მოკლედ ბაბუაჩემი კომუნისტების დროს დაიჭირეს გაფლანგვის გამო და გადაასახლეს ციმბირში
და მიუსაჯეს ოქროს საბადოებზე მუშაობა
კაი ხნის მერე ჩემი მშობლები ამბობდნენ რომ ყველა ჭორაობდაო ამან იქიდან ოქრო ჩამოიტანაო
გავიდა ხანი და სახლს ვარემონტებთ და იატაკი ავყარეთ და რას ვხედავთ, დაჭედილი ფიცრებისგან აშკარად თავსახურია თითქოს სარდაფის
ავხადეთ თავი და ცარიელი იყო

მერე ვღადაობდით, ბაბუამ მაგრამ გაგვაღადააო.
მაგრამ მაინც მჯერა რომ ქონდა, ამ სახლს რო დავანგრევ (მისი აშენებულია) იქნებ კედლებში რამე ვიპოვო.

თუ ვიპოვე აქ დავწერ აუცილებლად.