პირიქით , სწორედ იმას გაურბის , რომ თავად იყოს მთავარი კანონდამცველი და კანონის სახე , იმიტომ რომ კარგად ესმის , რომ ალოგიკურია კანონგარეშე კანონდამცველი...
მას სურს, რომ არსებოდეს გმირი ნიღაბის გარეშე, ჩვეულებრივი ადამიანი... ასეთი გმირი უფრო სასარგებლოა ადამიანებისათვის, რამდენადაც ის კანონის ფარგლებშია მოქცეულია და კანონის ძალით ებრძვის დამნაშავეებს...
ბეტმენი კი რომელიც კანონებს არღვევს ვერ იქნება სამაგალითო...
მუქ რაინდში (dark knight (2008)) ეს ძალიან კარგად ჩანს,
ჰარვი დენტი მას თავისზე უკეთესად მიაჩნდა და სწორედ მისგან აპირებდა გოტჰემის ახალი გმირის შექმნას...
რატომ?
იმიტომ რომ სწორედ ჰარვი დენტი იყო ისეთი ადამიანი ზემოთ რომ აღვწერე : ჩვეულებრივი, ნიღბის გარეშე, მოქმედი კანონის ძალით და ამავდროულად უკომპრომისო დანაშაულთან...
ჰარვი დენტი იყო იდეალი ბეტმენისათვის და იდეალური გმირი გოტჰემისთვის , მეტიც მას რომ არ დაეწყო @@@ობები და მართლა ბოლომდე მიეყვანა თავისი საქმე- დანაშაულთან ბრძოლა-, ის მართლა გახდებოდა გმირი და რამდენად კიდევ უფრო ახლოსაა ხალხთან ვიდრე ნებისმიერი სხვა სუპერგმირი , ის უფრო მაგარი ტიპი იქნებოდა ვიდრე ისინი.
დავუბრუნდეთ ბეტმენს , მისი კიდევ ერთი პლიუსი არის ის , რომ ის არაა სუპერგმირი სახელის გამო, მეტიც ჰარვი დენტის სახელის გადასარჩენად ის იბრალებს იმას , რაც რეალურად არ ჩაუდენია და ამით საზოგადოების სიძულვილს იმკის...
სხვა სუპერგმირებს გაუკეთებიათ ეს? არა !...
ბეტმენმა გააკეთა !...
ამით ის ზნეობრივად ერთი საფეხურით მაღლა აღმოჩნდა სხვა სუპერგმირებზე...
ბეტმენმა დანაშაულთან ბრძოლას და საზოგადოების სამსახურს შესწირა :
საკუთარი ქონება,
საკუთარი სახელი,
საყვარელი ქალი.
ყველაფერი იმისათვის , რაც მან გააკეთა ქალაქისათვის, მან ხშირად მისდამი სიძულვილი მიიღო...
ქალაქის მცხოვრებნი იშვიათად იჩენენ თანაგრძნობას მისდამი, როცა ის დამნაშავეებს ანადგურებს მას ტაშით ხვდებიან მაგრამ საკმარისია მცირე შეცდომა დაუშვას და ქალაქი ოდნავ ამით დაზარალდეს და მისდამი უკმაყოფილება ელვის სისწრაფით იზრდება და მას ყველა იძულებს...გულწრფელად ვისაც სურს მისი დახმარება , ძალიან ცოტაა...
გავაანალიზოთ ეს და გავიხსენოთ კიდევ ერთხელ, რომ ის მდიდარია და ის მდგომარეობა, რომელიც მას როგორც ბრუს უეინს , საზოგადოებაში უჭირავს და ამის ფონზე კიდევ ერთხელ დავსვათ კითხვა : თქვენ მოგინდებოდათ ბეტმენობა? თქვენ მოგინდებოდათ ასეთი ცხოვრება ?
ნაწილობრივ მართალია ბატონო
კაზლოვსკი, როცა ამბობს რომ ბეტმენი წესრიგს ქმნის მაგრამ თავად არ ემორჩილება ამ წესრიგს მაგრამ ამას ყველა სუპერგმირი აკეთებს...
ბეტმენიც აკეთებს ამას, მაგრამ ბეტმენი ამაშიც კი სხვებზე , მათ შორის სუპერმენზე , წინაა...რადგან ის გაურბის ამას. მას არ სურს იყოს მთავარი პოლიციელი და ის იყოს კანონი...
მას სურს რომ კანონი კანონობდეს...
სხვა სუპერგმირები კი ირგებენ ამ როლს და ეგუებიან მთავარი კანონდამცველის როლს...
როგორც გმირი, როგორც ადამიანი, ბეტმენი უფრო მაგარი ტიპია.
ვიღაც იკითხავს ეხლა ეს რა შუაშიაო... იმ შუაშია, რომ სუპერგმირები სიკეთის მხარეს იბრძვიან, სწორედ ამიტომ ისინი ამ კრიტერიუმებითაც უნდა შეფასდეს და მე თუ მკითხავთ ეს კრიტერიუმები უფრო მნიშვნელოვანია, რამდენადაც მნიშვნელობა აქვს არამარტო ძალას, არამედ იმასაც რამდენად მართებულად იყენებენ და გამოიყენებენ მას...
შევაჯამოთ..
სუპერმენის ძალა მის სუპერძალებშია...
ბეტმენის ძალა ინტელექტსა და ტექნოლოგიებში.
სუპერმენი უცხოპლანეტელია...
ბეტმენი მიწიერია, ადამიანი.
სუპერმენი სუპერგმირია...
ბეტმენი დანაშაულთან მებრძოლი.
სუპერმენს მოსწონს იყოს მთავარი პოლიციელი...
ბეტმენს სურს კანონი კანონობდეს და საზოგადების იდეალი ის ადამიანი იყოს , ვინც კანონებს იცავს და არა ის ვინც კანონებს არღვევს.
სუპერმენს მოსწონს ის სახელი და გავლენა რაც მას გააჩნია საზოგადოებაში...
ბეტმენი მზადაა აიტანოს სიძულვილი ხალხის მხრიდან...
სუპერმენს ხშირად უწევს მეგობარი ქალის საფრთხიდან დახსნა...
ბეტმენის საყვარელი ქალი დანაშაულთან ბრძოლას შეეწირა..
სუპერმენს არ აქვს დიდი ქონება...
ბეტმენმა მთელი ქონება დაკარგა იდეალების დაცვაში...
სუპერმენის დამარცხება და მოკვლა ძნელია...
ბეტმენი რისკავს სიცოცხლით, მას ყველა მხრიდან ელის საფრთხე და მას მაინც ვერ ამარცხებენ...
ბეტმენი ჯობია 100000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000-ჯერ .....
ეს გახლავთ მთავარი, რაც მინდოდა მეთქვა. ახლა მომეცით სტატისტიკა, რომელსაც დავეყრდნობი.
ადამიანი რომელიც იმ ჩარჩოში ჯდება რომელიც არანაირ ჩარჩოში არ ჯდება Datvlas_vin_gtxоvs
auf wiedersehen