძებნება შესბამისი ზომის ბაიკი, ასევე მიზეურლი შანსია მომხმარებლის მოტყუების, ბაიკს გარანტია მოჰყვება და რიგ შემთხვევებში უფასო სერვისი, რაც ძალიან აუცილებელია დამწყებისთვის. თუმცა არსებობს მინუსებიც, როგორც წესი ახალი ბაიკი ნახმართან შედარებით ორჯერ ძვირი ღირს და კომპლექტაციაც მოიკოჭლებს, მაგრამ დამწყებისთვის სრულიად ნორმალურია. (მე როცა დავიწყე, ზუსტად ასეთი ბაიკი ვიყიდე და ნამდვილად არ მინანია

).
3. 0-300 ლარის ფარგლებში რარიგ საწყენიც არ უნდა იყოს ნორმალური ბრენდის, კომპლექტაციის ბაიკის ყიდვა თითქმის შეუძლებელია. მე მაგალითად არავის ვურჩევ იყიდოს ბაიკი 100 ლარად, იგი მუდმივად განწირულია იაროს სერვისში ან თავისი ძალებით შეეცადოს პრობლემების აღმოფხვრას, მაგრამ დამიჯერეთ ასეთ ბაიკებს პრობლემები არა თუ დაელევა, დღითიდღე მოიმატებს. 300-500 ლარის დიაპაზონის ფასის ბაიკები, როგორც წესი ძალიან გადაღლილია, ბებერია, ასევე არ გამორჩევა კარგი კომპლექტაციით და შერჩევის პროცესში ძალიან რთულია ნორმალურ მდგომარებაში მყოფი ბაიკის მიგნება, მაგრამ მაინც შესაძლებელია ნორმალური ვარიანტის შერჩევა. დეტალებში ჩაღრმავება შორს წაგვიყვანს და თქვენთვის არც იქნება საინტერესო.
4. ბოლოს, ბაიკის შეძელნისას აუცილებლად გაითვალისწინეთ სეზონი - ბაიკის საყიდლად იდეალური სეზონია შემოდგომა, როდესაც აქტიური გასვლები უკვე ნაკლებად შეუძლებელი ხდება და ამინდებიც ფუჭდება, როგორც წესი ბაიკების ფასი მკვეთრად მცირდება, რადგან ველოსიპედისტების უმრავლესობა იწყებს ფიქრს ბაიკის გამოცვლაზე ან აპგრეიდზე და ყიდის საკმაო დისკონტით.
ეს არის ჩემი მცირე კომენტარი ბაიკის შერჩევასთან დაკავშირებით, იმედია გამოგადგებათ.