გერმანიაში ადრე ტელევიზორი მიქონდათ სალაროსთან დაიბრუნეთო, ჩეკს რომ თხოვდნენ გადავაგდეთო პასუხობდნენ, მაშინ ვერ დავიბრუნებთო და კარგი მაშინ წავიღებთ უკან რა ვქნათო და წელიკი მოპარული იყო

კიდე ტექნიკაზე შეერთებული რომაა ტელეფონები და ლეპტოპები მაღაზიებში, მაგათზე ცოლქმარი ჩალიჩობდნენ, სიგნალიზაციას რთავდნენ და ყველა რომ ჭყიპინებდა სანამ ცოლი დაბნეული ართობდა დაცვას, ქმარი პარსავდა მაღაზიას.
2001 წელია. მირეკავს მეგობარი ევროპის ერთერთი ქვეყნიდან და მთხოვს, პოლიტიკურ თავშესაფარს ვითხოვ და იქნებ გაიხსენო, გიორგაძემ შევარდნაძეს ტერაქტი, ზუსტად რომელ რიცხვში მოუწყო, კომისიას ვუმტკიცებ, რომ შევარდნაძის მანქანაში ვიჯექიო :) © გიორგი ჯანელიძე