ლორდ ჰენრი განთქმული პიანისტი გახლდათ. მას ყველა იცნობდა დიდი თუ პატარა, წარჩინებული თუ ღარიბი, კეთილი თუ ბოროტი, ადამიანი თუ ზანგი. ლორდს მთელს ინგლისში სცემდნენ პატივს. ხელოვანს, ხშირად მოწიწებით სთხოვდნენ დიდგვაროვნები თავიანთი შვილების მუსიკალურ განათლებაზე ზრუნვას. ყოველი ასეთ თხოვნას კი ლორდ ჰენრი, როგორც წესი უარით პასუხობდა. თუმცა როგორც ჰაიდარაბადის ინდუისტი ბრძენნი იტყოდნენ ხოლმე ,,თუ ნემსის ყუნწი აქლემზე ორჯერ დიდია, მაშინ შიგ აქლემი კი არა გასიებული ბუდაც გაეტევა ჩინეთის გამოყლეებულ იმპერატორთან ერთადო".
როგორც ჩანს იმ მისტიურ საღამოს ნემსის ყუნწი გაფართოვდა და ლორდის სასახლის კარზე კაკუნი გაისმა.
- მობრძანდით სერ - შეეგება ლორდი თავის ჯარის მეგობარ პიტერ ერიქსონს, რომელსაც გვერდით პატარა შავგრემანი სტიუარტი ედგა.
- როგორ ხარ ლორდ, სკოლკა ლეტ სკოლკა ზიმ. - დიდი ხნის უნახავი მეგობრის დანახვაზე ნამგალივით დაეღრიჯა სახე პიტერს.
- პიტერ ნუთუ ეს შენ ხარ? ჯარის მერე არ მინახიხარ როგორ გიკითხო?
- როგორც გინდა ისე მიკითხე - გაუკვირდა, ინგლისურ დიალექტს გადაჩვეულ პიტერს.
- კარგი შემოდით.
ლორდმა მეგობარი სავახშმოდ მიიპატიჟა და თან ამბებიც გამოკითხა.
- როგორც ჩანს აქ ახლახანს ჩამოხვედი. საით ცხოვრობდი?
- დედუქციის მეთოდი ლორდ?
- არა, არავითარი დედუქცია. შეუიარაღებელი თვალითაც კარგად ჩანს, რომ შენი ვაჟი ქალაქში გაზრდილი არ არის.
- ახლავე მოშორდი ვაზას სტიუარტ - დაუღრიალა ვაჟს პიტერმა. სტიუარტი ყვირილზე შიშისაგან შეხტა და შარდი რომელიც მანამდე, მისი პენისის გავლით ანტიკურ ელინურ ვაზაში იღვრებოდა ახლა კედელზე დაკიდებულ ედგარ დეგას ნახატს მიესხა.
- მერჩივნა ისევ ვაზაში მოეფსა მეგობარო.
- მაპატიე ჰენრი, ჩემი აქ მოსვლის მიზეზიც სწორედ ეს გახლავს. კარგად მოგეხსენება, რომ მე ჯარში დავრჩი. არაერთ ოპერაციაში მივიღე მონაწილეობა. ერთხელაც სამხრეთ ამერიკის ჯუნგლებში გამაგზავნეს ოპერაციაზე. ჰოდა მეც იქ დავრჩი. იქ საკუთარი სული, სამოთხე და საკუთარი თავი ვიპოვე ხომ გესმის? სწორედ იქ, ჯუნგლებში აბორიგენ ტომებთან ერთად ვიცხოვრე მრავალი წელი. იქ გავიცანი სტიუარტის დედაც, შემდეგ კი მოხდა ტრაგედია და ის გარდაიცვალა. მოკლედ თავს აღარ შეგაწყენ და გეტყვი, რომ დაბრუნება გადავწყვიტე. იქ დავტოვე ჩემი სული თუმცა წამოვიღე უამრავი მოგონება, ნივთი, წამოვიყვანე საყვარელი ცხოველები და ჩემი შვილი. აქ ზოოპარკი გავხსენი, ცოტაოდენ ფულს ვშოულობ. სტიუარტი უკვე დადის სკოლაში, ეჩვევა აქაურობას. მინდა მუსიკა და ფორტეპიანო შეისწავლოს. შენზე უკეთ ვინ გაართმევს ამას თავს, შენზე უკეთესი მასწავლებელი ვინ ეყოლება ჩემ შვილს ლორდ. გთხოვ უარს ნუ მეტყვი და დამეხმარე. ხომ ხედავ რა დღეშია ეს ვირიშვილი. - პიტერმა და ჰენრიმ ერთად გახედეს პატარა სტიუარტს, რომელსაც უკვე დაესრულებინა დეფეკაცია, მაგიდის ქვეშიდან გამომძვრალიყო და ტრაკს იშვიათი აბრეშუმის ფარდით იწმენდდა.
