Brian Griffinყველა მაგარი ნერვებმოშლილი ტიპი იჩითება ჩემ გარდა. მე მკიდია. წელს გადავრჩი ვაგზლის ბაზრობას და უბანში რაზეც გინდათ გამაგზავნეთ მეთქი. ეხლა ხო იასნია რო წინასწარ უკვე შეგუებული ვიყავი რო 5 ჯერ მაინც უნდა ჩავიდე, ჰა-ჰა- 6 ჯერ. ჯანი გავარდეს-7 ჯერ

ეგ უკვე ფაიზაღი ვიცი, ყველა ჩასვლაზე რაღაც დაავიწყდებათ. აზრი არა აქ იმის ტქმას რო- აიღე მობ. შე ოჯახაღყვავებულო, 21 ს. პირველი მეოთხედი მთავრდება, ან მომწერე, ან ხმოვანი გამომიგზავნე- არა. ვიცი რო ეგ ტრადიციაა პროსტა. კულტურაა ეგეთი- 7ჯერ უნდა ჩახვიდე რო მირონი გეცხოს
ეგ მირჩევნია ვაგზლის ტურტლიან მეტროში ვიღაცის ძუნძგლის ცხებას. თან ოჯახურ წივილ-კივილს გავეცლები, ბავშვებს რტო უყვირით ტო, ახალი წელი ხო მაგათია, ეგ მაინც შეარგეთ მეთქი. იმენა ასასტიკებენ ბავშვებს, გოჭებს კლავენ, ქათმებს ხოცავენ, ინდაურებს დედასუ#ნავენ- ვინ არიან ტო, მე ვიყო კინგკონგი.