ჩემი აზრით....
თინა მახარაძე ერთი ჩვეულებრივი გოგოა რომელსაც უნდოდა იდენტიფიკაცია
მას არ აქვს რეციდივი ამისთვის
თინა მახარაძისთვის 2013 წელი იღბლიანი აღმოჩნდა, ჯერ ''ცეკვავენ ვარსკვლავებში'' მეცამეტე მონაწილედ აირჩიეს, შემდეგ კი სამთვიანი დაუღალავი შრომის ფასად, ცნობილ სახეებს ღირსეული მეტოქეობა გაუწია და პროექტის გამარჯვებულიც გახდა.
სულ ცოტა ხნის წინ კი გამოჩნდა ''იმედის დილაში'', საიდანაც ქართულ სპორტზე გვაწვდის ინფორმაციას და ღია ეთერშიც ერთვება.
ქეთის მეუღლე ყოფილი ჩოგბურთელია, რომელმაც ტრავმის გამო სპორტს თავი ადრე დაანება და ახლა კერძო ბიზნესი აქვს. წყვილს 2 წლის ანასტასია ჰყავს.
- ''ცეკვავენ ვარსკვლავების'' დროს ძალიან დიდი სტრესი მივიღე, ეტყობა, ამან ჯანმრთელობაზეც იმოქმედა და პრობლემები შემექმნა, თუმცა მოკლე დროში ფეხზე დავდექი და ახალი შემართებით შევუდექი ცხოვრებას. პროექტის მიმდინარეობისას სულ ვამბობდი, არ დავღლილვარ, კარგად ვარ-მეთქი, მაგრამ ლიკა ლაბაძე მეუბნებოდა, ჯერ სად ხარ, მეც მასე ვიყავი, მაგრამ შოუს დასრულების შემდეგ ერთი თვე დამჭირდა მდგომარეობიდან გამოსასვლელადო. მე კიდევ 10 სექტემბრიდან რომ ჩავერთე ამ მარათონში, 31 დეკემბრის ჩათვლით ამ საქმეზე ვიყავი ორიენტირებული. დამეთანხმებით, ასეთი დაძაბული გრაფიკისთვის ოთხი თვე ცოტა დრო არაა, მით უმეტეს, რომ არ ვიყავი მიჩვეული ასეთ რეჟიმს... თუმცა ძალები უკვე აღვიდგინე. პროექტის შემდეგ ჩემ მიმართ შეიცვალა საზოგადოების დამოკიდებულება, სადაც უნდა მივიდე - მცნობენ, ეს გარკვეულწილად პასუხისმგებლობას მაკისრებს, რომ ვიყო ფორმაში და კარგად გამოვიყურებოდე.
ხმები იმის შესახებ, რომ ნინი ბადურაშვილი მეუღლეს დაშორდა, რამდენიმე თვის წინ გავრცელდა. მაშინ თავად ნინიც, დედამისი ეკა კახიანი და ოჯახის ყველა წევრი კატეგორიულად უარყოფდნენ ხმებს მომღერლის ოჯახის დანგრევის შესახებ, თუმცა ჟურნალისტებამდე მაინც მოდიოდა ჭორები და ნახევრად დადასტურებული ამბები ნინისა და მოსკოვში მცხოვრები ირაკლი კუტალაძის ურთიერთობების დასრულების შესახებ.
თუმცა, ვინაიდან დადასტურებულად ამის თქმა არ შეიძლებოდა, თანაც, ნინი ფეხმძიმედ არის და მის მდგომარეობასაც გარკვეულწილად ყველა უწევდა ანგარიშს, ამის შესახებ პრესაში არ დაწერილა, თუმცა ჭორების გავრცელებას, გაგიკვირდებათ და, წერტილი ნინი ბადურაშვილის მეუღლემ თავად დაუსვა, როდესაც 1 ივლისის ჟურნალ ''თბილისელებში'' ცოლის შესახებ იმდენად სკანდალური განცხადებები გააკეთა, როგორიც ალბათ, არასდროს მოგისმენიათ.
