არ ვიცი რატომ მაგრამ ეს გამახსენდა
ისე შემიყვარდი ქალავ, როგორც არწივს უყვარს მთები
ისე შემიყვარდი ქალავ, ერთი შემოხედვით ვკრთები
ისე შემიყვარდი ქალავ, როგორც კალმახს უყვარს ჩქერი
ისე შემიყვარდი ქალავ, რომ თავს მოგაბეზრებ ცქერით
ისე შემიყვარდი ქალავ, როგორც თოვლებს უყვართ ზვავი
ისე შემიყვარდი ქალავ, ლამის შემოგწირო თავი
ისე მოგიტაცებ ქალავ, როგორც ნიაღვარი ყვავილს
ისე მოგიტაცებ ქალავ, ტკბილად იგონებდე ჩავლილს
ისე მოგიტაცებ ქალავ, როგორც ქარიშხალი ფოთლებს
ისე ჩაგეხვევი ქალავ, ვერ დაგვაშორებენ ცოცხლებს.