სერ სტიუარტ ერიქსონი თავისი ახალი ეტლით ეახლა გრაფინია ანაბელს
სერ სტიუარტს პირდაპირ ზედ აკვდებოდა ახალი ფრაკი და თმაც საუცხოოდ ქონდა დახვეული
დარბაზობაზე მისულს მანდილოსნები ფუტკრებივით ეხვეოდნენ
თვით მთელ იმ მხარეში მშვენიერებით განთქმული გრაფინია ელიზაბედიც კი თვალებს უჟუჟუნებდა
არც მამაკაცებს შორის დაიმსახურა ნაკლები ყურადღება
სერ სტიუარტი ვისტის უნაკლო მოთამაშე გამოდგა და უცილობო პირველობას ინარჩუნებდა
გრაფინიამ სტუმრებს შეატყობინა რომ ბალი იწყებოდა , ყველა მთავარ დარბაზში შეიკრიბა
გრაფინია ელიზაბედმა მრავალ მსურველს სტკიცა უარი ცეკვაზე
ამ დროს გამოჩნდა სერ სტიუარტიც , მან გრაფინიას თვალი ჩაუკრა და საცეკვაოდ გამოიპატიჟა
-გრაფინია ლიზი დღეს საოცრად ლამაზი ხართ - აღნიშნა სტიუარტმა
-დიდ მადლობას მოგახსენებთ სერ - თავის დახრით უპასუხა გრაფინიამ და ოდნავ გაწითლდა
ცეკვით დაღლილმა წყვილმა ბაღში , სუფთა ჰაერზე გასერნება გადაწყვიტა
-გრაფინია ლიზი, მინდა გითხრათ რომ თქვენი სილამაზით და სათნოებით დატყვევებული ვარ
ამაზე გრაფინიამ სიჩუმე არჩია და კეკლუცად ჩაიღიმა
სტიურტი დაიხარა რომ გრაფინიას მარწყვივით წითელ ტუჩებს დაწაფებოდა
რომ ამ დროს ლორდ ჰენრიმ ოთახში ხლაპუშკა შემოაგდო და თავპირალეწილი სტიუარტი ლოგინიდან გადმოვარდა
სტიუარტმა გამოფხიზლებაც ვერ მოასწრო რომ ლორდმა ერთი გადაიხარხარა და მსწრაფლ მოკურცხლა
სტიუარტმა თავისთვის ჩაიფხუკუნა
-ახალი წლის მოლოცვაც ესეთი უნდა, თქვენი დედ მაროზი დედამვოტყან ლორდ