ირაკლი კუტალაძე ამბობს, რომ ნინი ბადურაშვილმა ის გამოიყენა და მისი მიზანი იყო, ''კანონიერად გათხოვილიყო და კანონიერი ქორწინებიდან გაეჩინა შვილი. ქმარი და ოჯახის შექმნა მის გეგმებში არ შედიოდა. მე ჰაერზე არასდროს ვლაპარაკობ, უბრალოდ, არ მინდა ამ დეტალებზე ლაპარაკი, რაც ამის თქმის საფუძველს მაძლევს. მე ამის მყარი არგუმენტები მაქვს. ვამბობ, რომ ეს ყველაფერი იყო დასახული გეგმა...
ნინიმაც კარგად იცის, დღეს რა ურთიერთობაა ჩვენ შორის. შეიძლება, გარკვეული ეჭვი გამოვთქვა: მშობიარობის შემდეგ, როდესაც მთელი საქართველო დაინახავს, მე ნინის გვერდით აღარ ვარ, მაშინ ამ ფაქტს გამოიყენებს ისევ საკუთარი თავის პიარისთვის - ნახეთ, ქმარმა სამშობიაროშივე მიმატოვაო. ესეც მისი გეგმის ნაწილია და ამას, ალბათ, მოჰყვება მისი მოთხოვნები'' - აცხადებს კუტალაძე ჟურნალთან საუბრისას და დასძენს, რომ მისთვის სრულიად ნათელია, ნინისთვის პირველ პლანზეა სიმღერა და კარიერა, გადაცემა და საკუთარი თავის პიარი და ბოლოს, შვილი.
ქართულ შოუბიზნესში ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ცნობილი სახის მეუღლე, თანაც მამაკაცი, ასეთი სკანდალური ბრალდებებით გამოდის. ირაკლი კუტალაძე აცხადებს, რომ ვერ ხედავს ვერც ერთ მიზეზს იმისთვის, რომ ნინის არ გაშორდეს. ვინაიდან ნინის მეუღლე საკმაოდ პრინციპულად არის განწყობილი და როგორც ჩანს, არაფრის დათმობას არ აპირებს, სავარაუდოდ, საქმე ხმაურიან სასამართლო გარჩევამდეც მივა.
შეგახსენებთ, რომ ნინი ბადურაშვილის გრანდიოზული ქორწილი ''შერატონში'' 2012 წლის 25 ოქტომბერს შედგა, შემდეგ კი ის საცხოვრებლად მეუღლესთან, მოსკოვში გადავიდა. როგორც გავრცელებული ხმების მიხედვით ირკვევა, ნინიმ იქაურ ცხოვრებას ალღო ვერ აუღო და თბილისი სულ ენატრებოდა, თანაც, სულაც არ დახვდა ისეთი სიტუაცია, როგორც თავიდან ეგონა, ამიტომ მალევე გადაწყვიტა ქმართან გაშორება და საქართველოში დაბრუნება.
იმასაც ამბობენ, რომ ''რუსთავი 2''-ს ეკა კახიანმა სთხოვა და ფეხმძიმე ნინი ''საქართველოს ვარსკვლავის'' ჟიურიში დასვეს, რომ მას, ასე ვთქვათ, გული გადაეყოლებინა რაღაცისთვის. ყველას უკვირდა, როგორ შეიძლებოდა, ახლადგათხოვილ გოგონას, რომელიც ფეხმძიმედ არის, მეუღლესთან ამდენი ხნით განშორება გადაეწყვიტა.
