მაგარი საყვარელი თემაა, ოღონდ ჩემთან ვერ გავავლე პარალელი, საერთოდ არ მახსენდება ასეთი რამეები.
პრიცნიპში, რა გამახსენდება, ბოლო 3 წელი მარტო ვარ და სხვაგან მივდივარ ხოლმე.
მანამდე კიდევ, ჩემს სტიქიაში ვიყავი და არ მახსოვს გარეთ რა ხდებოდა, იქნებ კიდეც ჩხუბობდნენ და სასაცილო რამეებს აძრობდნენ სიქას?
მე კი 31-ში დილით ადრე ვდგებოდი და საღამომდე თავს ვუვლიდი. სულიერ და ფიზიკურ ჰარმონიაში მოვდიოდი, სალონებში დავდიოდი. შემდეგ
რამე საყვარელი ფილმი, ჩანაწერების რვეულში წლის ბოლო ჩანაწერი, გასეირნება წინასაახალწლო ქუჩებში და სიგარეტის მოწევა ჩემს საყვარელ
ბაღებში. 12სთ-ზე ძლივს მივაღწევდი მაგიდასთან. შემდეგ გამომივლიდნენ გნიასით და მივდიოდი სახლიდან. ესე 5-7 დღეში ვბრუნდებოდი ჩემს
ხალათს და ფაჩუჩებს დანატრებული. აი, ამ პირობებში, სულ რომ ოჯახი დამქცეოდა, რას გავიგებდი ნეტა?!
ჩემთან ყველაფერი უკუღმა ხდება. ერთი რამ არ მომხდარა ისე, როგორც ეს ჩვეულებრივად, ადამიანებში ხდება ხოლმე.
აი, ამის მაგალითი, წინასაახალწლო ოჯახური სასიამოვნო კინკლაობაც კი არ ვიცი როგორია და არც კი გამისინჯავს სახლის სასუსნავები.
მხიარულების ნაცვლად კი ნოსტალგიურ-მელანქოლიურად სასიამოვნო სედვა დამყვებოდა იმ ადამიანის, თუ ადგილის, რომელიც ჩემი იყო და მე
ვერაფრით ვაგნებდი, რადგან არ ვიცოდი როგორ უნდა მიმეგნო, მაგრამ ამის მიგნების გარეშე ტყუილია ყველაფერი, მათ შორის მეც.