ესეც მაგარია, გავსინჯე და მომეწონა.
ჩიფსი ნაჩო – მექსიკური სამზარეულოს უგემრიელესი კერძია, რომელიც მარტივად მზადდება და ძალიან უხდება ლუდს.
ინგრედიენტები: სიმინდის ჩიფსი–ერთი შეკვრა
ყველი – ჩედარი ( შეგიძლიათ გამოიყენოთ მოცარელა )
ბულგარული წიწაკა – 1 ცალი
ზეთისხილი – 15 ცალი
სირთულე: მომზადება ძალიან ადვილია.
შენიშვნა: თუ მოცარელას ან სულგუნს გამოიყენებთ, აუცილებელია, მშრალი იყოს.
ინვენტარი: ფართე ჭურჭელი, რომელიც ცეცხლგამძლეა.
არ დაგავიწყდეთ საწებელი, მაიონეზი ან არაჟანი.
მომზადების წესი: ბულგარული ნახევარ წრეებად დაჭერით, წიწაკა და ზეთის ხილი რგოლებად. გააფინეთ ჩიფსი ერთ ფენად, მოაყარეთ ყველი ( მთლიანად დაფაროს ჩიფსი) და ბოსტნეული. შემდეგ ისევ ჩიფსი და ყველი–ბოსტნეული; შედგით ღუმელში, როცა ყველი ჩადნება, ე.ი. მზადაა!
ორ ფენაზე მეტს ნუ გააკეთებთ. თუ მოისურვებთ, ეს უკვე გემოვნებაზეა დამოკიდებული, შეგიძლიათ, ქათმის ან საქონლის ხორცი გამოიყენოთ ( ბეკონიც მოუხდება).
მიმაგრებული სურათი