აღსანიშნავია ისიც, რომ ნინიმ გათხოვება ძალიან მალე გადაწყვიტა. როდესაც წყვილთან ჩაწერილი ინტერვიუ ''ნანუკა ჟორჟოლიანის შოუს'' ეთერში გავიდა, ბევრი ამბობდა, რომ ნინი და ირაკლი ისე უხერხულად გრძნობდნენ თავს ერთმანეთის წინაშე, რომ მათი ურთიერთობა სასიყვარულოს ნამდვილად არ ჰგავდა, თუმცა შესაძლოა, ისიც გავითვალისწინოთ, რომ ნინი ზოგადად არ გამოირჩევა ემოციურობით და საკუთარი გრძნობების საჯარო დემონსტრირებით და როგორც ირაკლი კუტალაძე ამბობს, პრესასთან ურთიერთობა არც მას ჰყვარებია.
- რას გვეტყვი ამჟამინდელ საქმიანობაზე, ფიტნესინსტრუქტორად მუშაობას აგრძელებ?
- მელოდებოდნენ, მაგრამ, ბუნებრივია, არჩევანი იმ შემოთავაზებაზე გავაკეთე, რომელიც მეტად შემოსავლიანი იყო.ალბათ, ყველა ასე მოიქცეოდა, ჩემთვის რაც უკეთესი იყო, მას მივანიჭე უპირატესობა და ამით ნაწყენი არავინ დარჩენილა.
- პროექტის დასაწყისში სხვადასხვა ტელევიზია გთავაზობდა თანამშრომლობას, შოუს დასრულების შემდეგ აღარ მიგიღია წინადადება მათგან?
- არა. ''ცეკვავენ ვარსკვლავების'' ბანკეტზე ნოე სულაბერიძემ მითხრა, რომ ჩემს დასაქმებას ''იმედის დილაში'' აპირებდნენ, რამაც მართლა ძალიან გამახარა და სხვა სამსახურზე აღარც მიფიქრია. არც ერთ არხზე არაა ჩართვები
ტელეწამყვანი თამარ ჩერგოლეიშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს სხდომას ეხმაურება და პრემიერსა და პრეზიდენტს "უხერხემლობის" გამო აკრიტიკებს.
"უსაფრთხოების საბჭო დანიშნულა.
საქართველოს პრეზიდენტის მარგინალიზაცია თავისივე თანამებრძოლების მიერ აშკარაა.
ის, რომ შტატებიდან დაბრუნებულმა ღარიბაშვილმა უშიშროების საბჭოს ნაცვლად, უსაფრთხოების საბჭოდ წოდებული, კვაზი უშიშროების საბჭო მოიწვია და შეერთებულ შტატებში ვიზიტისა და უკრაინის კრიზისის შესახებ არა პრეზიდენტთან, არამედ იმ ორგანოსთან იმსჯელა, სადაც უფროსი თვითონაა, მის პატარა ადამიანობას უსვამს ხაზს.
საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, საგარეო ურთიერთობები პრეზიდენტის დომეინია, პრეზიდენტია ქვეყნის მთავარსარდალიც.
ვფიქრობ, ბიძინა ივანიშვილის მარგველაშვილისადმი გაჩენილი სიძულვილი, ინსტიტუტების პატივისცემის ხარისხს არ უნდა განსაზღვრავდეს ამ ქვეყანაში...
მე როგორც ვიცი, მარგველაშვილი შეიძულა მას შემდეგ, რაც ამ უკანასკნელმა მოწმეთა დაკითხვის წესის გადავადების შესახებ კანონზე ვეტოს დადება მოისურვა. თუმცა, on the record ამ ინფორმაციას არავინ მიდასტურებს. off the record საუბრიდან ასე ვიცი...
მნიშვნელობა არ აქვს ვინ როგორ იაქტიურებს - პროცესებს ბიძინა ივანიშვილი მართავს.
მარგველაშვილი კი მისი აქტიურობით, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ
ღარიბაშვილი საპნის ბუშტივით გაქრება, თუ ბიძინა ივანიშვილმა ისევე მოიძულა, როგორც მარგველაშვილი...
