დაბადება 9:20-27
დაიწყო ნოემ მიწის დამუშავება და ვენახი გააშენა. 21 დალია ღვინო, დათვრა და შუა კარავში გაშიშვლდა. 22 დაინახა ქამმა, ქანაანის მამამ, მამის სიშიშვლე და თავის ორ ძმას შეატყობინა გარეთ. 23 აიღეს სემმა და იაფეთმა მოსასხამი, მხრებზე მოისხეს და უკუსვლით მივიდნენ. სახეშებრუნებულებმა დაუფარეს სიშიშვლე მამას და არ დაუნახავთ მამის სიშიშვლე.
24 ბოლოს გამოფხიზლდა ნოე და გაიგო, როგორ მოექცა უმცროსი შვილი. 25 მან თქვა:
„დაწყევლილი იყოს ქანაანი.
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «