კლასიკური სიტუაცია. ქმარი ადრე დაბრუნდა სამსახურიდან. ხედავს ცოლი საძინებელშია.
– ძალიან ცუდად ვარ, აფთიაქში ჩადი, რამე გულის წვეთები და დამამშვიდებელი ამომიტანე, თორემ სადაცაა გული წამივა...
გამოვიდა საძინებლიდან და იქ შვილი დახვდა, თვალებით საძინებელი ოთახისკენ ანიშნებს:
– იქ ზურა ძიაა, საძინებლის კარადაში...
შებრუნდა ქმარი საძინებელში, გამოაღო კარადა და მართლაც, იქ მეზობელი ზურაა...
– შენც მაგარი ხარ, ზურა, ცოლი მიკვდება, შენ კიდევ ბავშვს დამალობანას ეთამაშები?!
***
რა კარგად იწყებენ გოგონები: სიხარულო, სიცოცხლევ, ერთადერთო, საყვარელო, ძვირფასო... შტერო, იდიოტო, საქონელო, საზიზღარო, მძულხარ!
***
– საცოდავო, მთელი სიცოცხლე რომ ეძებო, ჩემისთანას ვერ იპოვი!
– შენისთანას არც მოვძებნი...
***
– ფული მჭირდება, პილინგი უნდა გავიკეთო.
– ეს რაღაა?
– როდესაც ძველ კანს გადაიცლი და ახალი, გლუვი, გადატკეცილი ამოვა...
– მე კიდევ ვფიქრობდი, რომ თქვენ, გველები, კანს უფასოდ იცვლიდით.
***
ეს ქალები სუფთა „გაიშნიკები" არიან – ხასიათს გაგიფუჭებენ, ფულს წაგართმევენ და დამნაშავე კიდევ შენ ხარ...
***
როგორ არიან მოწყობილი ქალები: 1. პოულობენ წვრილმანს; 2. ბერავენ; 3. განიცდიან; 4. ყველას ტვინს უბურღავენ....
***
– მარო, წამო, ვანუაანთან წავიდეთ სტუმრათა...
– დაგვპატიჟეს, რო?!
– არა, მარა, თვითონ სანამ მაეხეტებიან, ჩვენ დავადგეთ თავზედა...
***
ცოლი: ო, ქმარი მოვიდა!
ქმარი (შეშინებული): ხანდახან მაინც დაფიქრდი, ქალო, რას ამბობ, კინაღამ ფანჯრიდან გადავხტი...
***
შედის ტიპი ზოომაღაზიაში.
– მოლაპარაკე ფრინველი ან რამე თუ გყავთ?
– ფრინველი არა, ორმოცფეხა გვყავს...
იყიდა კაცმა და საღამოს ეუბნება:
– კარგი ამინდია, წავედით სასეირნოდ.
სიჩუმე.
– წავედით თუ არა.
კვლავ სიჩუმე...
– რა მოლაპარაკე შენ ხარ... მომატყუეს, იმათი...
– აბა, აბა, ჩუმად, მივდივართ, ვერ ხედავ, ფეხზე ვიცვამ?!
***
ცოლმა დაქალებთან დალია და დილით ნაბახუსევზე საშინლად სტკივა თავი. მოკლედ კვდება და ქმარს ეკითხება:
– აუ, მითხარი, პახმელიიდან როგორ გამოვიდე, შენ რას აკეთებ ხოლმე?
– შენს ლანძღვას ვუსმენ...
***
ქალები სამ კატეგორიად იყოფიან, თუმცა ძირითადად შერეული ტიპები გვხვდებიან:
1. ჭკვიანი და ლამაზი – „სწერვა".
2. ჭკვიანი და კეთილი – ულამაზო.
3. კეთილი და ლამაზი – შტერი.
4. ჭკვიანი, კეთილი და ლამაზი – იდიოტებს ხვდებიან, რომლებიც მათ ვერ აფასებენ.
***
მსაჯმა ფეხბურთელს შეცდომით წითელი ბარათის ნაცვლად, პრეზერვატივი აჩვენა... მატჩის ბოლომდე ვერავინ გაბედა წესის დარღვევა...
***
ამბობენ, მამაკაცი მტკიცე კედელიაო, თუმცა მე რომ ახლანდელ კაცებს ვუყურებ – სუფთა გიფსოკარდონია...
