მაგარია ადამიანს სინოპტიკოსობა ჰობი რო გაქ, ევროპაში მოყვარული დამკვირვებლები უფრო არიან პროგნოზირებას ვერ ქაჩავენ მარა ეზოში მეტეოსადგურები აქვთ და მონაცემებს უფასოდ აწვდიან მსოფლიო მეტეოროლოგიურ საინფორმაციო ბანკს და გვეხმარებიან სინოპტიკოსებს.
დაღმავალი ნაკადი ანტიციკლონში არარის გადამწყვეტი ხელის შეშლაში, დაღმავალი ჰაერი გარანტიას გვაძლევს რომ ფენა ღრუბლები არ იქნება და მზიანი დღეებია ამიტომ. ერთადერთი რაც გააჩერებს კონვექციას არის რომელიმე სიმაღლეზე სტაბილური ზონის შეხვედრა. (ანუ თუ აღარ იყო ზემოთ ისეთი ცივი გარემო რომელშიც გააგრძელებდა აღმავალი ჰაერი ასვლას, რაც ხდება სწორედ ტროპოპაუზაში)
ჰაერი ისედაც ცივია რაც უფრო ზევით არის, მაგრამ არასტაბილურობისთვის საჭიროა რომ უბრალოდ უფრო ცივი კიარ იყოს არამედ გაცილებით უფრო ცივი უნდა იყოს ვიდრე აღმავალი ნაკადი მოასწრებს გაციებას.
ეს ყველაფერი შეგიძლია შეადარო დაღმართს, არასტაბილური ზონაა დაღმართი და ბურთი დააგორე რა შეუშლის მას გაჩერებას? ან შედარებით პატარა ბორცვები რაც წინ დახვდება ან ბოლოს კედელი რაც ჩვენ შემთხვევაში ტროპოპაუზაა.
ფოტოებს როგორარა ვიღებ ნუ ეგ არ შედის მოვალეობაში ისე..




This post has been edited by RadioShack on 16 May 2014, 22:53