წარმოიდგინე მილიონობით ვერსია, შენი რომელიღაც "მე" ამ თემაში საერთოდ არ პოსტავს, მეორემ საერთოდ არ იცის რა არის ფორუმ.ჯი და ასე შემდეგ

შავ ხვრელს კი რაც შეეხება, შავი ხვრელი არის მკვდარი ვარსკვლავი, რომელიც აფეთქდა და უზამრაზარი ძალის წყალობით მინიმუმამდე შემცირდა, თუმცა მასა ძალიან გაიზარდა და ამან გამოიწვია მისი უუუუზარმაზარი მიზიდულობა,
ეს მიზიდულობის ძალა იმდენად დიდი არის რომ თვითონ სინათლეც ვერ ასწრებს მას. "შავი ხვრელი" ზოგ dirty mind-იანს სხვა რაღაც გონია მაგრამ შავი ხვრელი სულაც არ არის შავი, რაღაც ენერგიას ისიც გამოყოფს და ამის შედეგადაც სინათლე წარმოიქმნება მაგრამ პატარა,
ასევე შავ ხვრელთან დრო შენელებულია და თვითონ შავ ხვრელში საერთოდ არ არსებობს დრო, ანუ შენ რომ შავ ხვრელთან იყო და მე აქ დედამიწაზე შენი 1 წუთი ჩემი 100 წელი იქნებოდა
ასევე შენ რომ შავი ხვრელიდან იყურებოდე სამყაროს ევოლუციას იხილავდი, და შეიძლება დასასრულსაც
ზოგი თეორიის მიხედვით შავი ხვრელები პორტალებია სხვა სამყაროებში, აი გია დვალის ლექციას უყურე

მაგრამ შავი ხვრელიც შეიძლება განადგურდეს როცა ენერგიის მარაგი ამოეწურება, უმრავლესობა ახლოს მდებარე ვარსკვლავს იყენებს საწვავად.
მგონი გასაგებად ავხსენი, დედამიწას არ ემუქრება შავ ხვრელთან მიახლოება ან მაგდაგვარი რამე, დაახლოებიტ 100 მილიარდი წელი

ასე რომ ნუ გეშინიათ. ხო ისე მზე როცა აფეთქდება შავი ხვრელი არ წარმოიქმნება, უბრალო ვარსკვლავური ნისლეული იქნება, შავ ხვრელს დიდი ენერგია ჭირდება, მზე ძალიან პატარა ვარსკვლავია მაგისთვის