- კარგი მეგობარო, შევეცდები დაგეხმარო - ხათრი ვერ გაუტეხა სიყრმის მეგობარს ლორდმა - ოღონდ ხომ იცი, სმენა უნდა შევუმოწმო, თორემ თუ სმენა არ აქვს ვერაფერს დაგპირდები.
- ოჰ რა თქმა უნდა ჰენრი, დიდი მადლობა. - თვალაცრემლებული პიტერი მეგობარს გადაეხვია.
ნახევარი საათის შემდეგ, ლორდმა პიტერი და სტუიარტი და პიტერი თავის სამუშაო ოთახში გაიყვანა. დიდი თეთრი როიალი ათობით სანთლისგან გამოსხივებულ შუქს ოთახში სიმეტრიულად მიმოფანტავდა. ოდნავ შეღებული ფანჯრებიდან შემოსული საღამოს ნიავი ფარდებს ტალღებივით ალივლივებდა. სასიამოვნო გარემო სუფევდა ამ მდიდრული ნივთებით მოჭედილ სამყოფელში.
- დაჯექი სტიუ - თავზე ხელი გადაუსვა მეგობრის ვაჟს ლორდმა.
სტიუარტი და ლორდი როიალს მიუსხდნენ. პიტერი შორიახლოს ჩამოჯდა და სულგანაბული უსმენდა ლორდს.
- მოკლედ სტიუარტ, ეს არის დო, ეს რე, ფა, სოლ, ლა სი - აუხსნა ლორდმა სტიუარტს და შესაბამისი ჟღერადობაც მოასმენინა - დაიმახსოვრე?
- დიახ სერ. - მიუგო სტიუმ და ცხვირიდან გამოღებული ცინგლი სკამის საზურგეს შეაწმინდა.
- ძალიან კარგი, ახლა მიბრუნდი, მე დავუკრავ და შენ უნდა მითხრა რომელი ნოტი ავიღე. გასაგებია? დავიწყეთ. - სტიუარტი მიბრუნდა და ლორდმა პირველი ნოტი აიღო.
- აბა რა ნოტი იყო სტიუარტ?
- ე ნოტი სერ.
- არა სტიუარტ ხომ გახსოვს? დო რე მი ფა სო ლა ან სი... კიდევ ერთხელ. - ლორდმა მეორედ აიღო ნოტი.
- რა ნოტი იყო სტიუარტ?
- ე ნოტი სერ.
- ასეთი ნოტი არ არსებობს შვილო. ხომ გაგიმეორე დო რე მი ფა სო ლა ან სი.
- შენი დიმიტრი შოსტაკოვიჩი დედა ###### ე ნოტი მეთქი, ენოტი შემოძვრა ფანჯრიდან! - ტარზანივით დაიღრიალა სტიუმ სამხრეთ ამერიკული ჭაღარა ენოტი ჭაღიდან ჩამოხსნა, ლორდს ნოტების რვეული გადააყლაპა. ამოიიღლიავა მამამისი, ხეზე აცოცდა და ეპინგ ფორესტში შარიშურით გაუჩინარდა...
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
ეძღვნება ErikTon-ს, თუ არ ვცდები ერთხელ დავპირდი, ამ თემაში ერთ პოსტს მოგიძღვნი თქო...
This post has been edited by Neverborn on 24 Nov 2014, 23:16