gramatikikinaაუდიტორი ვარ, განათლება მაქვს და გამოცდილება. სამსახურის მოძებნა არ გამიჭირდება მაგრამ ფინანსების სფეროში ვტრიალებ სულ სადაც სამსახურის საათები უმეტეს წილად გრძელია რადგანაც კულტურაა ასეთი.
შემცვლელი როგორ ვერ ვიპოვე მაგრამ რა აზრი აქვს. როგორც სამსახური ძალიან საინტერესოა ეს და სიამოვნებით ვმუშაობ თუ ასეთი რამე ითქმის მაგრამ მგონი იმ ეტაპზე ვარ ცხოვრებაში რომ აღარ მინდა მუშაობა საერთოდ და არც სხვაგან ვუყურებ. მეგობრები კიდე უნივერსიტეტიდან მყავს უმეტესობა და რადგანაც არ ვარ ქალაქში ვეღარ ვნახულობ ხალხს.
dziaარადა ეს წუწუნი არაა. რეალურად ვფიქრობ რომ დავანებო თავი. გაჭირვება რომ მქონდა ვმუშაობდი. ახლა აღარ მაქვს და შემიძლია თავს მივცე დასვენების უფლება.
Coldfireმივყვები უკვე ცოლად აქაურს ამ ზაფხულს.
zoroscremlebiშენი კომენტარი მაფიქრებს. ვიცი არის ხალხი ვისაც სამსახური უნდა და ეს მასტოპებს. არ მინდა უმადური ვიყო

.
Jio Wanderer?
Z@G@NTi კი ხელფასი შეიძლება იყოს საშუალო 600-800 ლარი მაგრამ ხალხი უმეტეს წილად სახლში ცხოვრობს და არ ააქვს ამდენი გასავალი. მე უნივერსიტეტიდან რომ გამოვედი ჩემი პირველი სამსახურის ხელფასიდან 1400 ფუნტი ბინის ქირაში მიმდიოდა. ჩემი ამხანაგები თბილისში სახლში ცხოვრობენ და საჭმელს დედა უმზადებს.
Misley 

Крёстный отецბენეფიტების სიტემაა აქ კარგი. ჩამოდი და მოგცემენ სახლს და სარჩენ ფულსაც
Hitchensკარგი იდეაა თუმცა ფინანსების სფეროში არ არის კარგი ყველა 2-3 წელიწადში სამსახურის გამოცვლა. ცუდ ტონად ითვლება კარიერის ამბავში. სამსახურების მეტი რა არის აქ, მე უბრალოდ არ ვიცი საერთოდ სამსახური მინდა თუ არა. სადაც უნდა წავიდე სამუშაო საათები ბევრი იქნება, იმიტომ რომ მართლა ბანძ სამსახურში ვერ ვივლი და ადაც უნდა ვიყო ჩემს 100% ენერგიას ვდებ რის გამოც პასუხისმგებლობა მეკისრება რასაც მოყვება საათები. ცხოვრება მხოლოდ მუშაობა ხომ არ არის არა? დრო გადის და ოფისში გძვრება სული. რად გინდა ასეთი სიცოცხლე?
Future>ძალიან არაქათგამომცველია ჩემი სამსახური მაგრამ ალბათ ისევ სჯობს კარიერა გამოვიცვალო.
თუ არ დაგეზარება აჰა, ჩემი ერთი კვირა ჩამოვწერე. ეს ერთ ერთი რეალური კვირაა იანვარში. უმეტესი კვირები ერთ ადგილას ვარ მაგრამ ხშირად ისე ხდება ხოლმე რომ 2 ქვეყანაში ვმუშაობ ერთი კვირის განმავლობაში.
კვირა: დილიდან დავიწყე ჩემოდნის ჩალაგება რომ 2 საათზე აეროპორტში წავსულიყავი. 2-ზე გავედი სახლიდან, აეროპორტში ვიყავი 3:30 დაახლოებით. ჩავაბარე ჩემი ჩემოდანი და ასე ერთ საათში თვითფრინავში ვიყავი. დაახლოებით 6 საათზე გამოვედი კოპენჰაგენის აეროპორტიდან. ასე 7-ზე საღამოს უკვე სასტუმროს ოთახში ვიყავი.
