მამენტ ჩემი დიდი ბებო ახლაც ცოცხალია და გძეტა 10 წლის უკან
გურაში რო ჩავიდოდით მთელი სანათესაო ყველაფერს გვახვედრებდა, თავზე გვევლებოდა და რავიცი უხაროდა მის შთამომავლებს რო ხედავდა
ბაბუა კიდე ძალიან მიყვარდა
ჩემთვის მისაბაძი ადამიანი იყო თან 86 წლის იყო და ერთი კბილი არ აკლდა სულ ქათქათა კიჭები ქონდა

საჭმელად რო ვსხდებოდით ბაბუ სულ პუნქტუალურად მოდიოდა და მის ადგილას იჯდა
ბებოს კიდე 10 ჯერ დაძახება უნდოდა საქმეს ვერ ვწყვეტდით
მერე მოკვდა ბაბუ და ბებოც ჩვენთან წამოვიყვანეთ მიუხედავად იმისა რო სამი შვილი ყავდა მაინც ჩვენთან არჩია დარჩენა რადგან ჩემზე და ჩემს ოჯახზე დიდი "ამაგი" ჰქონდა გაწეული
ერთ დროს ისეთი ქალი რომელსაც 1 წამით ვერ ვნახავდი უსაქმოდ, ახლა უკვე სახლში კრესლოში ზის
სიარულიც უჭირს, მაგრამ ჩავარდნილი არაა და მაინც უხარია ცხოვრება აგერ უკვე 88 წლისაა და რო ვუფიქრდები მისი სიკვდილის დრო მოახლოვებულია მაგრად მიტყდება
მართალია ბაბუ სულ უფრო მეტად მიყვარდა მარა მაინც მწყინს
მის ისტორიებს მიყვება რომელიც უამრავჯერ მაქვს მოსმენილი მარა მაინც ვუგდებ ყურს
იქნებ ახლა მაინც გავახარო რამეთი რო მერე გულში არ დამრჩეს რატომ არ მოვუსმინე მეთქი
ისე ჩემთვის არასდროს ჭკუა არ დაურიგებია, არასდროს კომფლიქტი არ მქონია
არის ერთი ბუნჩულა ბებია რომელსაც ცუდი არავისთვის არუნდა, უხარია შვილისშვილების და შვილთაშვილების ნახვა და ბოსტანში მუშაობიდან თურქულ სერიალებზე გადავიდა
This post has been edited by თბილისელი on 23 Apr 2014, 02:33
ფორუმელს კითხეს კარდუ შენ ხარო? და არა ისე ვარ ###ო. ©Gtrup
ნაღდი ტროლი იყო მაიორი აბჟანდაძე.. 43-ში გერმანელებში ნაძვის ხის ფორმით რომ შეიპარა და 53-ში საშობაოდ რომ მოჭრეს. © ozzy_ka10