Linkin_პატარა გოგოს სიმღერები და ა.შ. გადაღეჭილია. ჩემი აზრით ბიჭი უნდა დარჩეს ოღონდაც ერთში 100% ხარ, ჯერ არ უნდა მეეკითხოს. ფილმის ბოლოშიც მოესწრება.
1)
მოკლედ
პირველ სცენაში დაჭრილი ძერა ვარდება ციდან და ეცემა ვინმე შორი-ახლოს მცხოვრები პატარა ბავშვის ეზოში.
ეს ბავშვი მივარდება, ცდილობს გადაარჩინოს, სახლში წაიყვანს, უვლის და ა.შ. მაგრამ რაღაც პერიოდის მერე ძერა კვდება.
ბავშვი იმდენად მიეჩვია ძერას რო მის გარეშე ვერ ძლებს ამიტო გადაწყვეტს მკვდრეთით აღადგინოს ძერა.
დიდი ხნის ძებნის მერე ბავშვი იპოვნის ცნობილ მჩხიბავ-ოკულტისტ, მზაკვარ ხუხას,
ხუხა ბავშვს ეტყვის რო ყველაფერს თავის ფასი აქ და თუ ბავშვი ამ ნაბიჯს გადადგავს და სიკვდილის ღმერთს შეაწუხებს, მეეკითხება
ბავშვი ყველაფერზე თანახმაა. მოკლედ მოაგროვებენ შელოცვისთვის საჭირო ინგრედიენტებს და ხუხა ბავშვს ხსნარს გაუმზადებს რომელიც სავსემთვარიან ღამეს, ხელის მსუბუქი მოძრაობით უნდა შეაზილოს ძერას საფეთქელზე.
ბავშვი მართლა შეაზელს მკვდარ ძერას საფეთქლებზე სავსემთავრიან ღამეს ხსნარს
და ძერა აღსდგება.
2)ძერა უნდა გაიზარდოს. სადღაც სამჯერ და
MRlurch-მა როგორც თქვა, ზომბის იერი უნდა ქონდეს. მოკლედ ამ პერიოდში ცოტა წალპა. ხორცები დაკიდებული აქ, ბუმბულები შეთხელებული, თვალები თეთრი.
თავიდან ძერა შეშინდება, გაექცევა ბიჭს. ბიჭი ატირდება მაგრამ გულს იმით დაიმშვიდებს რომ ძერა ცოცხალი გადარჩა. მორე დღეს ლეკვს იპოვის და სახლში მოიყვანს.
ღამე ამ ლეკვს ეთამაშება უხალისოდ და უცებ დაეშვება ეზოში ძერა, ჩაავლებს ლეკვს ნისკარტს, მაღლა ატყორნცის და ხახაში გადაუშვებს.
მაგრამ ბავშვს ლეკვი კუტუზე კიდია, გაექანება და ძერას ჩაეხუტება.
მერე პა პივკუ დაითრევენ და ტერასაზე ჩამოჯდებიან. მანდ გაიჩითება ძერას ამბავი
3)ძერას ფლეშბეკი:
ძერა თავის ცოლ ძერასთან და პატარა ბარტყებთან ერთად ერთ მაღალ მუხაზე ცხოვრობდა. ერთ დღესაც ვერაგი ადამიანები მიანდგნენ ხეს და მოჭრა დაუწყეს. ამან და მისმა ცოლმა იქვე, ახლოს მდებარე სახლის წინ გასაშრობათ ჩამოკიდებული ზეწარი მოიპარეს, ერთმა ერთი ბოლო დაიკავა პირში, მეორემ მეორე. ზეწარზე ბავშვები დააწვინეს და გაფრიინდნენ. მაგრამ ჰოი, გასმა საბედისწერო თოფის ხმა (მარინე რომ ისვრის ფილმის შუაში ყურადღების მისაქცევად) ტყვია დედა ძერას მოხვდა და პროჭზე გახია
ბარტყები და დედა ძერა მიწას დაეხეთქნენ, მამა ძერას არაფრის გაკეთება არ შეეძლო. დეპრესიაში ჩავარდნილმა სმა დაიწყო და ერთი ჩვევა გაუჩნდა. მთვრალი ახალი ბუდისკენ რო მიფრინავდა, მარინეს სახლისკენ გადაიფრენდა ხოლმე და ერთს კარგად დაახურავდა კარგის ტრაკს თავზე. ერთხელაც ასეთი გადაფრენის დროს შოთას ტყვია მოხვდა. შემდეგი კი რაც ახსოვს, ამ ბიჭის გარაჟია.
თუ ბი ქონთინიუდ...