ორშაბათი: დილის 7ზე დავიწყე მუშაობა, ანუ 6:30 უკვე ტაქსი მელოდებოდა. დღის განმავლობაში წესით 1 საათი მაქვს ლანჩისთვის მაგრამ სიანმდვილეში რამეს ავიღებ და ჩემს მაგიდაზე ვჭამ და თან ვმუშაობ იმიტომ რომ ბევრი რამეა გასაკეთებელი. ღამის 10 საათზე დავტოვეთ ოფისი იმიტომ რომ "გამოგვაგდეს" მაგრამ სასტუმროში როგორც კი მივედით საჭმელი შევუკვეთეთ და გავაგრძელეთ იქვე ღამის 2 საათამდე.
სამშაბათი: მიუხედავად იმისა რომ კოპენჰაგენში ვარ, შვედეთში მომიწია მუშაობა, დილის 5:30 ავდექი რადგანაც მანქანით გადავედი შვედეთში და იქ რომ 8 საათზე ვყოფილიყავი სასტუმრო დავტოვე 6-ზე. ( თან ჩემი ლონდონის დროით 5 საათია!!!) მოკლედ მთელი დღე მომიწია იქ დარჩენა და საღამოს 8-ზე წამოვედით. კოპენჰაგენში 10 ზე ჩავედით. მერე ჩემს ბოსს უნდა გაიგოს რა მოხდა იქ და ასევე უნდა დავამთავროთ ჩვენი სხვადასხვა ანალიზი და შევრჩით ისევ დილის 2მდე დაახლოებით.
ოთხშაბათი:- იგივე სიტუაცია.
ხუთშაბათი: საღამოს ოსლოში გადავდივართ და დილით უნდა გამოვეწერო სასტუმროდან, ასე რომ ადრე ავდექი რომ ბარგი ჩავალაგო. 7-ზე იყო ფრენა ოსლოში. იქ რომ ჩავედით ჩვენი ობიექტი 3 საათის სავალია ასე რომ კოლეგას დაველოდეთ 1 საათი რომ ყველა ერტად წავიდეთ. კოლეგას დააგვიანდა და 10 საათზე ჩამოფრინდა. მოკლედ ავიღეთ მანქანა და წავედით 4-ნი. 2 საათი გზაში ვართ, თოვს სატიკად, მანქანა სრიალებს, სადღაც მიყრუებულში ვართ და ჩემი თანამშრომელი ბიჭი გახდა ცუდად. გავაჩერეთ მანქანა, ამ ბიჭმა არწყია გზაზე. ვიღაცამ გზაზე გააჩერა რა ხდებაო. ამ ტიპმა მიგვასწავლა 24 საათიანი ექიმი 1 საათის სავალზე. მოკლედ წავიყვანეთ ეს ბიჭი იქ, ნახა ექიმმა, მიცა წამლები და გავაგრძელეთ გზა. დილის 3 საათზე მივედით სასტუმროში.
პარასკევი: ბარგი არც კი გამიხსნია იმიტომ რომ აქ მხოლოდ ერთი დღით ვარ. ვიკენდზე სადაც მინდა დარჩენა იქ მიხდიან ჰოდა ისლოში მირჩევნია, ქალაქი რომ დავათვალიერო. დილის 7 დზე დავიწყე მუშაობა. საღამოს 7-დე წამოვედით. 4 საათის სავალი იყო ოსლომდე ასე რომ 10 ზე დაახლოებით ჩამოვედი. ამასობაში ჩემი პარტნიორი ( შეყვარებული) ჩამოვიდა ოსლოში, იმას დავხვდი ღამის 12 საათზე!
შაბათი: გავერთე
კვირა: ნახევარი დღე გავერთე, რადგანაც 5 საათზე ისევ კოპენჰაგენში დავბრუნდი.
და ასე. day in day out.
რეალურად თუ არ დავანებე არაფერი მოხერხდება 2-3 წელიწადი. ვფიქრობ ახლა რა არის საუკეთესო გამოსავალი ამ სიტუაციიდან. სამსახური მომწონს მაგრამ დრო რომ მიაქვს ჩემი ცხოვრების არ მევასება. რეალურად ვერ ვიშოვი სამსახურს სადაც მე დილის 10-მდე ვიძინებ და 5 ზე სახლში ვიქნები რომ ტენისი ვითამაშო. რეალურად ასეთი სამსახური მგონი არ არსებობს. იქნებ ჯობდეს ძაღლების გასეირნებას მივყო ხელი, სუფთა ჰაერზე მაინც ვიქნები დღის უმეტესი ნაწილი.
makarenaარ ვარ მანდ, და არ უწევთ ამდენი მოგზაურობა ვინც მანდაა. როგორ დაიხსენი თავი ისე?
This post has been edited by lovelock on 14 Mar 2014, 02:32