Neverbornმაგაში ნაწილობრივ არ გეთანხმები. რა თქმა უნდა, მარტივი არ არის კარგი ხუმრობის დაწერა, მითუმეტეს ამ ხუმრობის მერე სცენაზე კარგად თქმა.
ლუი, კერძოდ, სხვა შემთხვევაა და ზუსტად ეგ მიზიდავს მე. ბევრჯერ უთქვამს პოდკასტებში, რომ ხუმრობის თემა უცბათ მოაფიქრდება, სადმე დაიწერს და მერე სახლში ეცდება ფორმა მისცეს.
მაგრამ გათვლა-გაზომვას და ანალიზს არ აკეთებს, თავისუფლება მიყვარსო. აქ გაიცინებენ, ამ ადგილას აქცენტს გავაკეთებ, აქ გავიმეორებ ამას... მაგ კუთხით არ უდგება.
Talking Funny-ში ამბობს, რომ არც mic check-ს აკეთებს, არც სცენას ათვალიერებს გამოსვლამდე, უბრალოდ გადის სცენაზე და იწყებს ლაპარაკს, ეს გრძნობა მომწონსო.
მითუმეტეს ლუის სერიალებშიც კი დიალოგი ხანდახან იმპროვიზირებულია. ძალიან ნიჭიერია ლუი და მიუხედავად იმისა, რომ, რა თქმა უნდა, წერს და მუშაობს ხუმრობებზე, nerdwriter-ი როგორ ამბობს, წამებში გაწერილი არ აქვს ყველაფერი.
ჯორჯ კარლინზე ამბობს ლუი დიდი განვლენა ჰქონდა ჩემზეო, მაგრამ სხვადასხვა ტიპის კომიკოსები არიან მაინც. ლუი უფრო ლარი დევიდს გავს, ორივე ებრაელია, მელოტი, ცოლს გაშორებული, ერთნაირი laid back ტიპის იუმორი, ორივეს რაღაც პონტში ერთნაირი სერიალი აქვს და ასე შემდეგ.

ჩემი აზრით, ლუის გენიოსობა იმაშია, რომ ძალიან ჭკვნიანი და ნიჭიერია. დიდი გამოცდილებაც აქვს, საიდანაც გათვისებული აქვს, აქცენტი სად გააკეთოს, ფანჩლაინი რა მომენტში მოარგოს და ასე შემდეგ. და რაც მთავარია, ბუნებრივად სასაცილო ადამიანია.

პ.ს. ახალ მულტფილმს იღებს პოლიციელებზე, 2018 წელს გამოვა. <3
http://moviehole.net/2017112034albert-brooks-louis-c-k-cops
...God of another reality, Beggar of this world...