მე შემიძლია შემოგთავაზო დროში მოზგაურობის რამდენიმე ხერხი:
1. დროის მანქანა: თიფლერის ცილინდრი
თიფლერის ცილინდრის საფუძველზე შექმნილი მანქანის გამოსაყენებლად, დედამიწა უნდა დავტოვოთ და კოსმოსური ხომალდით გავეშუროთ ცილინდრისკენ, რომელიც ბრუნავს. ცილინდრის ზედაპირთან მიახლოების(მისი გარემო სივრცე დეფორმირებული იქნება) მერე, რამდენიმე წრე უნდა დავარტყათ მას და ისევ დედამიწისკენ წამოვიდეთ. ჩვენ წარსულში დავბრუნდებით. რამდენად შორეულ წარსულში, იმაზეა დამოკიდებული, რამდენჯერ შემოვუფრენეთ ცილინდრს. დრო თითქოს ჩვეულებრივ, წინ მიდის, სანამ ცილინდრის გარშემო ვმოძრაობთ, დეფორმირებული სივრცის მიღმა აუცილებლად წარსულში წავალთ. ეს იგივეა, რომ წრიულ კიბეზე ავდიოდეთ და ყოველი სრული წრის მერე ერთი საფეხურით დაბლა დავეშვათ.
2. ლოკალური გრავიტაციული ველი
ამოს ორისა და ალენ კარის აზრით(ჰაიფას ტექ. ინსტიტუტი, ისრაელი), შესაძლებელია სივრცის ისეთნაირად ჩახვევა, რომ მის შიგნით ლოკალური გრავიტაციული ველი შეიქმნას. ასეთი მოწყობილობა რაიმე ეკზოტიკური მატერიის საჭიროებასაც გამორიცხავდა. თუმცა, როგორი იქნება ის რეალურად, საკმაოდ ძნელი სათქმელია. ორის თქმით, მათემატიკური გამოთველბით, დროის ტოლ შუალედებში ხვეულს შიგნით ვაკუუმში დროის მანქანა წარმოიქმნება. მხოლოდ შიგა ნაწილში მოხვედრაღა იქნება საჭირო. თეორიულად, ამგვარი მოწყობილობით დროის ნებისმიერ მომენტში გამგზავრება იქნება შესაძლებელი, მანქანის შექმნის თანავე.
3. ეკზოტიკური მატერია
რადგან დროში მოგზაურობა არაფიზიკურია, ფიზიკოსები ვარაუდობენ, რომ ე.წ. ტახიონები(ტახიონები მომავლიდან), ჰიპოთეტური ნაწილაკები, რომლთათვისაც სინათლის სიჩქარე უძრავი მდგომარეობაა, ან არ არსებობენ, ან ჩველებრივ მატერიასთან ურთიერთქმედება არ შეუძლიათ. თუმცა, როცა უარყოფითი ენერგია ან მასა(დროში მოგზაურობა შესაძლებელია?), ანუ ეკზოტიკური მატერია, ან ნივთიერება, დრო-სივრცის ხვეულს წარმოქნის, ყველა წარმოუდგენელი მოვლენა შეიძლება მოხდეს: თხუნელას ორმოები(“თხუნელას ორმო – ვარსკვლავები”), რომლებიც სამყაროს შორეულ წერტილებს მოკლე ტუნელებით აერთებენ; დეფორმაციის ძრავი, რომელიც სინათლის სიჩქარეზე სწრაფად გადაადგილების საშუალეაბს მოგვცემს; დროის მანქანები, წარსულში სამოგზაუროდ(დროის უკუსვლის შეუძლებლობის ფარული პრინციპი; დაკონსერვებული დრო; უცნაური ვარსკვლავები).
4. კოსმოსური სიმები
ჰიპოთეტური ერთგანზომილებიანი(სივრცული) ტოპოლოგიური დეფექტები სამყაროს დრო-სივრცის ქსოვილში, დარჩენილი დიდი აფეთქების მერე. მათი საშუალებით, თეორიულად, დროისმაგვარი მრუდების ჩაკეტილი ველები შეიძლება წარმოიქმნას, წარსულში სამოგზაუროდ. ზოგიერთი მეცნიერის აზრით, თუ ასეთ სიმებს ერთმანეთთან ან შავ ხვრელთან ახლოს მივიტანთ და ორ უსასრულო სიგრძის სიმს გულდსმით გამოთვლილი რვიანის ტრაექტორიებით შემოვუვლით, იქ მოვხვდებით, სადაც გვინდა და როცა გვინდა.
5. შავი ხვრელი
შავი ხვრელი ყველაზე უფრო ძლიერად ზემოქმედებს დროზე(შავი ხვრელების საიდუმლო), ისე ანელებს მას, რომ სხვა ვერაფერი გალაქტიკაში. ის, ფაქტიურად, ბუნებრივი დროის მანქანაა. ხვრელის გარშემო შემოფრენის მისიის ხელმძღვანელი ჯგუფისთვის დედამიწაზე, ხვრელის ორბიტაზე შემოვლა 16 წუთი გაგრძელდება. ხოლო ხომალდში მყოფი ადამიანებისთვის, დრო ძალიან ნელა დაიწყებს სვლას. ყოველი 16 წუთი მათთვის 8 წუთი გაგრძელდება
ასე რომ აირჩიე ერთ-ერთი ხერხი და წარატებები
This post has been edited by beqashelo on 6 Jan 2016, 14:41