ნაწ. 3
მარინეს აღსარება:: პროლოგი ::
მესამე მსოფლიო (ბირთვული) ომის შემდეგ კაცობრიობა თითქმის განადგურდა.
ზე'სახელმწიფოებისგან (აშშ, რუსეთი, ჩინეთი) აღარაფერი დარჩა. 
რადიაცია მთელ პლანეტას მოედო, ბირთვული ზამთარმა მზემ ძალა დააკარგვინა.
ფაქტებით და არაერთი თვითმხილველის მონაყოლიდან დგინდება, რომ ძერა პირველი გაეშურა რაკეტების შესაჩერებლად, და ხმები რომ 'ის ბოროტების მხარეს იბრძოდა' ტყუილი გამოდგა. ძერა ნამდვილად ამ პლანეტის შვილი იყო და თვითონაც ხვდებოდა რომ ბუნების განადგურებით მისი საცხოვრებელიც სამუდამოდ გაქრებოდა, ის იყო პირველი, ვინც სიცოცხლე სხვების გადასარჩენად გაწირა, დაივიწყა რა ყველა და ზიანი რაც მას ადამიანებმა მიაყენეს, ომის დაწყებიდან რამდენიმე საათში მისგან მხოლოდ სახელი დარჩა - ძერა, გმირი რომელიც ვერ დავაფასეთ, გმირი ცაში და მიწაზე, გმირი წლის ნებისმიერ დროს. არ არსებობდა ძალა, რომელსაც მისი შეჩერება შეეძლო, მაგრამ ყველამ ვიცით რომ ბოლო ომი არა მანქანების, არამედ გონების ომი იყო, რომელსაც გამარჯვებული არ ყავს. 
გაივლის წლები და ის მძიმე დღეები რომლებიც დედამიწამ, ახლა უკვე ჩვენმა ნაცრისფერმა პლანეტამ გამოიარა, ლეგენდებად დარჩება და მასზე სიმღერებს და წიგნებს დაწერენ. მაგრამ ძერას სახელი არასოდეს გაქრება კაცობრიობიდან, სანამ ერთი გონიერი არსება იარსებებს.

გაგრძელება იქნება