#37255969 · 15 Jul 2013, 22:49 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ქმარი თევზობას მორჩა და ნავი იქვე ნაპირზე დატოვა. ცოლს გასეირნება მოუნდა, ჩასკუპდა ნავში, წიგნი მოიმარჯვა და კითხვას შეუდგა. ამასობაში ნავი ისეთ ადგილს მიუახლოვდა , სადაც თევზაობა დაუშვებელი იყო. ოფიცერიც მალე გამოჩნდა: -გამარჯობა ქალბატონო, რას აკეთებთ? - წიგნს ვკითხულობ. - თქვენ ისეთ ადგილას იმყოფებით, სადაც თევზჭერა აკრძალულია. - უკაცრავად ოფიცერო, მაგრამ მე წიგნს ვკითხულობ, არ ვთევზაობ. - გასაგებია, მაგრამ ნავზე ვხედავ, რომ სათევზაო მოწყობილობა გიდევთ და მე რა ვიცი, იქნებ დაიწყოთ კიდეც. ამიტომაც იძულებული ვარ ნაპირზე გადაგიყვანოთ. - მაშინ მე თქვენ გიჩივლებთ სექსუალური ძალადობისთვის - კი მაგრამ რატომ? მე თქვენ არც კი შეგხებივართ. - თქვენ ყველა მოწყობილობა გაქვთ და აბა მე რა ვიცი როდის რას მოისურვებთ..
|