ივანიშვილის ნების წინააღმდეგ წასვლის ხერხემალი არც ღარიბაშვილს აქვს, არც მარგველაშვილს", - წერს ჩერგოლეიშვილი.
დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, მთავრობის კანცელარიაში სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა. პრემიერის პრესსამსახურის ცნობით, პრემიერთან არსებულ საბჭოს სხდომაზე ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები განიხილეს.
უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს წევრებმა ამერიკის შერთებულ შტატებში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის სამუშაო ვიზიტი შეაჯამეს. სხდომაზე ისაუბრეს აღნიშნული ვიზიტის შედეგების განხორციელების საკითხებზე.
საბჭოს წევრებმა ასევე განიხილეს უკრაინაში არსებული კრიზისი და რეგიონული უსაფრთხოების საკითხები.ასეა თუ ისე, ეს ქორწინება თავიდანვე ბევრ კითხვას ბადებდა თუნდაც იმის გამო, რომ ბევრი ნინის არჩევანს უწუნებდა, თუმცა პირადი არჩევანი, რასაკვირველია, ორი ადამიანის გასაკეთებელია და მთავარი მხოლოდ ამ ორის გადაწყვეტილებაა. დღეს კი ნინი ბადურაშვილის ქმარი ამბობს, რომ მისთვის ნათელია, ნინის გრძნობა მის მიმართ არ ჰქონია...
მიუხედავად იმისა, რომ ოჯახის წევრები მოხერხებულად მალავდნენ ნინისა და ირაკლის დაშორების ამბავს, გამოქვეყნებული ინტერვიუს შემდეგ ამას აზრი აღარ ჰქონდა, თუმცა ჟურნალში ინტერვიუს შესახებ ნინის ბებიამ, ქალბატონმა ლალი ბადურაშვილმა ჩვენგან გაიგო და შესაბამისი კომენტარიც გააკეთა.
- თუ გაეცანით თქვენი შვილიშვილის მეუღლის, ირაკლი კუტალაძის სკანდალურ განცხადებებს?
ლალი ბადურაშვილი:
- ირაკლი სხვა გამოცემებშიც დარბოდა და უარი უთხრეს ინტერვიუს გამოქვეყნებაზე. ''თბილისელებს'' კი გამოუქვეყნებია.
- ირაკლი ამბობს, რომ ერთმანეთს დაშორდნენ და ძნელია იმის აღიარება, რომ შენს ცოლს არ სჭირდებიო. აცხადებს, რომ ნინი იმისთვის გათხოვდა მასზე, რომ კანონიერი ქორწინებით შვილი გაეჩინა.
- არ მინდა ზედმეტი ლაპარაკი, მაგრამ კანონიერად გათხოვება რა არის?!. ნინის გათხოვება გაუჭირდებოდა?.. რადგან სხვა ქალაქში გადავიდა საცხოვრებლად, ეტყობა, მოეწონა. იქნებ, ირაკლიმ თავის თავში მოძებნოს იმის მიზეზები, რატომ ვერ შეძლო ნინიმ მოსკოვში დარჩენა? მეორეც - ძალიან არამამაკაცური საქციელია, როდესაც კაცი პრესით იძლევი ინტერვიუებს პირად ცხოვრებაზე. თქვენ როგორ ფიქრობთ, ეს კაცური საქციელია?!. ნინის ხომ არაფერი უთქვამს არც პრესაში და არც არსად. კაცი კი დადის და ლაპარაკობს.
- ირაკლი აცხადებს, რომ ნინიმ ეს ქორწინება საკუთარი პიარისთვის გამოიყენა და მშობიარობასაც ამისთვის გამოიყენებს.
- პიარი რა შუაშია?!. ფსიქოლოგიური გადახრა აქვს? ახალგაზრდა გოგონა ხართ და თქვენი თავი წარმოიდგინეთ, ნორმაა ასეთი შეფასებები?
