ბარნი, პატარების მეგობარი, მარცვლეულის ქვეყნიდან მოსული რძიანი შოკოლადითა და გემრიელი შიგთავსით შედის მაღაზიაში
მიათვალიერებს იქაურობას, შენიშნავს რა თავის თანამოძმეებს მოყავისფრო შეფუთვაში გამომწყვდეულებს, უმალ მრისხანე თვალებს გამყიდველის უცოდველ, გამყიდველისათვის დამახასიათებელ 'ამას რაღა ჩემი ### უნდა'-ს მთქმელ მზერას შეაგებებს და ბოხი, ბარნისათვის დამახასიათებელი ხმით დაიყვირებს: თავისუფლება გარნის!!!
ამავდროულად ბეჟანას გამოსახულებიან მწვანე კუპიურას დახლზე დაუგდებს და გამყიდველის რეაქციის მომლოდინე, იქვე მდგომი სკამის ფეხს მიეყუდება
მაგრამ რას იფიქრებდა თუ ასობგერა 'გ' და 'ბ' აერეოდა ერთმანეთში და ბარნის ნაცვლად გარნის იტყოდა
ანდაც იმას, რომ გამყიდველი ნიკოლოზოიდი იქნებოდა
რაც შემდეგ მოხდა არავის გაგაოცებთ, მხოლოდ იმას გეტყვით რომ ახლა ბარნის მეტროებთან ფანდურით ხელში მომღერალს თუ დალანდავს ვინმე