როგორ აჩუქა ბორია-ლენინს „ცეკას" მდივანმა ბინა
მურმან მერკვილიშვილი
თბილისს არასდროს დაავიწყდება უდავოდ ნიჭიერი, ყველასათვის საყვარელი კოლორიტი, ცხონებული ბორის წიფურია. იუმორით დაჯილდოებული ეს საოცარი პიროვნება, ასე ვთქვათ, „უსასტიკესი" მოხერხებით გამოირჩეოდა. ქართველები ამ თვისებას „შანს-მარიფათს" ვეძახით, მიუხედავად იმისა, რომ „შანს-მარიფათი” არაქართულია – ბორია ამას არ დაგიდევდათ.
ბორიას ბიძა, – მიშა ღვინჯილია, „ცეკას" მდივნის კარგი მეგობარი გახლდათ. ერთხელ ბორიამ სთხოვა, ეშუამდგომლა მეგობართან და ბინა ეთხოვა მისთვის. ბორია მაშინ დედ-მამასთან ცხოვრობდა კუკიაზე, პატარა ბინაში.
მაშინდელმა „ცეკას" მდივანმა, შოთა ჭანუყვაძემ, დაიბარა ბორია და ეკითხება:
– რაო, ბინა გინდა, ბიძიკო?
– გულით! – არ დამალა ბორიამ (არიქა, დაიძრა, მგონი, საქმეო).
– ცოლის შერთვას ხომ არ აპირებ, ბიძიკო?
– უბინაობას რა ვუთხრა, თორემ, ცოლის შერთვას რა უნდა, სიგრძე-სიგანეს დამიწუნებენ თუ სწავლა-განათლებას?
– ჩემო ბორია, – დაარიგა ჭანუყვაძემ, – ხომ გაგიგია, „მოყვარული ცოლ-ქმარი თოხის ტარზე დაეტევაო."
ბორია რის ბორია იყო, დაბნეულიყო და კითხვას კითხვა შეაგება:
– თბილისში რამდენი მოყვარული ცოლ-ქმარი იქნება, შოთა ბატონო?
– რა ვიცი, შე კაცო, – დაიბნა შოთა, – რამდენიც გაგიხარდება, იმდენი.
– რა ვიცი, ბატონო, დავდივარ ჩემი დღე და მოსწრება თბილისის ქუჩებში და, ჯერ არც თოხი დამინახავს და არც თოხის ტარზე მცხოვრები ცოლ-ქმარი.
– ჰო, კაი, ვნახოთ... ვნახოთ, – შერცხვა შოთას.
ორი საათია, ველაპარაკები და, ახლა მეუბნება – „ვნახოთ, ვნახოთო", – გადაირია ბორია.
– რა გითხრა, ბიჭო? – ეკითხება კაბინეტიდან გამოსულს მეგობარი, კუკურა მეფარიძე.
– თოხის ტარზე იცხოვრეთო... მაგი რო ახალმოყვანილ ცოლს ვუთხრა, ხო მხეთქა თოხი თავში და მართალიც იქნება!
– რაო?! თოხის ტარზეო?!
– ჰო. ვნახოთ... გამოიარეო.
გაიარა ორმა თვემ და მიაკითხა წიფურიამ ისევ.
– ცოლის მოყვანა მინდა, ბატონო შოთა და, ბინა... არ მაქვს, რა...
შოთას დავიწყებოდა და ტრაფარეტულად უპასუხა.
– მოყვარული ცოლ-ქმარი ხის კენწეროზე იცხოვრებს, რო იცოდე შენ...
ბორიამ ფანჯრიდან გაიხედა.
ჩიტები საამოდ ჟღურტულებდნენ ჭადრის ხეზე და ერთმანეთს ასკინტლავდნენ.
უსიამოვნოდ გააჟრჟოლა მსახიობს:
– ამათსავით ვასკლინტოთ მერე ერთმანეთს, ბატონო შოთა?
– გამოიარე ერთ-ორ თვეში.
ასე იყო (ვითომ ახლა უკეთესადაა) კომუნისტური რეჟიმის დროს – ბიუროკრატია იყო (ვითომ ახლა არაა) მაღალ რეგისტრში და ასე იყოლიებდნენ (ვითომ ახლა არა) მთხოვნელებს. მოკლედ, გაწამდა და გაწვალდა ცოლის შესართავად გამზადებულ-გახაზირებული ჩვენი ბორია, მაგრამ, საშველი არსაიდან ჩანდა.