- თქვენთვის, რასაკვირველია, ცნობილი იყო, წყვილს შორის ურთიერთობები რომ გაფუჭდა.
- რა თქმა უნდა. ცნობილი იყო ის პრობლემები, რომ ნინის მოსკოვში ძალიან გაუჭირდა ცხოვრება, რადგან ირაკლი 24 საათის განმავლობაში თავისი საქმიანობით იყო დაკავებული და ნინისთვის ელემენტარულ დროს ვერ პოულობდა, ამიტომაც ნინიმ თბილისში გადაწყვიტა მშობიარობა. ნინის მარტო უწევდა ყოფნა. ამბობდა, ირაკლიმ გადახედოს თავისი ცხოვრების წესსო. ხანდახან მაინც რომ მისულიყო სახლში. უცხო ქალაქში სრულიად მარტო იყო. ეს არის, რაც ნინის ჩემთვის უთქვამს. მას ამაზე ლაპარაკი არ უნდოდა, რადგან ძალიან გულდაწყვეტილი იყო.
- ნინი უპასუხებს ირაკლის საჯაროდ?
- არა მგონია, რაიმე კომენტარი გააკეთოს. ამას ნინის ხასიათიდან გამომდინარე ვამბობ. ის ძალიან თავშეკავებული ადამიანია. თავის პრობლემებზე ჩვენთანაც მინიმალურად ლაპარაკობდა. ნინის გული სწყდებოდა მხოლოდ იმაზე, რომ მოიხიბლა ამ ბიჭით, წავიდა უცხო ქალაქში, დათმო თავისი მშობლიური გარემო, დედ-მამა, ბებიები და ირაკლიმ მისთვის ვერ მოიცალა. თანაც, ეს ხომ არ იყო ათი წლის ქორწინება? ორი თვის ქორწინებაზე გვაქვს საუბარი. ნინიმ წესიერად ქალაქი არც იცოდა და კვირაში ერთი საღამოც კი ვერ გამონახო ახლადმოყვანილი ცოლისთვის, რამდენად მოსაწონია? ამის მიუხედავად ნინი ჩუმად იყო და ირაკლის სირბილი პრესაში და განცხადებები რამდენად მამაკაცური საქციელია, ეს თქვენ თავად განსაჯეთ.
- აშკარაა, თქვენამდე მოდიოდა ინფორმაცია, რომ ირაკლის თავისი პოზიციის საჯაროდ გაცხადება უნდოდა.რა თქმა უნდა, ვიცოდით, მაგრამ ზოგმა მედიასაშუალებამ ნინის მდგომარეობას ანგარიში გაუწია, ფეხმძიმე გოგოა.
- როდის მშობიარობს? ორ კვირაში უკვე უწევს.
უამრავი მითქმა-მოთქმისა და გავრცელებული გადაუმოწმებელი ინფორმაციების შედეგად, ნინიმ ჟურნალისტებს ფეისბუქის მეშვეობით მიმართა.
HOT.ge თავად მომღერას დაუკავშირდა და მასთან ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა.
მომღერალი აცხადებს რომ, კახიანები უკანონოდ გაასახლეს და რომ სასამართლომ ყალბი საბუთები არ გაითვალისწინა.
ნინი მეუღლესთან დაშორებაზეც საუბრობს და ყველას ერთი თხოვნით მიმართავს.
- ცოტა ხნის წინ, თქვენს FACEBOOK-ზე სტატუსი დადეთ. გამოეხმაურეთ სკანდალს კახიანების ოჯახთან დაკავშირებით. გვაინტერესებს თქვენი კომენტარი ამასთან დაკავშირებით.
