ბავშვზ
მე არა ვარ მშობელი და მიხარია ხოლმე როცა მშობლებს აგინებენ. საერთოდ არ მიმაჩნია სწორ საქციელად ბავშვის გაჩენა
იმიტომ რომ ნებისმიერი ბავშვის ნებისმიერი პრობლემა პირდაპირ თუ ირიბად არის მშობლის ბრალი.
მაგრამ ერთი რაღაც უნდა გითხრათ
თქვენს მშობლებს, ნათესავებს და გარშემომყოფებს არ ჰქონიათ ისეთი ცხოვრება, რის საფუძველზეც მაგათ შეიძლება იგივე მოსთხოვო, რაც შეიძლებოდა მოგეთხოვა მაგალითად 60 -იანი წლების მშობლებისთვის, ან ევროპელი ქვეყნების მშობლებისთვის, სადაც სტაბილურად ცხოვრების ერთი წესის მიხედვით ცხოვრობს ხალხი საუკუნეზე მეტი ხანია და აი რატომ
ადამიანი სოციალური არსებაა და ქცევებს სოციუმისგან სწავლობს
მორალი შმორალი თავისთავად არ არსებობს
ადამიანს სჭირდება მომავლის ზოგადი გეგმა იმისთვის, რომ იცოდეს როგორი იყოს
თქვენი მშობლები ამ ზოგადი გეგმის მიხედვით მივიდნენ მშობლობის ასაკამდე და გაგაჩინეს თქვენ, მაგრამ მერე უცბად ყველაფერი აირია და აღარ არსებობდა არც ერთი წესი, რომელიც იმუშავებდა. მოუწიათ ახალი აღმოჩენების კეთება და ბრძოლა ყველა მიმართულებით. თან ბავშვებით ხელში.
საერთოდ რომ არ დაუფშტვინეს და ნაგავში არ მოგისროლეს სასოწარკვეთილების გამო, ეგეც დიდი ვაჟკაცობაა
სხვა სფერო ავიღოთ. ქალის და კაცის ურთიერთობა.
90-იანებში უცბად უბნელებმა დაიწყეს თავიანთი მეზობელი გოგოების კრუგში დატრიალება და ზოგის კიდევ იარაღის მუქარის ქვეშ მოტაცება და ცოლად შერთვა :დ
რატომ გააკეთეს ეს? იმიტომ რომ ქაოსი იყო ირგვლივ. ერთმა გააკეთა, მეორემ გააკეთა, პოლიციაზე უფრო მეტი იარაღი ხალხს ეჭირა ხელში და მერე იფიქრეს, ეტყობა ესე შეიძლებაო
არც გოგოებისთვის იყო ეს ისეთი დიდი უცნაურობა იგივე მიზეზიდან გამომდინარე, როგორიც იქნებოდა დღეს.
იგივე ხდებოდა პრობლემების გადაწყვეტის საქმეში. ამოიღე იარაღი, დაახალე, წადი.
ან პასუხს არავინ მოგთხოვდა, ანდა მამა გაგიშვებდა ესპანეთში

თუ არადა შენც დაგახლიდნენ რამდენიმე დღეში
ამას დაამატეთ ის, რომ ხალხმა აღარ იცოდა საიდან ეშოვა ფული და ვეღარც შოულობდნენ.
ფული კი არა, ტანი როგორ დაებანათ და ცეცხლი საიდან დაენთოთ, ეგეც თავიდან სასწავლი გაუხდათ იმიტომ, რომ მანამდე რადიატორები თავისით ირთვებოდნენ ნოემბერში და ითიშებოდნენ მარტში. ონკანიდან კიდევ მოდიოდა ცხელი წყალი თავისით.
მამაჩემმა ხან შეშის ფეჩი მოიტანა კორპუსის ბინაში, ხან კერასინკა

არაფერი არ მუშაობდა. მთელი ზამთარი არ გვიბანავია იმ წელს. კურტკებით და ქუდებით გვეძინა.
და ამ სიცივეში არსებობდა ხალხი, რომლებიც არ ყრიდნენ ფარ-ხმალს და იძახდნენ, რომ ნასკებით ძილი არის წარმოუდგენელი მათთვის და მაინც ეძინათ ისე, როგორც საჭირო იყო!:lol: ზოგს ღამით ფანჯრის ღია დატოვების ტრადიციის დათმობა არ უნდოდა.
ბევრი წელი დასჭირდა იმას, რომ შემოსულიყო გაყიდვაში გამათბობლები. მანამდე ტურტლიანები დავდიოდით და სახლებში კედლები გვქონდა გაჭვარტლული. შიგნითაც და გარეთაც.
ნუ შეიზიზღებთ თქვენს მშობლებს იმის გამო, რომ იმ წლებში და შემდეგ წლებში ვერ მიხვდნენ, როგორ ეცხოვრათ უკეთესად. მაგათ უფრო მეტი პრობლემა შეხვდათ, ვიდრე სხვებს და ამიტომ