გამარჯობა!
იმედი მაქვს ჩემი გამოხმაურება უადგილო არ არის და ჩემს დახმარებას შეძლებთ.
მინდა ველოსიპედის შეძენა. სამწუხაროდ ვერ ვერკვევი და არ ვიცი რომელი, როგორი, რანაირი ვიყიდო.
ჩვეულებრივი მინდა, რამე განსაკუთრებული არა.
ვიცი რომ, თავისი ზომები აქვს ველოსიპედეს და ადამიანის სიმაღლის შესაბამისად სწორად უნდა შეირჩეს.
რა გავითვალისწინო, სად შეიძლება რომ შევიძინო, სად არის უფრო მისაღები ფასები, სად არ მომატყუებენ. იქნებ რამე მირჩიოთ.
200-300 ლარის ფარგლებში ვფიქრობ, რომ შესაძლებელია შეძენა.
მიხარია, რომ საქართველოში ნელ-ნელა მრავლდებიან ველოთი მოსიარულე პირები და მეც საღამოობით სიამოვნებით გავისეირნებდი .

)
მადლობა ყურადღებისთვის.