ჩვენს ირგვლივ ბევრი ძლიერი ადამიანია, მაგრამ შესაძლოა მათ საკმარის ყურადღებას არ ვუთმობთ, ანდაც სულაც გვავიწყდება ისინი. პოსტში თქვენ იხილავთ ორ მათგანს, გაიგებთ თუ რას ნიშნავს გადალახო უზარმაზარი სიძნელეები და გახდე ყველაზე გამძლე ადამიანი.
დალას ვინზს სურს კვლავ შეეძლოს ღიმილი, კვლავ შეიგრძნოს სურნელი და კიდევ ჰქონდეს საშუალება დატკბეს თავისი 3 წლის გოგონას კოცნით. 3 წლის წინ 25 წლის დალასის ცხოვრებაში დიდი ტრაგედია დატრიალდა, ფაქტიურად მისი ცხოვრება ამ დღიდან ასი პროცენტით შეიცვალა. 2008 წლის ნოემბერში იგი ეკლესიაში იმყოფებოდა და თავის ძმასა და ბიძას ეხმარებოდა, ისინი ეკლესიას ხატავდნენ, ამ დროს კი ელექტროგადამცემი ხაზი დალასს მოხვდა, მაღალმა დენმა დაარტყა და მისი სახე სავსებით გაანადგურა. 3 თვის განმავლობაში ბიჭი კომაში იყო, როდესაც გამოიღვიძა უკვე ოცამდე ოპერაცია ჰქონდა გაკეთებული, რათა მისი მეოთხე ხარისხის დამწვრობისთვის რაიმე მოეხერხებინათ.
მას სახეზე აღარ გააჩნია არაფერი პირის გარდა, კბილების უმეტესობაც დაკარგა.
მიუხედავად ყველაფრისა იგი მაინც აგრძელებს სიცოცხლეს, თანაც საკმაოდ მტკიცედ.
,,ცხოვრებაში ყველაფერი გამოცდაა.. გამოცდა თქვენი სიმტკიცის, გამოცდა თქვენი რწმენის..” – აცხადებს დალასი.
იგი ლაპარაკობს, დადის, ჭამს მყარ საკვებს, რაც ექიმებს წარმოუდგენლადაც კი ეჩვენებოდათ ერთ დროს. დალასის თქმით მედიკოსების ამგვარი წარმოდგენები და გაფრთხილებები მას მოტივაციისთვის კიდევ უფრო წაეხმარა.
,,ისინი მეუბნებიან რომ ფიზიკურად ამას ვერ შევძლებ, მე კი ვპოულობ სხვადასხვა გზებს, ჩემი სხეულის იმ ფორმაში მოსაყვანად,რომ გავაკეთო ზუსტად ის, რაც შეუძლებლად მიაჩნიათ მათ”.
დალასი დაკავებული კაცია, ის პირველ რიგში მამაა და მალე კოლეჯში სწავლის გაგრძელებასაც აპირებს. ასევე იმედი აქვს,რომ უახლოეს მომავალში სახის ტრანსპლანტაციის ოპერაციას გაიკეთებს, განსაკუთრებით მხედველობის აღდგენის სურვილი აქვს.
როგორც ამბობს, ტრაგიკულმა შემთხვევამ ასწავლა ერთი რამ, ადამიანმა ცხოვრებაში მცირედითაც უნდა გაიხაროს.