არ ჩანდა და, ჯინა-ჯიბრში ჩაუდგა ჭანუყვაძეს: „რომ მივალ და მივალ, მერე რომ მეტყვის, მერე მოდიო და, კიდევ რომ მივალ და, მერე, კიდო მოდიო... აღარ მობეზრდება?.."
და, ერთ თვეში კიდევ მივიდა.
მოსაცდელში ზის და ჭანუყვაძის კაბინეტიდან ბუხუტი ზაქარიაძე გამოდის.
– რამ შეგაწუხათ, ბატონო ბუხუტი? – მოესიყვარულა ეს, ბორია.
– ა, ბოშო, აგერ ვიყავი მე, შოთა ჭანუყვაძესთან, ჩემ მიერ შესრულებული სტალინის როლის სურათი ვაჩუქე ავტოგრაფით და ბინა გამომიყო.
ბორიას ბოლო სიტყვა თან გაჰყვა – სასწრაფოდ ჩაირბინა კიბეები და ქუჩაში გავარდა.
ერთ დროს ლენინის როლი ჰქონდა ბორიას შესრულებული. მივარდა სახლში, გაიკეთა ლენინის გრიმ-პარიკები და ტაქსით მივარდა ჭანუყვაძესთან.
– თქვენ... ვინ... ბრძანდ... სად მიდ... – დაიბნა მდივანი.
– ლენინი ვარ მე და ჭანუყვაძესთან შემიშვით ახლავე, – მოითხოვა ლენინ-წიფურიამ.
– ბატონ შოთას არ სცალია, დაელოდეთ, – თვალები დაუელამდა მდივანს.
– ხოხ! – გადაირია ბორია-ლენინი, – რა გამოდის ახლა, თქვენი აზრით და გონებით? ამხელა სოციალისტური რევოლუცია მოვახდინე, ამხელა გემზე, „ავრორაზე", ქვემეხი მე დავაქუხე და თქვენ, ვიღაც მოკვდავი... ხო, რა გქვია, გოგო?
– შორენა.
– ხო, შორენა, – მე მიკრძალავთ შოთასთან შესვლას? ჰგავს ეს რამეს?
შორენა ყოფილი პიონერი და მოგვიანებით – კომკავშირელი იყო და ცაიტნოტში აღმოჩნდა:
– ამხანაგო ლენინ, თქვენ ცოცხალი ხართ?
– აბა, რა მიგავს მკვდარს, გოგო, მე? – გადაირია და რა გადაირია ეს – ბორია-ლენინი.
– შებრძანდით, ბატონო.
აქეთ რომ შორენა მდივანია სასწაულ მდგომარეობაში, „ლენინის” დანახვაზე შოთა ჭანუყვაძე სულ გაგიჟდა. ჯერ პირჯვარი გადაისახა, მერე – თფუიო! (ლენინს პირჯვარი არ მოეწონებაო) და ჩაესვენა სავარძელში.
– გისმენთ, ვლადიმერ ილიჩ!
– მე ბორია ვარ, ბატონო შოთა, არ შეშინდეთ ახლა, – ამშვიდებს გონების დაკარგვამდე მისულ კაცს ბორია, – ის ბორია ვარ, ამას წინათ ბინა რომ გთხოვეთ, – ბორია, ბორია...
სავარძელში მისვენებულ კაცს ნელ-ნელა დაუბრუნდა გონი და აზროვნება. სასწრაფოდ აიღო ტელეფონი და აღმასკომში (ახლა – „მერია") რეკავს:
– რეზო ხარ? რეზო, თუ კაცი ხარ, სასწრაფოდ მჭირდება ერთი ბინა. გამომიყავი, თუ ძმა ხარ... ვისთვის? რა ვისთვის, შე ოხერო! ლენინია მოსული, ლენინი... რომელი და, ვლადიმერ ილიჩი, ლენინი! გეიგე ახლა?!
– ...
– არ ვიცი არაფერი! არაფერი მაინტერესებს! სასწრაფოდ გამოუყავი ერთი კაი ბინა, სანამ ძერჟინსკი არ მოუყვანია, თუ არა...
ბორიას მეორე დღესვე მისცეს ბინა, სადაც სიცოცხლის ბოლომდე ცხოვრობდა.
admin kkai ra
s
s
s
s
assssssssssfds