მე კი არ ავაჟიტირე. 14 თებერვალი გათენდა თუ არა უკვე დილიდან აჟიტირებულები გახდნენ. წმინდა ვალენტას დამსახურებაა ეს, რომ ამ დღეს უმეტესობა გოგო აჟიტირებულია.)
ამ სამიდან ერთი ძაან ახალგაზრდაა თან მოდელის გარეგნობაზე. მასთან ვმეგობრობ მხოლოდ. რაღაცეებს ვჩუქნი ხანდახან უცხოელი უფროსობა, რომ გადაყრის. მოკლედ მოქრთამული მყავს და კარგ განწყობაზეა ჩემთან. არც იმაზეა წინააღმდეგი ჩემი ფულითაც რომ გავიმეტო რამე რესტორანი იქნება თუ სხვა თუმცა არაფერი გამოსდის. წყაროზე ჩაყვანა არ გამოსდის როგორც იმ ლექსშია.
მეორე ნორმალურ ვიდზეა თუმცა 5%თაც არ მომწონს ზედმეტად ქალაბიჭური ყოველდღიყრი ლუქი აქვს. თუმცა კი მას სერიოზულად მოვწონვარ და ხშირად სევდიანი იყურება.
მესამე გოგო ვისზეც შეყვარებული ვარ. ზედმეტად განათლებულია და 9წლით ჩემზე პატარა. მაგ სამში ჩემთვის ყველაზე ლამაზი თუმცა სილამაზის სამოდელო სტანდარტით პირველი გაცილებით ლამაზია.
პიროვნულად კი ზედმეტად ანტიკვარი გოგოა. პრინცს რომ ელოდებიან ეგეთი. რა არ შევთავაზე დაბადების დღეზე თუ ისე ბოლო მოდელის აიფონი, საგზური უცხოეთში ყველაფერზე უარს ამბობს. თუ იაფფასიანი ბარახლო საჩუქარი აჩუქე მაგაზე თანხმდება მხოლოდ.
თუმცა აქვს ნაკლი "ქალი საჭესთან" სამსახურში პედლები აერია და 3ათას ლარიანი კარი დაჯეჯყა, შემდეგ წუწუნებდა ტორმუზი და სიჩქარის პედალი სულ მერევა ერთმანეთშიო. ხელფასიდან მოუწია ზარალის ანაზღაურება.
ეს გოგო დიდი ხანია ჩემი იქნებოდა თუმცა მეორე თანამშრომელი მყავს კონკურენტი რომელსაც ასევე ეს გოგო მოსწონს. ეს გოგო კიდე უკვე ერთი წელია თავს იმტვრევს რომელი ვჯობივართ. არცერთს დეითზე არ მოგვყვება და ტკბება ყოველდღიური ფლირტით და იმ კონკურენციით რაც მის გამო ჩვენ შორისაა.მაგას უნდა პირდაპირ ქორწინების ბეჭდით მიხვიდე თუმცა ეგრე არ ხდება. ხოლო იმ ორ გოგოს სხვა რა დარჩენია ამ სანახაობით ერთობა. თუმცა ჯამში ყველა ვერთობით და ერთფეროვან სამუშაო დღეს სახალისოდ ვაქცევთ თან ჩვენ უფროსობა დავცინით და ვაშაყირებთ თავიანთი უცხოური უცნაური ჩვევების გამო.
ნეტა ოდესმე რომ წავაკითხო ჩემი პოსტები რა რეაქცია ექნება
This post has been edited by daviti35 on 15 Feb 2025, 19:15