თუთის ხესთან შეგამჩნიე აივნიდან
თუთისხესთან შეგამჩნიე აივნიდან,
ვერ წვდებოდი,მოკრეფას კი ლამობდი,
ჟრუანტელი აივლიდა ჩაივლივლიდა,
ვერ გშველოდი და შენსავით ვნანობდი.
წამწამებზე ნაყოფივით დაგეკიდნენ
ნამის ღილად მოციმციმე ცრემლები,
ჩამოვედი აიქეცი,გაგეკიდე,
ჩამოვრჩი და შენს ნაკვალევს ვევლები.
ჩამოვედი აიქეცი, გაგეკიდე, ჩამოვრჩი
და შენს ნაკვალევს ვევლები.
რაღა მაინც ამ ჩემს თუთას შემოუჩნდი,
განა სხვაგნ ცოტანია თუთები?
მე შენს მოსვლას რომ იცოდე კიდევ ვუცდი,
დაგიჭერ და მაგრად ჩაგეხუტები.
თუთისხესთან შეგამჩნიე აივნიდან...
This post has been edited by NATALIA-S on 4 Jun 2013, 15:21