ფილმებში და სერიალებში მსახიობები რომ ტიროდნენ, მეგონა, რეჟისორი ეუბნებოდა, დედაშენი მოკვდაო ან რამე და ის რომ ატირდებოდა, ოპერატორი დროს იხელთებდა და იღებდა

კიდევ, რომ იძახდნენ, ბურთში კამერა დევსო, მეგონა ვიდეოკამერა იდო

ცოტა მერე მივხვდი, ეგ რომ არ იდებოდა და მერე მეგონა, საზღვაო კამერა იდო

ერთხელ გიგანტური ქალი დამესიზმრა და კარგა ხანი მეგონა, რომ რეალურადაც არსებობდა.
მეგონა, სტუდენტი რომ გავხდებოდი, კარგად ჩაპუტკუნებული გოგო ვიქნებოდი ყავისფერი პომადით (ერთ ეგეთ სტუდენტს ვიცნობდი)
მეგონა, 19 წლამდე თუ არ გავთხოვდებოდი, მერე აღარავინ წამიყვანდა

(ბებიაჩემის გავლენა იყო)
მეგონა, ვისაც ჭორფლები ჰქონდა, ყველა ეწეოდა და სიგარეტისგან იყვნენ დაჭორფლილები.
ერთხელ ღრუბელი ძალიან ჰგავდა ბუთქუნა ფეხს და ღმერთის ფეხი მეგონა.
მამაჩემმა მითხრა, გარგარის კურკის გული ციანიდს შეიცავსო. ერთხელ კლასელმა გამაბრაზა მაგრად და გეგმებს ვაწყობდი, გარგარის კურკა წამესვა მის ბულკზე, რომ შეჭამდა, მოკვდებოდა და ვერავინ გაიგებდა, ვინ ჩაიდინა
This post has been edited by subterranean on 5 Jul 2013, 17:39