- მე ერთს ვიტყოდი, რომ ეს ქალბატონი რასაც ლაპარაკობს არის სიცრუე და რომ მას აქვს ყალბი საბუთებით მოპოვებული ბინა, რომელსაც სამწუხაროდ დაუკმაყოფილა სასამართლომ. არ ვიცი როგორ, რანაირად, მაგრამ სამწუხაროდ დაუკმაყოფილა სასამართლომ და ამის შედეგად ჩვენ მოგვიწევს ბინის დაცლა. ეს არის ყალბი საბუთები, რომელიც არ გაითვალისწინა სასამართლომ.
- თქვენი აზრით რატომ მოხდა ისე, რომ სხვადასხვა გამოცემებმა მხოლოდ ცალმხრივად გააშუქეს აღნიშნული ფაქტი?
- არ ვიცი რატომ გაავრცელეს... ალბათ იმიტომ რომ ქალბატონი ქეთი ქვარცხავა და ნატალია ჭეიშვილი იმდენად მონდომებულები არიან, რომ რამენაირად ყურადღება მიიქციონ, რომ როგორც გავიგე ყველგან რეკავენ და გაგიჟებულები, აჟიტირებულები პრესკონფერენციებს აწყობენ. ეს ცოტა სასაცილოა იმიტომ, რომ თავი ვინ გონიათ? "ცენტრ პოინტის", "დექსუსის" თუ ვისი წარმომადგენლები? ანუ ცოტა სასაცილოა ეს ყველაფერი. მათ არავინ იცნობს და ამით უნდა გახდნენ პოპულარულები...
- ისინი უკანონოდ ცდილობენ გამოასახლონ კახიანები?
- კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ამ ადამიანებმა სასამართლოზე წარმოადგინეს ყალბი საბუთი, რომლის შედეგადაც სასამართლომ საერთოდ არ გაითვალისწინა ეს ყალბი საბუთი და ეს ქალი, ბინის მფლობელი დღესაც არ არის, უბრალოდ მიაკუთვნეს მას. მიაკუთვნეს არა, უბრალოდ აქვს ცხოვრების უფლება და მეტი არაფერი...
- ბოლო დროს თქვენი ოჯახი არაერთ სკანდალში გაეხვა. თავდაპირველად თქვენი და კუტალაძის რომანზე ალაპარაკდა ხალხი. რა კომენტარს გააკეთებთ თქვენსა და თქვენი ქმრის ურთიერთობაზე?
- ამ თემაზე არ ვლაპარაკობ, იმიტომ რომ მე ვარ ფეხმძიმედ... ეს არ არის ის საკითხი, არ არის ბინა, ან ქონებრივი დავა. ეს არის ჩემი პირადი ცხოვრება, რომელიც სამწუხაროდ გასაჯაროვდა და გაასაჯაროვა ჩემმა მეუღლემ. მე ამ თემაზე კომენტარს არ ვაკეთებ. ვთვლი რომ ზოგადად ყველა ადამიანს აქვს საკუთარი პირადი ცხოვრება და აქვს უფლება იცხოვროს საკუთარი პირადი ცხოვრებით. ჩემი მეუღლე ძალიან დამნაშავეა, მაგრამ ამაზე რომ ვილაპარაკო და განვიხილო პრესის საშუალებით, ვთვლი არასწორი იქნება. მსგავსი ამბები ვთვლი, რომ პირადად ორ ადამიანს შორის უნდა მოგვარდეს.
- თქვენი აზრით რაში დასჭირდა მას თქვენი პირადი ცხოვრების გასაჯაროება?
- ვერ გეტყვით იმიტომ, რომ მე თვითონაც გაოცებული ვარ ამ ადამიანის ქმედებით. რა გააკეთა ან რატო გააკეთა ვერ გეტყვით, არ ვიცი...
- ბავშვს როდის ელოდებით? ბავშვს ველოდები ერთ კვირაში და ვთხოვ ყველა მედიასაშუალებას რომ მაცადონ რომ ვიმშობიარო.
ძალიან პატარა პოსტებს წერთ ბრადცი
არადა მნიშვნელოვანი საკითხია
This post has been edited by robizonkruzo on 4 Mar 2014, 17:40