კაი ჰა შენი ხათრით დავწერ: = 9.965 ~ 10

ვინც ვერ გაიგო 8 ბოთლის და 3 პატიმრის მაგალითს მოვუყვან:
ავიღოთ 8 ბოთლი, რომლეთაგან 1 მოწამლულია, ამისათვის საჭიროა 3 პატიმარი,
პატიმარი #1-ს დავალევინოთ შემდეგი ბოთლებიდან: #2, #5, #6, #8
პატიმარი #2-ს: #3, #5, #7, #8
პატიმარი #3-ს: #4, #6, #7, #8
ყველა ბოთლიდან დაილია #1-ის გარდა:
-თუ არცერთი არ მოკვდა #1-ია მოწამლული
-თუ მხოლოდ პატიმარი #1 მოკვდა, ბოთლი #2 ყოფილა მოწამლული, რადგან დანარჩენი ბოთლები სხვებმაც დალიეს და არ მოკვდნენ
-თუ მხოლოდ პატიმარი #2 მოკვდა, ბოთლი #3 ყოფილა მოწამლული, იგივე მიზეზის გამო
-თუ მხოლოდ #3 მოკვდა, ბოთლი #4 ყოფილა მოწამლული - იგივე მიზეზის გამო
-თუ პატიმარი #1 და #2 მოკვდა, ბოთლი #5 ყოფილა მოწამლული, რადგან სხვებს ბოთლი #5 არ დაულევიათ
-თუ პატიმარი #1 და #3 მოკვდა, ბოთლი #6 ყოფილა მოწამლული, იგივე მიზეზით
-თუ პატიმარი #2 და #3 მოკვდა, ბოთლი #7 ყოფილა მოწამლული იგივე მიზეზით
-თუ ყველა პატიმარი მოკვდა, ბოთლი #8 ყოფილა მოწამლული, რადგან ის ყველამ დალია
აქედან გამომდინარე 8 ბოთლისთვის 3 პატიმარია საკმარისი
გამოდის 2 ბოთლისთვის 1 პატიმარი ყოფილა საკმარისი,
4 ბოთლისთვის 2 პატიმარი,
8 ბოთლისთვის 3
16 ბოთლისთვის 4
32 ბოთლისთვის 5
64 ბოთლისთვის 6
128 ბოთლისთვის 7
256 ბოთლისთვის 8
512 ბოთლისთვის 9
1024 ბოთლისთვის 10
1000 ბოთლისთვის 9.965 პატიმარი რაც უნდა დავამრგვალოთ 10ზე
This post has been edited by Richmonds Ley on 1 Mar 2014, 16:15